სამსახურიდან გამოშვება ტრაგედია არაა – წაიკითხეთ ვოლტ დისნეის, ჯოან როულინგის და სხვების ისტორიები
ფოტო: Shutterstock
თითქმის არასდროს არ ვიცით, რას გვიმზადებს ცხოვრება, უფრო ზუსტად კი მენეჯერი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან კარგადაა განწყობილი და არც მაინცდამაინც შესრულებული სამუშაოთია უკმაყოფილო. თუ რამდენიმე წელია, რაც მუშაობთ, გეცოდინებათ, რომ დასაქმების ბაზარი მუდმივად იცვლება, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ორი აზრი არ არსებობს: სამსახურის დაკარგვა რთულია. მნიშვნელობა არ აქვს, ამას ელოდით თუ სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება თქვენთვის მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხი აღმოჩნდა. გაურკვევლობა და შფოთვა მომავალთან დაკავშირებით ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა დისტანციიდან სიტუაციის შეფასება ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. დიდი სურათის დანახვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ კომფორტის ზონის დატოვება შეიძლება სასარგებლოც იყოს.
აი, რა გამოიარეს წარმატებულმა და ცნობილმა ადამიანებმა:
ვოლტ დისნეი
იქამდე, სანამ თქვენს შესაძლებლობებს სხვისი გადმოსახედიდან შეაფასებთ, გაიხსენეთ, რომ ვოლტ დისნეი ერთხელ იმის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ "საკმარისად დიდი წარმოსახვა არ ჰქონდა".
დისნეი 25 წლისაც არ იყო, როდესაც გაზეთმა The Kansas City Star სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ, დისნეიმ საკუთარი ბიზნესი დაიწყო და 1923 წელს გაკოტრდა, ამის შემდეგ ის ძმასთან ერთად ჰოლივუდში გადავიდა და მიკი მაუსის პერსონაჟი შექმნა, რამაც მსოფლიო წარმატება მოუტანა.
დღეს ვოლტ დისნეის კომპანიის ქონება 130 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ეს მოიცავს დისნეილენდის პარკებს, გამომცებლობებს, ფილმებსა და ტელევიზიებს.
ოპრა უინფრი
ოპრა უინფრის ქონება დღეს 2,6 მილიარდ დოლარს სცდება, თუმცა ამერიკის ცოცხალი ლეგენდა და ტელევიზიის ვარსკვლავი კარიერის დასაწყისში სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას ბალტიმორის ტელევიზიის პროდიუსერმა უთხრა, რომ "სატელევიზიო ამბებისთვის შეუფერებელი სახე იყო".
ოპრას სატელევიზიო შოუს დებიუტი 1986 წელს შედგა და მალე მისი სახელი ამერიკის ყველა ოჯახში ისმოდა. ის მიიწვიეს ფილმებში, გადაცემებში. ოპრამ საკუთარი წიგნის კლუბი, სატელევიზიო არხი The Oprah Winfrey Network და მედია კომპანია გახსნა და 20-ე საუკუნის უმდიდრესი აფრო-ამერიკელი გახდა. ოპრა დღემდე ქველმოქმედებას მისდევს.
ჯოან როულინგი
ქალი, რომელმაც ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო შექმნა, ერთ დროს მდივანი იყო, თუმცა სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ სამუშაო საათებს წიგნის წერას უთმობდა.
"ჩემმა წარუმატებლობამ მაქსიმუმს მიაღწია. უმოკლესი ქორწინება მქონდა, უმუშევარი, ღარიბი, მარტოხელა დედა ვიყავი დიდ ბრიტანეთში. წარმოიდგინეთ სიღარიბე, უსახლკარობის გარეშე", — იხსენებს როულინგი.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა, რომელიც როულინგმა ყავის სახლში დაწერა, გამოცემებმა თავდაპირველად არ დაუბეჭდეს, თუმცა მას ცხოვრება დიდი ხნით არ უმზადებდა წარუმატებლობას.
დღეს როულინგის წიგნების 500 მილიონ ასლზე მეტია გაყიდული და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ქონება, რომელსაც ჯოანი ფლობს, 953 მილიონი დოლარადაა შეფასებული. ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი მწერალია და მისი შემოსავალი დედოფალ ელიზაბეტ მეორესას აღემატება.
სტივ ჯობსი
სტივ ჯობსი 30 წელს გადაცილებული იყო, როდესაც მისივე შექმნილი კომპანია Apple-დან გაათავისუფლეს.
"მე საჯაროდ გამათავისუფლეს ჩემივე კომპანიიდან. ყველაფერი, რაშიც ჩემი ცხოვრების ენერგია მქონდა ჩაქსოვილი, გაქრა და ეს გრძნობა გამანადგურებელი იყო", — იხსენებდა ჯობსი თავის გამოცდილებას 2005 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
ჯობსმა 1985 წლის ზაფხული კრიზისში გაატარა, მან არ იცოდა რა სურდა, პოლიტიკოსობა თუ ასტრონავტობა.
ამ პერიოდში, მან დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT, გახსნა Pixar-ის ანიმაციური სტუდია, რომლებიც მოგვიანებით ეფლმა შეიძინა.
1997 წელს, თითქმის 10 წლის შემდეგ, ჯობსი ეფლში CEO-ს პოზიციაზე დაბრუნდა და შექმნა ისეთი ინოვაციები, როგორებიცაა iPod, iPhone და iPad — თამაშის, კომუნიკაციისა და მუშაობის რევოლუციურმა გზებმა კომპანიას და თავად სტივ ჯობსს მსოფლიო აღიარება და უდიდესი წარმატება მოუტანა.
ჯობსი 2011 წელს გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი ქონება 10,2 მილიარდი დოლარი იყო.
შემოსავლების შემცირების ან გაქრობის შემთხვევაში შეგიძლია უარი თქვა გარეთ ჭამაზე, თვეში ორჯერ კინოში სიარულზე, ახალ ტანსაცმელზე, თუმცა ფინანსურ ვალდებულებებს გვერდს ვერ აუვლი. სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევა თავის მომხმარებლებს სესხის დაზღვევას სთავაზობს, რომელიც სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებლის სესხის ყოველთვიურ შენატანს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში გადაუხდის. ეს დრო კი საკმარისია იმისთვის, რომ ახალი სამსახურის ძებნას სესხზე დარდის გარეშე შეუდგეთ და პირველივე არასახარბიელო შემოთავაზებას მხოლოდ ვალდებულების გამო არ დათანხმდეთ.
ფოტო: თიბისი დაზღვევა
ეს არის პროდუქტი, რომელიც პროფესიონალებმა შექმნეს პროფესიონალებისათვის - მათთვის, ვინც ზუსტად იცის, რომ წარმატება მოცემული შანსებით კი არ განისაზღვრება, არამედ იმით, თუ როგორ ვპასუხობთ გამოწვევებსა და ბარიერებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი




კომენტარები