ამერიკამ საქართველოს ორი საპატრულო კატარღა აჩუქა
ფოტო: Wikipedia
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა აილენდის კლასის ორი საპატრულო კატარღა. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისთვის კატარღების გადაცემის ცერემონია 30 სექტემბერს, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში გაიმართა. შეერთებული შტატების მთავრობამ ამ საჩუქრის მიმღებად პირველ ქვეყანად საქართველო შეარჩია ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობის დასაფასებლად და ხაზგასასმელად. ინფორმაციას ფაქტის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ კატარღები 16-წევრიან ეკიპაჟებზეა გათვლილი და ისინი მკვეთრად გაზრდის ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის მუშაობის ეფექტურობას. გემები, რომლებიც გამორჩეულად ეკონომიური და ავტონომიურია, საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს საშუალებას მისცემს მონაწილოება მიიღოს შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში და ერთობლივ ოპერაციებში.
ამერიკის სანაპირო დაცვის მეთაურის მოადგილე და ვიცე-ადმირალი სტეისი სტოსი აცხადებს, რომ გემების გადაცემა იმ ახლო სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის უკვე წლების მანძილზე არსებობს. „გემები შავი ზღვის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას გააძლიერებს და ის ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის თანამშრომლობის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის,“ დასძინა ვიცე-ადმირალმა.
როგორც ამერიკის ხმა წერს, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა საპატრულო კატარღები აჩუქა. კატარღების საქართველოში ჩამოტანა მომავალი ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. მათი ღირებულება 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს, რომელსაც ამერიკა საქართველოს გრანტის სახით გადასცემს. დამატებით დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდება გემების აღჭურვა და საქართველოში გაგზავნა. ამ ხარჯის ნაწილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ფარავს.
მას შემდეგ, რაც გემები სრულ სამუშაო მზადყოფნაში მოვა, ეკიპაჟის წევრები ამერიკაში ჩავლენ და 10 კვირიან სასწავლო კურსს გაივლიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები