EMC და PHR მშენებლობაზე არასრულწლოვანის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთის (PHR) მშენებლობაზე არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალებას ეხმიანებიან. მათი შეფასებით, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო არსებული გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევა — არაადეკვატური.
ორგანიზაციების განცხადებით, ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავებისა და კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, პრევენციისა და აღსრულების მექანიზმების არაეფექტიანობა და საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების ვადის გადადება დასაქმებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს. მათი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდულია.
მათივე თქმით, არაეფექტიანია სიღარიბის შემცირების პროგრამა და ვერ ფუნქციონირებს ბავშვთა დაცვის სისტემა, სახელმწიფო კი ამ ყველაფერში თავის პასუხისმგებლობას არ აღიარებს.
ამ მიზეზების გამო ორგანიზაციები მოუწოდებენ:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალების შემთხვევაზე უზრუნველყოს დროული და ეფექტიანი გამოძიება;
- შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, რომ დროულად შეისწავლოს დასაქმების ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, მოახდინოს დარღვევათა იდენტიფიცირება და მიიღოს შესაბამისი სანქციები მათ აღმოსაფხვრელად. ასევე, ჩაატაროს პროაქტიული ინსპექტირება დასაქმების ადგილების და განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტების.
- საქართველოს პარლამენტს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების ეფექტური დაცვის მიზნით, შექმნას ადეკვატური კანონმდებლობა და საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც შეძლებს სამუშაო ადგილზე სრულყოფილი ზედამხედველობის პირობებში დარღვევათა იდენტიფიცირებას და ადეკვატურ რეაგირებას;
- საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი მხარდაჭერა.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა რომ კომპანიას, რომელიც მშენებლობას აწარმოებდა არ ჰქონდა გატარებული საჭირო პრევენციული ზომები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მისივე თქმით, მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე არასრულწლოვანის დასაქმებაც აკრძალულია.
რუსთავი 2-თან საუბარში გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი თბილისში სამუშაოდ მძიმე სოციალური პირობების გამო წავიდა. მათი თქმით, არ იცოდნენ, რომ ის მშენებლობაზე მუშაობდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები