სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ძალადობა — ლიბერალური ილტერნაციონალი 20-21 ივნისის მოვლენებზე
ფოტო: ლიბერალური ინტერნაციონალი
ლიბერალურმა ინტერნაციონალმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 64 ქვეყანაში 106 ლიბერალური იდეოლოგიის პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს საქართველოში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ძალადობად შეაფასა. მათ გამოხატეს აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით და რუსეთისა და საქართველოს მთავრობის მიმართ გამაფრთხილებელი რეზოლუცია გაავრცელეს.
ლიბერალური ინტერნაციონალი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა "შეგნებულად შეუწყო ხელი" საკუთარ მოქალაქეებში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში "ისტორიული უკმაყოფილობით გამოწვეული მღელვარების დაძაბვას". კერძოდ, იმ ფაქტით, რომ რუსეთის ფედერაციის დუმის პარლამენტარს საქართველოს პარლამენტის დარბაზში თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცა.
გარდა ამისა, მიმდინარე მოვლენების გამო, ლიბერალური ინტერნაციონალი მოუწოდებეს საქართველოს მთავრობას, ხელი აიღოს პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებასა და დევნაზე და უზრუნველყოს ჯანსაღი დიალოგი კონფრონტაციის ნაცვლად.
ასევე, ლიბერალური ინტერნაციონალი მწუხარებას გამოთქვამს ვლადიმერ პუტინის მიერ ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს იყო "დამამცირებელი ზომები საკუთარი მოქალაქეების მიმართ". მათი თქმით, ეს სოციალურ-კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაუარესებას შეუწყობს ხელს.
ლიბერალური ინტერნაციონალი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას :
- დაუყონებლივ გააუქმოს სანქციები, რომლებიც მოფიქრებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საკუთარი ეკონომიკის საწინააღმდეგოდაც, სინამდვილეში კი მიმართულია საქართველოს დასასჯელად და მეზობელი ქვეყნის შიდა პროცესებში საკუთარი უხეში და სამარცხვინო ჩარევების გადასაფარად.
- შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას როგორც პოლიტიკურად, ისე ფიზიკურად და თავი შეიკავოს მცოცავი ანექსიისაგან ორივე მიმართულებით.
- პატივი სცეს ქართველი ხალხის სუვერენულ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს მომავალი და თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო ორიენტაცია.
განცხადებაში წერია, რომ ლიბერალური ინტერნაციონალი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მათ შორის ახალგაზრდებს, და მათთან ერთად საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას "სამართლიან პროტესტში". რესპუბლიკური პარტია ლიბერალური ინტერნაციონალის წევრია.
17 დღიანი პროტესტი
პარლამენტთან უკვე 17 დღეა მიმდინარეობს ანტიოკუპაციური აქცია #სირცხვილია. პროტესტი საქართველოში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და პარლამენტის სავარძელში დაჯდომას მოყვა. ამის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 20-21 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა აქცია ძალის გადამეტებით დაშალა. შედეგად დაშავდა ასეულობით და დასახიჩრდა ათეულობით ადამიანი. მეორე დღიდან დემონსტრანტები შს მინისტრის პასუხისმგებლობის გადაყენებას ითხოვენ, თუმცა ის გადადგომაზე უარს ამბობს, რასაც მმართველი გუნდიც უჭერს მხარს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები