მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ — კოალიცია
ფოტო: On.ge
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში არსებული პრობლემები ხელს უშლის გამჭირვალობას და ლეგიტიმურობას.
კოალიციის განცხადებით, პრობლემურ საკითხებს შორისაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, ზურაბ აზნაურაშვილისა და ლევან თევზაძის ინტერესთა კონფლიქტი. ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის საბჭოს წევრის, თამარ ონიანის მაზლია, ლევან თევაზძე კი, ასევე, საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა.
კოალიციამ 2019 წლის 14 მაისს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში საბჭოს არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავას მონაწილეობის შესახებ. მათი თქმით, პარლამენტს ამ საკითხზე არ უმსჯელია.
არასამთავრობოების აზრით, კიდევ ერთი პრობლემაა, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი და ასევე იუსტიციის საბჭოს მდივანია.
"საყურადღებოა, რომ სწორედ ეს უკანასკნელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადამოწმებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძეს კვლავ რჩება ბერკეტი, ზეგავლენა მოახდინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურაზე", — წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, კოალიციას კითხვებს უჩენს მოსამართლეთა შერჩევის ეტაპზე კენჭისყრის შედეგები. მათი თქმით, კენჭისყრის ბიულეტენები ერთიანი სქემით იყო შემოხაზული და დამთხვევების მაღალი ხარისხი ჰქონდა.
"ცალსახაა, რომ თუ საბჭოს თითოეული წევრი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად და წინასწარი კომუნიკაციის (შეთანხმების) გარეშე მისცემდნენ ხმას სასურველ 20 კანდიდატს, კენჭისყრის ფარულობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა მათ მიერ შერჩეული კანდიდატების ასეთი ზუსტი დამთხვევა", — წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მოსმართლეობის 20 კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მხოლოდ მას შემდეგ გაუსაჯაროვეს, რაც სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელთა განცხადებები მოისმინეს. მანამდე პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით საბჭომ უარი განაცხადა.
კოალიციის აზრით, მაშინ, როცა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ "შერჩევის პროცესი მიმდინარეობდეს ღია და გამჭვირვალედ და არ ტოვებდეს ისეთ კითხვებს, რაც მომავალში ჩრდილს მიაყენებს თავად შერჩეული კანდიდატების ლეგიტიმაციას".
კოალიცია მოუწოდებს:
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს — კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე უზრუნველყოს პროცესის სრული გამჭვირვალობა, კანდიდატებთან გასაუბრებას დაეთმოს გონივრული დრო და საბჭოს წევრებმა დასვან ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს მიიღონ სათანადო ინფორმაცია კანდიდატის წარსულის, მისი პროფესიული გამოცდილების, ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს: ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, უარი თქვას საბჭოს მდივნის მოვალეობების შესრულებაზე ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თამარ ონიანს და ირაკლი შენგელიას: არ მიიღონ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებში;
- საქართველოს პარლამენტს: დროულად განიხილოს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავასთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები