ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ახალი სარკოფაგი ექსპლუატაციაში შევიდა
ფოტო: Anton Usov / Facebook
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორის ახალი სარკოფაგი ექსპლუატაციაში შევიდა. სარკოფაგი ავარიული ბლოკის უსაფრთხოებას 100 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
კონსტრუქციას თაღის ფორმა აქვს, რომლის სიგრძე 160 მეტრია. სარკოფაგი 109 მეტრი სიმაღლისაა, ხოლო სიგანეში 257 მეტრია. კონსტრუქცია 31 ათას ტონას იწონის. მასზე მუშაობა 2008 წელს დაიწყეს და იმედოვნებდნენ, რომ 2017 წელს დასრულდებოდა, თუმცა ვადებმა გადაიწია.
პროექტის საერთო ღირებულება 1,5 მილიარდია ევროა. მშენებლობას აწარმოებდა საერთაშორისო ფონდი თავშესაფარი, რომელიც დიდი შვიდეულის ქვეყნების ინიციატივით შეიქმნა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხელმძღვანელობდა. თვითონ ბანკმა ფონდში 700 მილიონი ევრო გადარიცხა, დანარჩენი თანხა კი 40-ზე მეტი ქვეყნის შემოწირულობით მოგროვდა. ევროკავშირმა მშენებლობისთვის 431 მილიონი ევრო გადარიცხა.
აქამდე მეოთხე ენერგობლოკიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას 1986 წელს აშენებული სარკოფაგი იცავდა. მისი ექსპლუატაციის ვადა 20 წელი იყო, თუმცა კონსტრუქციის არაერთი გამაგრების შემდეგ ვადა 2023 წლამდე გახანგრძლივდა. სარკოფაგის მთავარი ნაკლი არაჰერმეტულობა იყო.
1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შედეგად გარემოში 400-ჯერ მეტი რადიაცია გაიფანტა, ვიდრე ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებისას. ავარიამ დიდი გავლენა იქონია როგორც ადამიანებზე, ისე ბუნებაზე. დაზარალებულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. გაეროს მონაცემებით, უშუალოდ ავარიის დროს 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დასხივების შემდგომ პერიოდში — 4 000 ადამიანი. გაურკვეველია, რადიაციამ პირდაპირ თუ ირიბად რამდენი ადამიანი იმსხვერპლა.
ამასთანავე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს. ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელზეც რადიაციამ განსაკუთრებული გავლენა იქონია, ფიჭვნარის ტყეა, რომელიც მას შემდეგ წითელი ტყის სახელითაა ცნობილი. ამ მონაკვეთმა რადიაციის მაღალი დოზა მიიღო, ხეები გახმა და ფოთლები გაწითლდა. ატომურ კატასტროფას ცხოველების უდიდესი ნაწილი ვერ გადაურჩა.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები