20 არასამთავრობო ორგანიზაცია რუსთავი 2-ის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
ფოტო: ნიკა ურუშაძეე / რუსთავი 2
20 არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორის სახელით საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, რომ ყურადღებით მიადევნონ თვალი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ეს საქმე განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანონ.
განცხადების მიხედვით, ქართულ მედიასივრცეში არსებული გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციებს უჩვენებს, რომ კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე. მათი აზრით, მოვლენების ამგვარი განვითარება გააუარესებს მედიაგარემოს და შეზღუდავს მედია პლურალიზმს.
"ოპოზიციასთან აფილირებული ტელეკომპანია რუსთავი 2 გამოირჩევა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი,არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი არ მალავდნენ, თავიანთ უკმაყოფილებას რუსთავი 2-ის მიმართ და გამოხატავდნენ სურვილს მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით", — წერია განცხადებაში.
არხის ახალი მფლობელის განცხადების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეჭვი აქვთ, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს. მათი თქმით, ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ რუსთავი 2-ის ახალი მფლობერლი, ქიბარ ხალვაში არ დათანხმდა ჟურნალისტების შეთავაზებას შექმნილიყო საზოგადოებრივი საბჭო. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეიძლება შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. სამოქალაქო სექტორი მიმართვას შემდეგ ორგანიზაციებს უგზავნის:
- ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს;
- ეუთოს წარმომადგენელს მედია თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირს;
- ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითებში, ეიმონ გილმორს;
- რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, ჯოან ბერს;
- ამნესტი ინტერნეიშენელის გენერალურ მდივანს, კუმი ნაიდუს;
- ჰიუმან რაითს ვოჩის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგიას;
- ფრიდომ ჰაუსის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორს, მარკ ბერენტს;
- ევროპის ჟურნალისტების ასოციაციის პრეზიდენტს, ოტმარ ლაჰოდინსკის;
- პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ლუზ კინკელს;
- მეცხრამეტე მუხლის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სარა კლარკს;
- ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, ქეთრინ ქეროლს;
- ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის ხელმძღვანელს, რიკარდო გუტიერეზს;
- პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, მარკუს სპაილმენს;
- ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს, ენტონი ბილანჯერს.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უერთდებიან:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- მედიის განვითარების ფონდი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- საზოგადოება და ბანკები;
- ლიბერალური აკადემია თბილისი;
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- საქართველოს გაეროს ასოციაცია;
- საფარი;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ცენტრი ემპათია;
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები