ლიტერატურულ კონკურს ალერდი 2016-ზე ნამუშევრების მიღება 14 ოქტომბრამდე გრძელდება
თითქმის ოცი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც არაჩვეულებრივი ამბავი გამცნეთ - ლიტერატურული კონკურსი „ალერდი 2016“ დაიწყო.
თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ ამის შესახებ, მაშინ გეტყვით, რომ თუ ხართ 18-დან - 25 წლამდე და თვლით, რომ შეგიძლიათ წერა, მაშინ ლიტერატურული კონკურსისთვის უნდა შექმნათ პროზაული ნაწარმოები ახალგაზრდულ თემატიკაზე და 14 ოქტომბრის ჩათვლით გაგზავნოთ მისამართზე - alerdi2016@gmail.com
როგორც ლიტერატურული კონკურსის ორგანიზატორი საკო კოჭლამაზაშვილი ამბობს, ალერდის ჩატარების იდეა 2010 წელს გაჩნდა.
"მე თვითონაც ვწერ და მინდოდა, რომ სხვებსაც ჰქონოდათ თავისი ნიჭის გამოვლენის საშუალება. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომელთა შესახებ არც კი ვიცით. ამიტომ სურვილი გაგვიჩნდა, რომ ისინი ფართო აუდიტორიისათვის გაგვეცნო. ჩემი აზრით, ასეთი კონკურსები უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს და არა მარტო ლიტერატურაში, ზოგადად ნებისმიერ სფეროში. ახალგაზრდებისათვის ეს დიდი სტიმულია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 2011 წელს, როდესაც პირველად ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი “ალერდი”, მას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა", ამბობს საკო.
საქართველოში რამდენიმე ლიტერატურული კონკურსია, რითი განსხვავდება “ალერდი” სხვებისაგან?
ჩვენს შემთხვევაში როგორც მონაწილეების, ისე ჟიურის წევრების ვინაობა ანონიმურია. ყველაფერი ცნობილი ხდება დაჯილდოების დღეს. ვთვლი, რომ ერთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს კონკურსანტების ბედს, ამიტომ ჩვენი ჟიური 3 ადამიანისგან შედგება. ისინი თავიანთ საქმეში პროფესიონალები არიან.
კონკურსს არ ეყოლება მხოლოდ სამი გამარჯვებული, როგორც სხვა კონკურსებში ხდება ხოლმე. პირველი, მეორე და მესამე ადგილის გარდა გამოვლინდება ხალხის ფავორიტი, რომელსაც საზოგადოება “Youth Georgia”-ს ვებგვერდისა და “Facebook”-ის დახმარებით გამოავლენს. იქნება სხვა პრიზებიც, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც “ალერდის” წიგნია, რომელშიც კონკურსის მონაწილე 20 საუკეთესო მოთხრობა შევა.
რა პრინციპით ირჩევა კონკურსანტები? ყველა გამოგზავნილი მოთხრობა მიდის ჟიურიმდე თუ გარკვეულ სელექციას გადიან იქამდე?
რა თქმა უნდა, ჟიური ყველა გამოგზავნილი მოთხრობას განიხილავს და ისე არჩევს საუკეთესო ნამუშევრებს.
ჟიური როგორ არჩევს გამარჯვებულებს? იციან თუ არა მათ კონკურსანტების ვინაობა?
თითოეულ მოთხრობას აქვს თავისი კოდი და ამ ფორმით გადაეცემა ჟიურის წევრებს. ასე იყო 2011 წელს, როდესაც პირველად ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი “ალერდი”.
2011 წლის შემდეგ თითქმის 5 წლიანი პაუზა გქონდათ, ახლა კი კონკურსი ისევ განაახლეთ, ჰყავს თუ არა სპონსორები და მხარდამჭერები ალერდს?
კონკურსს რამდენიმე ორგანიზატორი ჰყავს, თუმცა სპონსორების გარეშე ვერაფერს ვიზამდით, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მასშტაბის პროექტზეა საუბარი. წელსაც არ შედგებოდა ჩვენი კონკურსი, რომ არა „საინფორმაციო ბანკი - ახალგაზრდული საქართველო“ და სსიპ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერა.
თუ თქვენც გსურთ ბედი სცადოთ და თქვენი მოთხრობა ფართო საზოგადოებას გააცნოთ, შეგახსენებ, ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის წესებს:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლიდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს.
ნამუშევარი უნდა იყოს გამოგზავნილი Word-ის ფაილში, ქართულ ენაზე.
პროზაული ნაწარმოები ან ნაწარმოებების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (ფონტი - Sylfaen, ზომა - 12).
ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი).
თემატიკა - ახალგაზრდული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები