საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, რომელთა მოსახლეობაც 1950-იანების შემდეგ ყველაზე მცირედით გაიზარდა
ფოტო: Vadim Ghirda / AP
1987 წელს დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 5 მილიარდს მიაღწია. ამის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველი წლის 11 ივლისს მსოფლიო მოსახლეობის დღეს აღნიშნავს.
დღეს, დედამიწის მოსახლეობა 7,7 მილიარდ ადამიანს შეადგენს. ლტოლვილების კრიზისის, დასაქმების შესაძლებლობების ცვლილების, ომებისა და გვალვების გავლენით ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იმატებს, ზოგან კი იკლებს.
The Business Insider-მა დაწერა იმ 15 ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობაც 1950 წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. გამოცემა ცალკე გამოყოფს იმ 15 ქვეყანას, რომელშიც 1950 წლის შემდეგ მოსახლეობის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ სიაში საქართველო მე-10 ადგილს იკავებს.
ქვეყნები მზარდი მოსახლეობით
არაბთა გაერთიანებული საამიროები
გამოცემის ცნობით, 1950 წლის შემდეგ, მოსახლეობის ყველაზე მაღალი ზრდა, საშუალოდ 7,08 პროცენტი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფიქსირდა.
ამის მიზეზად, The Business Insider ნავთობის მარაგებსა და მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ წესებს ასახელებს. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 20 წელი ცხოვრობს, არ არის ნასამართლები და ლაპარაკობს არაბულად, მას ეძლევა უფლება მოითხოვოს და მიიღოს მოქალაქეობა.
ყატარი
მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლით მეორე ადგილს 6,78 პროცენტით, ყატარი იკავებს. მზარდი სტატისტიკა 2022 წელში ყატარში დაგეგმილ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩემპიონატის დრო და ადგილი დაანონსდა, ყატარში "ემიგრანტი მუშების აფეთქებაა". BBC-ის ცნობით, 2003 წლამდე ყატარში მოსახლეობა 700 000-ზე ნაკლები იყო, 2016-ში კი 2,5 მილიონს მიაღწია.
დასავლეთ საჰარა
მესამე ადგილს მოსახლეობის ზრდის 5,39-პროცენტიანი მაჩვენებლით დასავლეთ საჰარა იკავებს. სადავო ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთ საჰარაში დევნილთა სტატისტიკის ზრდას განაპირობებს. მაროკო აკონტროლებს ტერიტორიის 3/4-ს და თავის მოქალაქეებს სთავაზობს ფულს, საკვებს, საგადასახადო შეღავათებს.
1990 წელს, დასავლეთ საჰარის სანაპირო ქალაქები მიგრაციის სატრანზიტო პუნქტებად იქცა, რომლის გავლითაც კანარის კუნძულებამდე მიდიოდნენ. ამის შემდეგ, ესპანეთსა და იტალიაში სავიზო რეგულაციები გამკაცრდა და ევროკავშირმა მაროკოს მოუწოდა არალეგალური მიგრაცია გაეკონტროლებინა. ამ პროცესებმა კი აფრიკელი მიგრანტები აიძულა დასავლეთ საჰარაში შეეწყვიტათ საკუთარი მარშრუტი.
ქვეყნები მოსახლეობის ზრდის დაბალი მაჩვენებლით
ნიუე
მოსახლეობის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და ამავდროულად კლება, საშუალოდ -1,51 პროცენტი წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოში, ნიუეში დაფიქსირდა. ნიუეს მოსახლეობა მრავალრიცხოვანი არასდროს ყოფილა. თუმცა 1960 წლიდან 5 000 დან 1 600-მდე შემცირდა. მიზეზი მიგრაციაა. ნიუეს მოსახლეობის უმრავლესობა ახალ ზელანდიაში მიდის სამუშაოდ, ამიტომ ნიუეს მოქალაქეები ავტომატურად ახალი ზელანდიის მოქალაქეებიც არიან.
მონსერატი
მონსერატში მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი -1,42 პროცენტია. მოსახლეობის კატასტროფული კლების მიზეზი 1995 წელს ვულკანის გააქტიურება გახდა, რომელმაც კუნძულის 2/3 გაანადგურა.
ტოკელაუ
ტოკელაუ მოსახლეობის კლების სტატისტიკაში მესამე ადგილს -0,21 პროცენტით იკავებს. მიზეზი სამოასა და ახალ ზელანდიაში შრომითი მიგრაციაა.
საქართველო
რაც შეეხება საქართველოს The Business Inside-ის ცნობით, 1950 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 0,18 პროცენტია. ამის ერთ-ერთ მიზეზად საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, საზღვარგარეთ მილიონზე მეტი ქართველის ემიგრაცია სახელდება. სხვა მიზეზად კი სელექციურ აბორტს ასახელებენ.
უკრაინა
ამავე სიაში უკრაინა 0,21 პროცენტით მე-14 ადგილს იკავებს. 1990 წლის შემდეგ სიკვდილიანობის მაღალმა და შობადობის დაბალმა მაჩვენებელმა მოსახლეობის ზრდაზე გავლება მოახდინა. 2016 წელს რადას წევრმა თქვა: "ადამიანები კვდებიან ცხოვრების ცუდი პირობები, ომების, ეკოლოგიური პრობლემების გამო". ქვეყანა მოსახლეობას მიგრაციის გამოც "კარგავს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში








კომენტარები