ზაფხულში საკითხავი რომანები სიყვარულზე
არ აქვს მნიშვნელობა, რას გეგმავთ ზაფხულში – მთაში ხეტიალს, ზღვის სანაპიროზე დასვენებას თუ სულაც, სამსახურში გულმოდგინედ მუშაობას – სწორად შერჩეული წიგნი ცხელი დღეების საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ.
სერია რომანები სიყვარულზე, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ 2018 წელს დაიწყო, თანამედროვე სასიყვარულო რომანებს აერთიანებს. დროისა და გარემოს ცვლილებასთან ერთად, იცვლება სიყვარულის მიმართ დამოკიდებულებაც.
21-ე საუკუნის მკითხველისთვის, კლასიკურ რომანთან ერთად, განსაკუთრებით საინტერესო სწორედ თანამედროვე სიყვარულის ისტორიებია, რომელთაც დღეს არსებული პრობლემები სდევს თან. სერია ამჟამად 5 წიგნისგან შედგება.
ასე რომ, მოემზადეთ ემოციებით დატვირთული ლიტერატურული ზაფხულისათვის.
1. პროექტი "როუზი" – გრემ სიმსიონი
პროფესორი დონ ტილმანის ყოველდღიურობა, ძირითადად, ერთფეროვანია. მას სჯერა, რომ ყოველი წვრილმანის დაგეგმვით შეძლებს, საკუთარი თავი უკეთეს ადამიანად აქციოს და ბედნიერი გახდეს. ტილმანს ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს და მისი მეგობრების ჩამოთვლას ერთი ხელის თითებიც თავისუფლად ეყოფა. არც მისი "რომანტიკული თავგადასავლებია" წარმატებული – ყველა პაემანი უხერხული სიტუაციითა და კრახით სრულდება. გამოსავალი კი მხოლოდ ერთი ეგულება – პროექტი "ცოლი", რომლის მიზანიც სპეციალურად შედგენილი კითხვარის მიხედვით იდეალური კანდიდატის პოვნაა. დონის სურვილის საპირისპიროდ, მის ცხოვრებაში ჩნდება როუზი – ქალი, რომლის თვისებები რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რასაც დონი იდეალური ცოლისგან ელის.
ლაღი თხრობის სტილი, ტრაგიკომიკური ეპიზოდები და ნაწილობრივ დეტექტიური სიუჟეტი სწორედ ისაა, რაც სიმსიონის რომანს საოცრად მომხიბლავს ხდის მკითხველისთვის. რაც მთავარია, წიგნი ყველას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სიყვარული ვერასდროს დაემორჩილება ლოგიკურ ფორმულებს და ხშირად, სრულიად მოულოდნელად, ყველაზე უცნაური ფორმით მოგვევლინება. 2013 წელს ავსტრალიაში გამოცემული პროექტი "როუზი" 30 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა.
მთარგმნელი: მზია ლაპიაშვილი
2. "მოკვდი, სიყვარულო" – არიანა ჰარვიცი
როგორია ცხოვრება, როცა სიგიჟის ზღვარზე ხარ და საკუთარ თავს, გრძნობებს, სურვილებსა და ოცნებებს ებრძვი?! თანამედროვე არგენტინელი მწერლის, არიანა ჰარვიცის რომანი "მოკვდი, სიყვარულო" პარიზის გარეუბანში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის სულიერ დრამაზე გვიყვება. მთავარი გმირი, რომელიც თავის დემონებს ებრძვის, ცდილობს, ოჯახური იდილია შექმნას, თუმცა მისი შინაგანი სამყარო საწინააღმდეგო მხარეს ექაჩება.
დედობა, ქალურობა, სიყვარულის ბანალურობა, ლტოლვა, ოჯახსა და ქმარზე დამოკიდებულება – ეს ყველაფერი ყოველდღიურობასთან ერთად მძიმე ტვირთად აწევს ახალგაზრდა ქალს და მის ყველაზე ბნელ ფიქრებს აშიშვლებს. წიგნში პერსონაჟის განცდები, ფიქრები და ბრძოლა საკუთარ თავთან ისე მძაფრად და ცხადად არის გადმოცემული, რომ უამრავ შეკითხვას ბადებს იდეალურ ოჯახზე არსებული ჩვენი წარმოდგენის შესახებ.
მთარგმნელი: თამარ ლეჟავა
3. "ქვიან სანაპიროზე" – იენ მაკიუენი
"ორი ახალგაზრდა, განათლებული და ყოველმხრივ უმანკო – განსაკუთრებით კი ქორწინების ღამეს – იმ დროში ცხოვრობდა, სექსუალურ შეუთავსებლობაზე ხმას რომ ვერ ამოიღებდი", – ასე იწყება თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსის, იენ მაკიუენის რომანი "ქვიან სანაპიროზე".
ედვარდი და ფლორენსი სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ და თაფლობის თვის გასატარებლად დორსეტში, ცნობილ ქვიან სანაპიროზე – "ჩეზილ-ბიჩზე" – მიემგზავრებიან. რადიკალურად განსხვავებულ გარემოში აღზრდილი ედვარდისა და ფლორენსის ურთიერთობაში სირთულეები მალევე იჩენს თავს. ისინი ცდილობენ მოემზადონ ახალი ცხოვრებისთვის, მაგრამ უჭირთ თავის დაღწევა იმ ტაბუებისგან, რომლებსაც ოჯახი და საზოგადოება მუდმივად ახვევდნენ თავს.
რომანმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და მსოფლიოს არაერთ ენაზე ითარგმნა, 2018 წელს კი ეკრანებზე ამავე სახელწოდების ფილმიც გამოვიდა.
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
4. "ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი" – კარენ ჯოი ფაულერი
ექვსი ადამიანი, ექვსი თვე და რა თქმა უნდა, ჯეინ ოსტინის ექვსი ნოველა – ეს ყველაფერი კარენ ჯოი ფაულერის წიგნში დაგხვდებათ. საკრამენტოში მცხოვრები ერთმანეთისგან განსხვავებული ხუთი ქალი და ერთი მამაკაცი ჯეინ ოსტინის ნოველებზე სასაუბროდ კლუბს ქმნიან. ჯეინ ოსტინის ნოველებით გატაცების გარდა, მათ საერთო, თითქოს, არაფერი აქვთ. წიგნის კითხვის კლუბი მათთვის ერთგვარი თავშესაფარია, სადაც თითოეული მათგანი საკუთარი განცდების გაანალიზებასა და მათთან გამკლავებას ცდილობს. სიყვარული, ქორწინება და განქორწინება, შვილები და მშობლები... ფაულერის ეს წიგნი ყველაფერს უყრის თავს.
2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა "ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბის" მიხედვით გადაღებული რომანტიკული დრამა.
მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე
5. "შენი სახელი დამიძახე" – ანდრე ასიმანი
ანდრე ასიმანის რომანი "შენი სახელი დამიძახე" ადამიანური ვნების ისტორიას მოგვითხრობს. რომანის სიუჟეტი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. ავტორი სენტიმენტალიზმისგან დაცლილი თხრობის მანერითა და გამორჩეული გულახდილობით გვიამბობს 17 წლის იტალიელი ბიჭის, ელიოსა და მასთან სტუმრად ჩასული 24 წლის ამერიკელი სტუდენტის, ოლივერის დაუვიწყარ საზაფხულო თავგადასავალს. 2017 წელს კინოეკრანებზე რომანის მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი გამოჩნდა, რომელმაც უამრავი საერთაშორისო პრიზი დაიმსახურა.
და ბოლოს, სიურპრიზი მათთვის, ვისაც აინტერესებს, რა მოხდა ამ საზაფხულო რომანის შემდეგ ელიოსა და ოლივერის ცხოვრებაში. გასული წლის დეკემბერში ანდრე ასიმანმა თავის მკითხველებს გაუმხილა, რომ წერდა რომანის
გაგრძელებას – "Find Me", რომელიც ინგლისურ ენაზე შემოდგომაზე გამოიცემა და მის თარგმანს "სულაკაურის გამომცემლობა" შემოგთავაზებთ. ასე რომ, სანამ თქვენთვის უკვე საყვარელი გმირების ახალ თავგადასავლებს გაეცნობით, ამ ზაფხულს შეგიძლიათ სერიით – "რომანები სიყვარულზე" – უკვე გამოცემული დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები წაიკითხოთ.
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
სერიის დიზაინსა და ილუსტრაციებზე რუსლან ბერიძემ იმუშავა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები