ივანიშვილის მტკიცებით, გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნება
ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური
ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა "სამშობლოს ღალატი" იქნება. მისი თქმით, ევროპას და ვაშინგტონს არ დაუსვამს კითხვები 20 ივნისს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ, ამიტომ შს მინისტრის გადადგომის საკითხი ვერ დადგება.
"მე ძალიან ბევრს შევხვდი ევროპელებს, შევხვდი ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია. ის რაც, ნახეს კადრები ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე არავის კითხვა არ აქვს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა", — განაცხადა მან.
მისივე მტკიცებით, გიორგი გახარია გადასაყენებელი იქნებოდა მაშინ, თუ ის სახელმწიფო ინსტიტუცს, ამ შემთხვევაში პარლამენტს "აღებისგან" ვერ დაიცავდა.
"ის, რომ გახარია გადადგეს ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არსებობს. ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტზე როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. მაგრამ მან ეს მოახერხა. მან მოახერხდა დაიცვა მოძალადეები, მოძალადე პოლიტიკოსები, აი თქვენი მეპატრონეები, რუსთვი 2-ის", — განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა დაშავება ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებამ გამოიწვია, რასაც უწყებები იძიებენ და პასუხი გაეცემა.
"მეორე ნაწილი, რაც შეეხება ცალკეულმა პოლიციელებმა შსს-დან, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული მიმდინარეობს გამოძიება, იძიებს პროკურატურა ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით", — განაცხადა მან.
20 ივნისის აქციის დაშლა კრიტიკულად შეაფასა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის საელჩოებმა. აქციის ღამეს გერმანიის ელჩი საქართველოში პარლამენტთან მივიდა და მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს არ მიემართათ ძალადობისთვის. იმავე ღაეს განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომ საქართველოში და მოუწოდა "ყველა მხარეს" შეინარჩუნებიათ სიმშვიდე, გამოეჩინათ თავშეკავება და ემოქმედათ კონსტიტუციის ფარგლებში.
მომხდარს გამოეხმაურა ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International და პოლიციის ქმედებების დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვა. ძალის გამოყენების საკითხის გამოძიებისკენ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch -მაც.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში უკვე 28-ე დღეს აქცია იმართება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები