ნილ არმსტრონგი — ადამიანი ლეგენდის მიღმა
ფოტო: NASA
1969 წლის 20 ივლისს აპოლო 11-ის მეთაურმა, ნილ არმსტრონგმა, მთვარის ზედაპირზე დადგა ფეხი, რითაც ადამიანთა მოდგმამ პირველი ნაბიჯი გადადგა მშობლიური პლანეტისგან ასე შორს.
მთვარიდან დაბრუნებულ ნილს ხვდებოდნენ მეფეები და დედოფლები, პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები. ის იმ დროის ნამდვილი კაპიტანი ამერიკა იყო — ჯონ კენედის ელემენტებით.
მსოფლიო ფეხქვეშ ეგებოდა, თუმცა ვარსკვლავური ცხოვრების ნაცვლად მან სიმშვიდე და არასაჯარო ცხოვრება აირჩია.
აპოლო 11-ისთვის მიძღვნილი აღლუმი ნიუ-იორკში. პირველ მანქანაში არიან (მარჯვნიდან) - ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინსი და ედვინ "ბაზ" ოლდრინი
ფოტო: NASA/Bill Taub
საზოგადოებამ ბევრი არ იცოდა ამ ენიგმატური პიროვნების შესახებ. თუმცა ახლა უკვე შეგვიძლია შევიჭყიტოთ ნამდვილი ნილის ცხოვრებაში.
ის თითქოს მარტოსული ადამიანი იყო. შეიძლება კოსმოსში ყოფნის გამოცდილებამ ის როგორღაც ტრავმირებული დატოვა, რადგან მთვარეზე ფეხდადგმულს, დედამიწაზე ცხოვრება უკვე აღარ აკმაყოფილებდა.
მას არ უყვარდა ინტერვიუები, მისმა სიჩუმემ კი ადგილი გააჩინა მსგავსი ჭორებისთვის.
BBC-ს სამეცნიერო კორესპონდენტი, პალაბ გოში, იხსენებს ინტერვიუს არმსტრონგთან:
"მე ერთ-ერთი ვიყავი იმ იღბლიანი ჟურნალისტებიდან, ვისაც ნილი შეხვდა. და ჩემთვის ის ყველაზე კეთილგონიერი ადამიანი ჩანდა, ვინც იქამდე მენახა".
ახალგაზრდა, ანერვიულებულ ჟურნალისტს ინტერვიუზე მეგობრული და მომღიმარი ნილი დახვდა. როგორც გოში იხსენებს, კაცი, რომელმაც მთვარეზე გაიარა, ძალიან თავაზიანი იყო და კითხვებსაც ამომწურავად პასუხობდა.
გოშის კითხვაზე — "რა დაემართა არმსტრონგის ოცნებას?", ნილმა უპასუხა — "ოცნება ისევ არის. რეალობამ შეიძლება ის ცოტა გააფერმკრთალა, მაგრამ ის თავის დროზე დაბრუნდება".
გოში და ნილი ერთმანეთს 16 წლის შემდეგაც შეხვდნენ ბრიტანეთში. ნილი იქ აპოლოს სხვა ასტრონავტებთან ერთად მთვარეზე დაჯდომის 40 წლის აღსანიშნავ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც გოშმა მას პირველი შეხვედრა გაახსენა, მისდა გასაოცრად, არმსტრონგმა ეს დღე სასიამოვნოდ მოიგონა.
"ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ მის ტურზე. ინტერვიუზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ არ უნდოდა თავისი კოლეგა ასტრონავტებს მის გამო ყურადღება მოკლებოდათ", — იხსენებს გოში.
არმსტრონგის უმცროსი ვაჟი, მარკი, BBC-სთან საუბარში ამბობს — "მგონია, რომ მამაჩემი მედიამ არასწორად წარმოაჩინა.
ის იყო გულისხმიერი, ჰქონდა იუმორის დიდებული გრძნობა და მუსიკალური იყო. ზოგჯერ ჰოლში ჩაივლიდა და Oklahoma!-დან რომელიმე სიმღერას დაიწყებდა.
ის არ იყო ისეთი მამა, რომელიც გამუდმებით იმას გეუბნება, რა გააკეთო. ის უფრო პროფესორის ტიპის იყო, რომელიც გაჩვენებდა განსხვავებულ ვარიანტებს და გიბიძგებდა შენს არჩევანზე უფრო კარგად დაფიქრებულიყავი, რათა სწორი ნაბიჯი გადაგედგა. სწორედ ისე, როგოც თვითონ იქცეოდა მთელი ცხოვრება".
კალისთვის (არმსტრონგის შვილიშვილი) ნილი უბრალოდ "ბაბუ" იყო, რომელიც ბევრს არ ლაპარაკობდა მთვარეზე მისიის შესახებ. თუმცა ერთხელ მან შვილიშვილს უთხრა, რომ მთვარიდან დედამიწის ამოსვლის დანახვამ მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
"1969 წელს ის დედამიწას უყურებდა, კოსმოსიდან მას ხედავდა, როგორც მსხვრევად რესურსს და იმედოვნებდა, რომ ადამიანები მას გაუფრთხილდებოდნენ", — თქვა კალიმ.
არმსტრონგის უფროსი შვილი, რიკი პროგრამული ინჟინერია, რომელიც, რა თქმა უნდა, ამაყობს მამამისით. თუმცა აღიარებს, რომ ზოგჯერ რთულია ამ ლეგენდით ცხოვრება.
გოშთან საუბრისას მარკი ამბობს: "არსებობს მოლოდინი. ყველა მოელის, რომ თავისი მიღწევების მიხედვით იქნება განსჯილი და ასეთი ცნობილი ადამიანის შვილობამ ზოგჯერ შეიძლება გადაფაროს ეს [მიღწევები].
მინდოდა ასტრონავტი ვყოფილიყავი შათლის პროგრამაში, მაგრამ შეიძლება არ გავხდი იმიტომ, რომ არ მინდოდა [მამაჩემთან] შევედარებინე".
ნილის დატოვებულ კვალზე როცა კითხეს, რიკმა უპასუხა:
"როცა ამაზე ვფიქრობ, მამა არ მახსენდება. მახსენდება აპოლოს პროგრამა სადაც გყავდა მიზნისთვის თავდადებული ათასობით ადამიანისგან შემდგარი გუნდი.
როცა მიზნისთვის შრომობ, საოცარი რამეების მიღწევა შეგიძლია.
და ამან ხალხს შთაგონება მისცა. ძალიან ბევრი ადამიანი მოსულა ჩემთან და უთქვამს, რომ ისინი გახდნენ მეცნიერები ან ინჟინრები ან ექიმები რადგან 60-იანების მოვლენებმა შთააგონა. ამის ღირებულებას ვერ დათვლი".
მთვარეზე დაჯდომა იყო მომენტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა გაიზიარა, რომელმაც აამაღლა ადამიანების განწყობა და მიგვახვედრა, რომ თითოეულ ჩვენგანს ჩვენებურად შეუიძლია მიწვდეს მთვარეს.
ნილის ისტორიის ყველაზე გმირული ნაწილი ალბათ ისაა, რომ მიუხედავად თავისი როლისა კაცობრიობის ამ დაუჯერებელ კულტურულ ტრანსფორმაციაში, მას ეყო თავმდაბლობა გასცლოდა დიდებას და დარჩენილიყო იმად, ვინც აქამდე იყო: პროფესორი, მუსიკოსი, მამა, ინჟინერი - ნამდვილი ნილ არმსტრონგი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები