სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის 12 წიგნი, რომელმაც მომავალი იწინასწარმეტყველა
ფოტო: Metro-Goldwyn-Mayer Studios
ძალიან უცნაურია, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას ჯერ კიდევ მიიჩნევენ ხოლმე სულელურ ლიტერატურულ ჟანრად. კი, საი-ფაი ტექსტები თუ ფილმები საკმარისი რაოდენობით გვიყვება ამბებს უფორმო უცხოპლანეტელებზე, მოლაპარაკე მაიმუნებსა და ტანზე მომდგარ, მბზინავ კომბინეზონებში გამოწყობილ მომხიბვლელ გოგოებზე. მაგრამ ეს ასევე არის ჟანრი, რომელმაც ზუსტად იწინასწარმეტყველა ტანკები, ყურსასმენები და ინტერნეტი და რომელმაც ნამდვილი მეცნიერები შთააგონა, მთვარეზე გაფრენა რეალობად ექციათ. ყოველ თაროზე, რომელიც სავსეა კოსმოსის შესახებ გიჟური თავგადასავლებით, ათობით შესანიშნავი სამეცნიერო ფანტასტიკური წიგნიც დევს, რომლებმაც, ფაქტობრივად, მომავალი იწინასწარმეტყველეს.
სიცხადისთვის, არც გიჟური კოსმოსური თავგადასავლებია ერთმნიშვნელოვნად დასაწუნი. მაგალითად, ვის არ უყვარს დაგლას ადამსი ან ფილმები, სადაც კოსმოსური მოგზაურობისას პროტაგონისტს გვერდს ფუმფულა უცხოპლანეტელი ან გონებამახვილი რობოტი უმაგრებს (ორ საათზე მეტხანს იმის ყურება, თუ როგორგ გადაადგილდება მარსის ზედაპირზე მეტ დეიმონი, ყველასათვის შთამბეჭდავი სანახაობა ნამდვილად ვერ იქნება). მაგრამ რაღაც უნიკალურად ამაღელვებელი არის იმაში, როცა ვუყურებთ, როგორ ინაცვლებს გამოგონებები ფურცლებიდან რეალობაში. წყალქვეშა ნავები, ვერტმფრენები, ლეპტოპები, ესკალატორები ერთ დროს საი-ფაი ჟანრის მწერლის ფანტაზიის ნაყოფი იყო. მსგავს წიგნთაგან ზოგიერთი ტექნოლოგიური სიახლის წარმოდგენას არ სჯერდება და იმასაც ზუსტად წინასწარმეტყველებს, თუ რა კულტურულ გარდატეხებსა და ყოველდღიური ყოფის ცვლილებებს გამოიწვევს ესა თუ ის გამოგონება (მერე რა, რომ კიბერპანკური რევოლუცია, სადაც ყველა ნეონის სამოსს ირგებს და ემპირიულ რეალობაში ცხოვრებას ინტერნეტში ყოფნას ამჯობინებს, ჯერ კიდევ ფანტაზიის ნაყოფად რჩება).
იმის მიუხედავად, ამ წიგნების შთაგონებით შეიქმნა ესა თუ ის გამოგონება თუ მათმა ავტორებმა, უბრალოდ, იცოდნენ, რა მიმართულებით განვითარდებოდა ტექნოლოგია, გთავაზობთ იმ თორმეტ მხატვრულ ნაწარმოებს, რომელმაც მომავლის რაღაც ასპექტის ზუსტად დანახვა შეძლო:
1. რეი ბრედბერის 451°ფარენჰაიტით: ყურსასმენები
ფოტო: პალიტრა L
ცხოვრების ამ ეტაპზე ყურსასმენები ალბათ ექსცენტრულ სამეცნიერო გამოგონებად ძნელად თუ ჩაითვლება. პირველი ასოციაცია, რაც მათ ხსენებაზე გვიჩნდება, ისაა, რომ მეტროში საყვარელი პოდკასტის მოსმენამდე ჩახლართული კაბელის გამოხლართვა გვიწევს ხოლმე. მაგრამ როდესაც 1953 წელს 451°ფარენჰაიტით პირველად გამოქვეყნდა, "ნიჟარის ფორმის ყურის რადიოები" წმინდა წყლის ფანტასტიკად ჟღერდა: ციცქნა რადიოები ყურებში? ეს ხომ სამეცნიერო ფანტასტიკური ბოდვაა.
2. ერნესტ კლაინის არმადა: 3D ბეჭდვა
თავად ერნესტ კლაინმა მომავლის წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით შემდეგი რამ თქვა: "მომავალი უკვე იმდენად სწრაფად დგება, რომ უფრო და უფრო რთული ხდება მისთვის გასწრება. არმადას სიუჟეტი ისეთ ორ კონცეპტს - მონაცემთა კვანტურ ტელეპორტაციასა და 3D ბეჭდვას - შეიცავს, რომლებიც, როცა წერა დავიწყე, ჯერ კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო იყო, მაგრამ წიგნის დასრულებამდე რეალობა გახდა. უფრო სწრაფად უნდა ვწერო".
3. ედუარდ ბელამის მზერა უკან: საკრედიტო ბარათები
მზერა უკან 2000 წლის რეალობის უტოპიური ხედვაა (ის 1800-იანებში შეიქმნა, როცა მწერლები ჯერ კიდევ აძლევდნენ საკუთარ თავებს ბედნიერი მომავლის წარმოდგენის უფლებას). მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები კაცი ოცდამეერთე საუკუნეში ამოყოფს თავს და აღმოაჩენს, რომ სამყარო მშვიდობიან ადგილადაა ქცეული და სავაჭრო ცენტრებითა და საკრედიტო ბარათებითაა სავსე, რაც წიგნის დაწერის დროისათვის რეალობაში არ არსებობდა.
4. მარგარეტ კავენდიშის მოელვარე სამყარო: წყალქვეშა ნავები
წყალქვეშა ნავების წინასწარმეტყველებას, როგორც წესი, ჟიულ ვერნს მიაწერენ ხოლმე. ის მათზე სათავგადასავლო რომანში, ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ, საუბრობს. მაგრამ მარგარეტ კავენდიში წყალქვეშა ტრანსპორტზე (და ატომის თეორიაზე) ჯერ კიდევ 1666 წელს შემქნილ სამეცნიერო ფანტასტიკურ ტექსტში წერდა. ეს ნაწარმოები ტექნოლოგიური კუთხით გამართული, ეგრეთწოდებული მძიმე საი-ფაი ნამდვილად არ არის, რადგანაც მასში კაცთევზებსა და მოსაუბრე ცხოველებსაც ვხვდებით, მაგრამ აქ წარმოდგენილ ალტერნატიულ რეალობაში წყალქვეშა ნავებიც არსებობენ.
5. ჰიუგო გერნსბეკის რალფ 124C 41+: ვიდეო-ჩეთი და რადარი.
ამ ნაწარმოების სათაური, მართალია, მარტივად არ გამოითქმის, მაგრამ რალფ 124C 41+ პირველი საი-ფაი წიგნია, სადაც რადარსა და ვიდეო ტელეფონებს ვაწყდებით. ჰიუგო გერნსბეკი ვიდეო-ჩეთზე 1911 წელს წერდა, ანუ იქამდე, სანამ ტელევიზორს გამოიგონებდნენ. იმ დროს არც რადარი არსებობდა - ეს მოწყობილობა სრულყოფილად მხოლოდ 1933 წელს ააწყვეს, მაგრამ გერნსბეკი მის მუშაობას დაწვრილებით აღწერს. ამით ტექსტი თავის აქტივში ორ გამოგონების სწორ წინასწარმეტყველებას იწერს (თუცმა სათაურის გამო რამდენიმე ქულის ჩამოკლებას კი იმსახურებს).
6. უილიამ გიბსონის ნეირომანსერი: ინტერნეტი
ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ნეირომანსერმა ინტერნეტი თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველა. ერთის მხრივ, ის კომპიუტერების გლობალურ ქსელსა და ინფორმაციის გაზიარებას ჯერ კიდევ იმ დროს წარმოიდგენს, როცა პერსონალური კომპიუტერები ახალი ცნება იყო. მეორეს მხრივ, ის ვარაუდობს, რომ ინტერნეტი კიბერპანკურ შეშლილ ქალაქად იქცევა, სადაც, ფუტურისტულ კომბინეზონში გამოწყობილს, ვირტუალური რეალობის ერთი წერტილიდან მეორეში ხტომა შეგეძლება, და არა - სივრცედ, სადაც კატების ვიდეოების სანახვად შედიხარ.
7. ჰერბერტ ჯორჯ უელსის გათავისუფლებული სამყარო: ბირთვული ომი
უელსი ტექნოლოგიური განვითარების წინასწარმეტყველებისას ჟიულ ვერნივით შორს არასოდეს წასულა, მაგრამ მისი წიგნები თანაბარი ზეგავლენის მომხდენნი იყვნენ. სამყაროთა ომები პირველი სითხის ფორმის საწვავის მქონე რაკეტის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა. ჯავშანოსანთა მიწა, ფაქტობრივად, მთლიანად ტანკების შესახებაა დაწერილი მაშინ, როცა ეს სამხედრო ტექნიკა ჯერ გამოგონებული არ იყო. მაგრამ გათავისუფლებული სამყარო, შეიძლება, მის ყველაზე სისხლის გამყინავ წინასწარმეტყველებად ჩაითვალოს. 1914 წელს დაწერილ ამ ტექსტში ბირთვული ომია აღწერილი. უელსი ტერმინს ატომურ ბომბსაც კი იყენებს და რადიაციის გამანადგურებელ ეფექტებს აღწერს (მაგრამ არ იდარდოთ, ეს პაციფისტური რომანი გახლავთ, რომელიც კაცობრიობის მიერ ხელოვანებითა და მოაზროვნეებით დასახლებული უტოპიის შექმნით სრულდება... მოდით, ვიმედოვნოთ, რომ მწერალმა ეს ნაწილიც ზუსტად იწინასწარმეტყველა).
8. ვიქტორ აპლეტონის ტომ სვიფტი და მისი ელექტრონული შაშხანა, ანუ გაბედული მოგზაურობები 'სპილოს მიწაზე': ტეიზერი, იგივე ელექტროშოკური იარაღი
ტომ სვიფტი მოზარდთათვის განკუთვნილი ნაწარმოებთა სერიის მთავარი გმირი გახლდათ. ის გამოიგონებს შაშხანას, რომელიც ელექტრულ ისრებს გასტყორცნის (ტომი მას სპილოების მოსაკლავად იყენებს, რათა მათ ძვლებს დაეპატრონოს - ტყუილად კი არაა, რომ მის თავგადასავლებს დღეს აღარავინ კითხულობს). ტომ სვიფტი არა მხოლოდ ახალი გამოგონების შთაგონების წყაროდ იქცა, არამედ ელექტროშოკურ იარაღს მის საპატივცემულოდაც კი შეერქვა სახელად ტეიზერი (TASER– Tomas Swift Electric Rifle)
9. არტურ ჩარლზ კლარკის კომოსური ოდისეა 2001: აიპედი
ფოტო: წიგნები ბათუმში
კოსმოსური ოდისეა 2001 იმდენად მომავლის ტექნოლოგიის წინასწარმეტყველებით არ არის დაინტერესებული, რამდენადაც - კაცობრიობის მეტაფიზიკური ადგილით სამყაროში. მაგრამ ის მაინც ახერხებს, იწინასწარმეტყველოს პლანშეტები; უფრო ზუსტად კი, ნიუსპედები - ხელში დასაკავაბელი მოწყობილობები, რომელთა ეკრანზე სტატიების ჩამოტვირთვაა შესაძლებელი (თუმცა ისინი კომოსშიც კი ელექტროენერგიის წყაროსთან შეერთებას საჭიროებენ).
10. რობერტ ჰაინლაინის გზებმა უნდა იდინონ: ესკალატორები
ჰაინლაინი თავის მოთხრობაში, გზებმა უნდა იდინონ, ზუსტად წინაწარმეტყველებს "ელექტრონულ კიბეებს", რომლებიც ავტომატურად მოძრაობენ, და იმ გადამზიდ ზოლებსაც, რომლებსაც აეროპორტებში ჩემოდნებით ხელში გადასაადგილებლად ვიყენებთ. სამწუხაროდ, ამბავი იმასაც პროგნოზირებს, რომ აშშ-ში არსებული ყველა ტროტუარი, საავტომობილო გზა და რკინიგზა ელექტროენერგიის საშუალებით 160 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრავ ქუჩად იქცევა, რაც ჯერ ნამდვილად არ მომხდარა.
11. ჯონ ბრანერის დგომა ზანზიბარზე: თავისუფალი ურთიერთობები, ელექტრონული ავტომობილები და ტექნო მუსიკა დეტროიტში.
დგომა ზანზიბარზე ისეთი სიზუსტით განჭვრეტს მომავალს, რომ, ცოტა არ იყოს და, შემაშფოთებელიც კია. ის გასული საუკუნის 60-იანებში დაიწერა და 2010 წლის მომავალს ხატავს: ავტომანქანები ელექტროენერგიას მოიხმარენ, დეტროიტი ეკონომიკურად განადგურებულია და ყველა ელექტრონულ საცეკვაო მუსიკას უსმენს, ამერიკის სკოლებში გამუდმებით სროლები ტყდება, ახალგაზრდებს შორის თავისუფალი ურთიერთობების კულტურა მეფობს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კი ობომი ჰქვია. ჰმ...
12. ჟიულ ვერნის დედამიწიდან მთვარემდე: მთვარეზე დაშვება
ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟიულ ვერნი ტექნოლოგიური დეტალებით სავსე სამეცნიერო ფანტასტიკას ქმნიდა. ის იქამდე არ დაწერდა რაიმე მოწყობილობაზე, სანამ არ გაიაზრებდა, ზუსტად როგორ იმუშავებდა ის რეალურ სამყაროში. წიგნს ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ, წყალქვეშა ნავები, შეიძლება, არ უწინასწარმეტყველებია, მაგრამ ელექტრონული წყალქვეშა ნავების იდეა კი პირველად წამოაყენა. რობურ-დამპყრობელში - ვერტმფრენები, ტექსტში დედამიწიდან მთვარემდე კი მთვარეზე დაშვებაა ნაწინასწარმეტყველები. ეს უკანასკნელი 1800-იანებში დაიწერა; ამის მიუხედავად, ვერნმა ზუსტად განსაზღვრა გაფრენის ღირებულება; რაკეტის კოსმოსში გაშვებისთვის საჭირო ძალა; მასალა, რომლისგანაც კაფსულა იყო დამზადებული და ის ფაქტიც კი, რომ კოსმოსში გაშვება ფლორიდადან მოხდებოდა. ერთადერთი, რაშიც მწერალი შეცდა, ის იყო, რომ რაკეტა სინამდვილეში გიგანტური ზარბაზნიდან არ გაუტყორცნიათ... თუმცა სრულყოფილებას ვერავის მოვთხოვთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები