ფილმები, რომლებიც ივლისში აუცილებლად უნდა ნახოთ
ფოტო: Sony Pictures
ჯერ მხოლოდ 2 ივლისია და აგვისტოს შვებულებამდეც დიდი დროა. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ კინოეკრანებზე ძალიან ბევრი საინტერესო ფილმი გამოდის, რომლებიც ამ "რთული პერიოდის" გადაგორებაში დაგეხმარებათ.
ამ სიით ვეცდებით დაგეხმაროთ მომდევნო თვის საინტერესოდ დაგეგმვაში.
1. Spider-Man: Far From Home / პრემიერა 4 ივლისი
მარველის კინო სამყარო მეთერთმეტე წელს ითვლის. ყველაფერი კი 2008 წელს რკინის კაცის პირველი ფილმით გაიხსნა. შემდეგ მეორე მოჰყვა და მარველმა სხვა გმირების გაცოცხლებაც დაიწყო. მთელი ამ დროის შემდეგ კი Edngame-მდე მოვედით, რომლის პრემიერაც 2019 წლის აპრილში შედგა. ალბათ ყველა დროის ყველაზე დიდი ქროსსოვერი და ბლოკბასტერი შემოსავლებით მსოფლიო რეკორდის დამყარებას ცდილობს. მისი მთავარი კონკურენტი ჯეიმს კამერონის ავატარია. ეს ყველაფერი ციფრები და სტატისტიკაა, მარველის ფანებს სულ სხვა რამ აინტერესებთ. რა იქნება ახლა? როდესაც ტონი სტარკი/რკინის კაცი ცოცხალი აღარ არის? ზუსტად ეს კითხვა აწუხებს პიტერ პარკერს იგივე ადამიან-ობობასაც. მისი მეორე სოლო ფილმი სწორედ ამ კითხვებზე გასცემს პასუხს და ახალი მისტერიული სამყაროს კარებს შეგვიღებს. Spider-Man: Far From Home მარველის კინო სამყაროს მესამე ფაზის ბოლო ფილმია. თუ რკინის კაცი სამიათასჯერ გიყვართ, განიცდით და პასუხებს ეძებთ, დროა თარიღი მოინიშნოთ.
2. პარაზიტი / პრემიერა 4 ივლისი
თუ კომიქსები არ გიყვართ და ადამიანი-ობობა თქვენთვის უინტერესოა, კორეელი რეჟისორის ჯუნ ჰო ბონგის პარაზიტს შემოგთავაზებთ, რომელიც წლევანდელი კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის ოქროს პალმის რტოს მფლობელია. ფილმი ცოტა ხნის წინ კორეული კინო გაყიდვების ლიდერი გახდა და ქვეყნის მასშტაბით გაყიდული ბილეთების 47% სწორედ მას ეკუთვნოდა. ბონგ ჯუნ ჰო პირველი კორეელი რეჟისორია, რომელმაც კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა.
3. მეფე ლომი / პრემიერა 19 ივლისი
დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ანიმაციური ფილმი, მეფე ლომი სულ მალე ისევ დაბრუნდება ეკრანებზე. ალბათ სხვა არაფრის ცოდნა არ არის საჭირო.
4. ერთხელ ჰოლივუდში / პრემიერა 26 ივლისი
კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ძმები ლუმიერების კინოდარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელსაც ბილეთი ჰქონდა სეანსზე დასწრება ვერ მაოხერხა. ფილმის ბილეთის ფასი ბილეთი 1000 დოლარიდან იწყებოდა. ყველაფრის მიუხედავად კი კანის კინოფესტივალზე ფილმს არანაირი ჯილდო არ გადასცეს.
5. Midsommar / პრემიერა აშშ-ში - 3 ივლისი
სცენარისტი და რეჟისორი არი ასტერი, ადამიანი რომელიც შარშან ძალიან შთამბეჭდავი ნამუშევრით Hereditary-ით გაგვეცნო წელსაც ახალ ფილმს გვთავაზობს. როგორც ჩანს, მისი მიმართულება წელსაც უცვლელია, რაც ნამდვილად უნდა გვიხაროდეს, რადგან ინტელექტუალური ჰორორის საკმაოდ კარგი განვითარების მომსწრენი ვხდებით. ფილმის მთავარი გმირი დანია, რომელსაც შეყვარებულთან დაშორება სურს, თუმცა ოჯახური ტრაგედიის გამო ამ ყველაფრის გადადება უწევს. მათი ურთიერთობა ჩიხშია, თუმცა დანი კრისტიანს ფესტივალზე გაჰყვება... ფესტივალი საკმაოდ უცნაურია და როგორც ჩანს, საქმე ისევ იდუმალებით მოცულ კულტთან გვაქვს. ჰერედითარიდან გამომდინარე კი ალბათ შეუძლებელია იმის ვარაუდი, თუ რა გამოცდილება შეიძლება მოგვცეს ახალმმა ფილმმა. აშშ-ში პრემიერა 3 ივლისს შედგება, თუმცა უცნობია ფილმი საქართველოშიც ხელმისაწვდომი იქნება თუ არა.
6. The Farewell / პრემიერა აშშ-ში - 12 ივლისი
ფილმის მთავარი გმირი ბილია, რომელიც აღმოაჩენს, რომ ბებიამისს სიმსივნით არის დაავადებული და მხოლოდ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი. ბილი ოჯახთან ერთად ჩინეთში ბრუნდება, რომ დარჩენილი დრო მასთან გაატარონ. თუმცა ერთი პრობლემაა... ბებიამ თავისი მდგომარეობის შესახებ არაფერი არ იცის. ჩინეთში ოჯახის გაერთიანების მიზეზად ქორწილს ასახელებენ, თვლიან რომ მისთვისვე უკეთესია, თუ სიმართლე არ ეცოდინება. ბილი საკმაოდ რთული გამოწვევების და ტრაგედიის წინაშე დგას. ფარეველი საკმაოდ საინტერესო მოცემულობას გვთავაზობს, საინტერესოა რამდენად ღრმად შეძლებს რეჟისორი ამბის სიღრმეში ჩასვლას და გაართმევს თუ არა თავს ასეთ ფაქიზ თემაზე აღებულ პასუხისმგებლობას. ეს ფილმიც მიდსომარის მსგავსად სტუდია A24-ს ეკუთვნის და უცნობია იქნება თუ არა ქართულ კინოთეატრებში ხელმისაწვდომი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები