შიდსის მკურნალობა მალე შესაძლებელი იქნება?
ფოტო: Vanatchanan / Shutterstock
როგორც The Guardian იტყობინება, ბრიტანელი მკვლევარები ადამიანი იმუნოდეფიციტის ვირუსისგან (აივ/შიდსი) განკურნებას მიუახლოვდნენ. ამის თქმის საშუალებას კი ის აძლევთ, რომ მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ პაციენტებზე ტესტირებისას საგრძნობი შედეგი აჩვენა.
კვლევა, რომელსაც 5 საუკეთესო ბრიტანული უნივერსიტეტის ლაბორატორია ატარებს, სტანდარტულ ანტირეტროვირუსულ ვაქცინას იმ წამლებთან აერთიანებს, რომლებიც აივ/შიდსის მთვლემარე ვირუსს ააქტიურებს და ორგანიზმის იმუნურ სისტემას აიძულებს ებრძოლოს ინფიცირებულ უჯრედებს.
ცალკე აღებული ანტირეტროვირუსული ვაქცინა ძალიან ეფექტურია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, თუმცა, ვერ ახერხებს მის განდევნას ორგანიზმიდან.
კომბინირებული წამლის ტესტირებაში 50 პაციენტი იღებს მონაწილეობას. პირველი პაციენტის მკურნალობის შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა სისხლში ვირუსის კვალი ვეღარ აღმოაჩინეს - იუწყება Sunday Times.
შედეგის წარმატებულობაზე საუბარი ჯერ ადრეა. ადრეც მომხდარა, რომ აივ ინფექციისგან განკურნება შესაძლებელი ეგონათ, თუმცა რადგან ამ ვირუსს შეუძლია ანალიზებს და იმუნურ სისტემას დაემალოს, რაღაც დროის შემდეგ, პაციენტებს ისევ აღმოაჩნდებოდათ ხოლმე ეს ვირუსი.
თუმცა, როგორც სამედიცინო კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორი, მარკ სამუელსი ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, ეს უკანასკნელი კვლევა, ყველა აქამდე ჩატარებულ კვლევას შორის, ყველაზე შედეგიანი და მასშტაბურია.
ამჟამად მსოფლიოში აივ ინფექციის მატარებელია 37 მილიონი ადამიანი, მსხვერპლი კი ვირუსის აღმოჩენის დღიდან დღემდე 35 მილიონს აღწევს. აივ/შიდსი 1980–1990–იან წლებში მომაკვდინებელ ვირუსად მიიჩნეოდა, მკურნალობა კი ათასობით აშშ დოლარი ღირდა. ბოლო წლებში აივ/შიდსთან ბრძოლა მსოფლიოს მასშტაბით გაიოლებულია ახალი თაობის მედიკამენტების წყალობით. აღნიშნული მედიკამენტები ვირუსს ორგანიზმში "ყინავენ" და მას არ აძლევენ საშუალებას, დააზიანოს ორგანიზმი. თუ აივ დადებითი პირი მკურნალობს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, ის ჩვეულებრივ, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ზუსტად იმდენია, რამდენიც აივ უარყოფითი პირის. დაახლოებით 10 წელია აივ ინფექცია მომაკვდინებელი ვირუსი არ არის, მას ექიმები განიხილავენ მართვად, ქრონიკულ ვირუსად, რომელიც ადამიანის შრომისუნარიანობასა და სრულფასოვან ცხოვრებას, მკურნალობის შემთხვევაში, საფრთხეს არ უქმნის. საქართველოში აივ ინფექციის მკურნალობა და დიაგნოსტირება, ასევე მედიკამენტები, აბსოლუტურად უფასოა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები