ყველაფერი, რაც სისიფოსის შესახებ უნდა იცოდეთ, სანამ ეზოზე ახვალთ
ფოტო: Sisyphos
ბერძნული მითოლოგია სიზიფეს, ანუ სისიფოსის შესახებ გვიყვება, რომ ის საკუთარი ცოდვების გამო დაისაჯა და ვალდებულია, უზარმაზარი ლოდი მთის წვერზე აიტანოს. ლოდი ყოველ ჯერზე დაბლა გორდება და ამბის მთავარი გმირის ტანჯვაც უსასრულოდ გრძელდება... მთელი მისი ცხოვრება მწვერვალისკენ დამღლელი სვლაა.
ბერლინური Sisyphos სულ სხვანაირია, თუმცა მითიურ მოსახელესთან ერთი რამ მაინც აერთიანებს - დროის არარსებობა. სისიფოსში წვეულება დაუსრულებლად გრძელდება და რაც მთავარია, ამ პროცესში ყველა სტუმარი ახერხებს საკუთარი ლოდის ჩამოშორებას.
ფოტო: Sisyphos
თუ ბერლინის ღამის ცხოვრებაზე ისტორიები მოგისმენიათ, ალბათ, ამ ისტორიებში ტექნო-გიგანტები, ბერგჰაინი და ტრეზორი ფიგურირებდნენ, თუმცა ბერლინელებს რომ გაესაუბროთ, ბევრ ისეთ დიდ და პატარა კლუბს დაგისახელებენ, რომლებიც მუსიკალური სპექტრის სხვადასხვა წერტილებში არიან განლაგებული.
სისიფოსი კლუბზე მეტად ფესტივალს ჰგავს: რამდენიმე სცენა, გაშლილი სივრცე ბალახზე წამოსაწოლად, სიმწვანე და ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი სტუმრები. "ჰიპების სოფელი" - ალბათ, ეს ყველაზე ზუსტი დახასიათება იქნებოდა. ლაინაფის წინასწარ მოძებნა საკმაოდ რთულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად არასდროს იცი, როგორი მუსიკა დაგხვდება. მთავარია, კლუბი ღია იყოს.
ეს "საერთო საიდუმლო" სისიფოსის სტუმრებს ერთმანეთთან აახლოებს და თუ კლუბის ერთი რეივით შეყვარება არსებობს, შეუძლებელია, სისიფოსში ეგ არ დაგემართოთ.
ახლა რაც შეეხება eZo-ს
ფოტო: Sisyphos
რატომ ვლაპარაკობ ამდენს აღმოსავლეთ ბერლინში მდებარე კლუბზე? იმიტომ, რომ ზემოთ ნახსენები ემოციები გეოგრაფიულად შეზღუდული სულაც არაა.
"პირველად სისიფოსში 2013 წელს, ბერლინში ზღაპრული მოგზაურობის მიწურულს მოვხვდი. მაშინ მივხვდი, რომ არ არსებობს ნივთი, რომელსაც უფრო კრეატიულ დატვირთვას ვერ მისცემ, ვიდრე მისი ნაგავში მოსროლაა", - ამბობს ეზოს ერთ-ერთი ორგანიზატორი, კომუნა "მზესუმზირის" წევრი ვახუნა ქავთარაძე. სისიფოსის ეზო სწორედ ასეთი ნივთებით და მიტოვებული მანქანებითაა სავსე, რომელთა გარეშეც კლუბის დამახასიათებელი ესთეტიკა ვერ იარსებებდა.
სისიფოსისა და ეზოს დამეგობრობაც სპონტანურად მოხდა, საქართველოს საზღვრებს მიღმა, როცა ერთ-ერთ ჩვეულებრივ საღამოს ბერლინში გასართობად ჩასულმა თბილისელმა სტუმრებმა სისიფოსის პერსონალს შესთავაზეს, თქვენი და ეზოს კოლაბორაცია საინტერესო იქნებოდაო. აღმოჩნდა, რომ მათ სხვადასხვა არტისტებისგან და პრომოუტერებისგან ჰქონდათ მოსმენილი, რომ საქართველოში არსებობს ადგილი, რომელიც ძალიან შთამბეჭდავ ფორმებს იღებს წლიდან წლამდე. მაშინვე დაინტერესდნენ.
საერთო შტრიხების დანახვა არ გასჭირვებიათ: საზეიმო განწყობა, დამოკიდებულება სტუმრების მიმართ, მათ სულიერ თუ ფიზიკურ კომფორტზე ფიქრი და მუსიკის მიღმა ისეთი პირობების შექმნა, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავ. ასე გაჩნდა Sisyphos-ის შოუქეისის იდეა, რომელიც მალე რეალობად იქცევა.
13 ივლისს eZo-ს დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე სისიფოსი მთელი თავისი გუნდით იქნება წარმოდგენილი: მხატვრებით, დეკორატორებით, საფირმო პიცითა და მუსიკოსებით. ისინი თან სტუმრები იქნებიან ჩვენს ქალაქში და თან... მასპინძლები. ამ ივენთისთვის სპეციალურად შეიქმნა განათების ინსტალაციაც, რომელზეც სისიფოსის დიზაინერებმა კომუნა მზესუმზირას წევრებთან ერთად იმუშავეს.
გარდა ამისა, ეზოზე ასულს დაგხვდებათ ოთხი მუსიკოსი (David Silver, Juli N More, Kolja Gerstenberg და Norman Weber) და სისიფოსის საფირმო იხვები, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან.
ასე რომ, თუ თქვენ არ მიდიხართ ბერლინში, ბერლინი მოვა თქვენთან.
ბილეთების შესაძენად სასწრაფოდ გადადით ბმულზე.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები