კვირიკაშვილი მასწავლებლებს: აღარ გვინდა, სიტყვა რეფორმა სადამსჯელო სიტყვად იქცეს
ფოტო: პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, თბილისში, მასწავლებელთან გამართა შეხვედრა და მათთან განათლების რეოფრმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კვირიკაშვილის თქმით, 2017 წლიდან მასწავლებელთა საშუალო ხელფასი ხდება 800 ლარი, ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება. პრემიერის შეფასებით, ცენტრალური ფიგურა უნდა გახდეს მოსწავლე, სტუდენტი და მკვლევარი და მასზე უნდა იყოს ორიენტირებული მთელი სისტემა, სამინისტრო და მთავრობა.
მასწავლებლებთან შეხვედრაზე წარმოთქმულ სიტყვას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურის თქმით, მას არ უნდა, რომ სიტყვა რეფორმა სადამჯელო სიტყვად იქცეს: "გვინდა, ეს სიტყვა დადებით ცვლილებებთან იყოს ასოცირებული, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, თქვენგან იქნება მოწონებული, ყველა თქვენგანთან შეთანხმებული, თქვენი აზრის გათვალისწინებით და თქვენი ჩართულობით გაკეთებული რეფორმა გვინდა ჩვენ; არ გვსურს, თავს მოგახვიოთ ჩვენი აზრები, რომელიც არ იქნება თანხვედრაში თქვენს გამოცდილებასთან; თქვენი გამოცდილება უნდა იყოს ამოსავალი ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელსაც გადავდგამთ მომავალში. ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრაც, რომ მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს მომავალ საქმიანობაში".
გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრისას იმ საქმეებზეც ისაუბრა, რაც ქართული ოცნების მთავრობამ ბოლო წლებში განახორციელა, მათ შორისაა სკოლებში ფსიქოლოგის სამსახურის დანერგვა, სოფლის სკოლების უზრუნველყოფა სასკოლო ავტობუსებით, ექიმის მომსახურების აღდგენა და ა.შ.
პრემიერის განცხადებით, განათლების მინისტრს აქვს კარგი იდეები სისტემაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, რაც პედაგოგების საქმიანობის გამარტივებას შეუწყობს ხელს. მათ შორის, თავისუფალი გაკვეთილის ცნების შემოღებაც იგეგმება:
ჩვენ არ უნდა გავხადოთ გამოცდები და ტესტირებები სადამსჯელო მექანიზმი პედაგოგებისთვის, პირიქით, პედაგოგს უნდა ჰქონდეს წინასწარი პროცედურა გავლილი
"ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ გაგიადვილოთ საქმიანობა, რომ სასწავლო პროცესი გახადოთ უფრო საინტერესო, მიმზიდველი და მოსწავლეებისთვის, სკოლა გახდეს ადგილი, სადაც ეხალისებათ მისვლა, სადაც არა მხოლოდ განათლებას მიიღებენ, არამედ ადამიანური საუბარი ექნებათ თავიანთ პედაგოგებთან ყველაფერზე, რაც მათ აწუხებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის, თავისუფალი გაკვეთილების ინსტიტუტის დანერგვა იგეგმება, რათა თემების ფართო სპექტრი იყოს განხილული ბავშვებსა და პედაგოგებს შორის. ყველა ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ უნდა მივიღოთ განათლების ხარისხის აწევა, ასევე, მივეხმაროთ პედაგოგებს გადამზადებაში; ჩვენ არ უნდა გავხადოთ გამოცდები და ტესტირებები სადამსჯელო მექანიზმი პედაგოგებისთვის, პირიქით, პედაგოგს უნდა ჰქონდეს წინასწარი პროცედურა გავლილი, რომ შემდეგ მას ეხალისებოდეს ამაღლებული კვალიფიკაციის დადასტურება და არა ის, რომ შიშით ელოდებოდეს ამას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მივაღწევთ. მასწავლებლის პროფესია, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური, სტრატეგიული და ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ადამიანის პროფესია, უნდა გავხადოთ ყველაზე საამაყო და პრესტიჟული. ეს არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვართ, ამას მივაღწევთ".
მთავრობის მეთაურმა 500–ზე მეტ მასწავლებელთან შეხვედრისას მათ ღვაწლზეც ისაუბრა, განსაკუთრებით იმ წლებში, როცა ქვეყანაში საყოველთაო გაჭირვება იყო, განათლებაში კი, მასწავლებელთა დამსახურებით, წყვეტა არ ყოფილა. კვირიკაშვილმა მასწავლებლებს სამომავლოდ მათი შრომის შესაბამისად დაფასების პირობაც მისცა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები