შფოთვის 11 ნაკლებად ცნობილი სიმპტომი
ფოტო: Shutterstock
შფოთვაზე ფიქრისას გონებაში რამდენიმე ისეთი ტრადიციული სიმპტომი შეიძლება ამოგიტივტივდეთ, როგორიცაა ოფლიანობა, კანკალი, მღელვარება და გარკვეული სიტუაციებისათვის თავის არიდება. ჩამოთვლილთაგან ყველა ამ კონდიციის ძალზედ რეალური გვერდითი ეფექტია, რომლებთან გამკლავებაც ყოველდღიურად არაერთ ადამიანს უწევს. მაგრამ შფოთვის ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებიც არსებობს, რომელთა შესახებ ცოდნაც, შესაძლოა, ძალიან გამოგადგეთ.
ბოლოსდაბოლოს, ისეთი ჩვენებები, როგორიცაა იმპულსურობა, მფლანგველობა, ძილის პრობლემები და ყურადღების მოკრების გაძნელება, შფოთვასთან იშვიათად თუა ასოცირებული. არადა, ეს სიმპტომები, შესაძლებელია, სწორედ მსგავსი აშლილობისაგან მომდინარეობდეს, მათი ამოცნობა კი გამოჯანმრთელებისაკენ თქვენ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს.
"საუკეთესო, ყველაზე ქმედითი სადიაგნოსტიკო საშუალება ჩვენივე სხეულებია", - ამბობს კლინიკური ფსიქოთერაპიის პროფესორი, პოლ ჰოუქმეიერი, - "ის, თუ რას ვგრძნობთ, რას ვამბობთ, როგორ ვურთიერთობთ სხვებთან, უამრავ ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ". ამიტომ, თუ თქვენს ცხოვრებაში რაიმე რთულად, უჩვეულოდ ან არაკომფორტულად გეჩვენებათ, ალბათ აჯობებს, თუ შფოთვას ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად განიხილავთ.
"მნიშვნელოვანია, რომ შფოთვის ამ ნაკლებად გავრცელებულ ნიშნებს, ისევე, როგორც ნებისმიერი ტიპის ზოგად სიმპტომებს, ყურადღება მივაქციოთ, ვინაიდან შესაძლოა, ისინი უფრო დიდ პრობლემაზე მიუთითებდნენ", - აცხადებს კომპანიის, American Addiction Centers-ის სამედიცინო განყოფილების უფროსი, ლორენს უაინსტეინი, - "დახმარებისათვის ექიმის ან თერაპევტისათვის მიმართვა ხშირ შემთხვევაში საუკეთესო გზაა".
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთა მსგავს სიმპტომებთან გამკლავება გიწევთ, უყოყმანოდ დასვით კითხვები, მიიღეთ ინფორმაცია და ეძიეთ დახმარება.
1. ყბის ტკივილი
ფოტო: Getty
თუ ყბის ან კბილის ტკივილით იღვიძებთ და ამის გამომწვევ სხვა შესაძლო მიზეზს ვერ ხედავთ, შფოთვაზე დაფიქრდით. "შფოთვამ, შესაძლოა, კრიჭის შეკვრა და კბილების კრაჭუნი გამოიწვიოს, როგორც ძილში ასევე - ღვიძილში", - გვეუბნება ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი კრისტინ სკოტ-ჰადსონი. შესაძლოა, ამას გაუაზრებლადაც აკეთებდეთ.
აღნიშნულ მდგომარეობას ბრუქსიზმი ეწოდება და ხშირად ხდება დილაობით თავის, კბილისა და ყბის ტკივილის მიზეზი. ბრუქსიზმის ნიშნებზე შესამოწმებლად თქვენს სტომატოლოგს შეგიძლიათ მიმართოთ და თუ ვარაუდი დადასტურდება, უკვე პირადი ექიმის საქმეში ჩართვა მოგიწევთ.
2. გაფანტული აზროვნება
ფოტო: Shutterstock
თუ ერთ საკითხზე ყურადღების შეჩერება გიჭირთ, შესაძლოა, თქვენივე მშფოთვარე აზრებით იყოთ მოცული, რაც თქვენი მიმასართით ნათქვამი სიტყვების აღქმა-გააზრებაში ხელს შეგიშლით. ამან, შესაძლოა, დიალოგში ჩართვა და ახალი ინფორმაციის მიღება გაგიძნელოთ.
ასე რომ, შემდეგში, როცა თავს გარემოსგან გამოთიშულად იგრძნობთ, თქვენს მდგომარეობას დააკვირდით. როგორც ჰადსონი ამბობს, "თუ საკუთარ სტრესულ აზრებზე იმდენად ხართ ფოკუსირებული, რომ ისიც გავიწყდებათ, რაც ახლახანს გითხრეს, დიდი შანსია, შფოთვა გაწუხებდეთ".
3. გაღიზიანებადობა
"როცა ვშფოთავთ, ჩვენი ორგანიზმი იბრძოლე ან გაიქეცი რეჟიმში გადადის და, შედეგად, აფეთქების ზღვარზე გვტოვებს, სადაც პატარა დეტალსაც შეუძლია, წყობიდან გამოგვიყვანოს", – ამბობს კლინიკური კონსულტაციის ლიცენზირებული პროფესიონალი, ქრისტინა ფარნივალი.
სწორედ ამიტომ, შესაძლოა, შენიშნოთ, რომ უმნიშვნელო რამეებიც ნერვებს გიშლით, მეგობრები გაღიზიანებენ და მცირე უსიამოვნებებიც წონასწორობას გაკარგვინებთ. ასეთი აუხსნელი გაღიზიანებადობა ზოგჯერ შფოთვის ბრალია ხოლმე, მისი მკურნალობა კი თერაპიის მსგავსი მეთოდებითაა შესაძლებელი.
4. აკვიატებული აზრები
ფოტო: Fizkes / Shutterstock
ფანტაზიებში ხანდახან ყველა ჩვენგანი იკარგება, მაგრამ შფოთვის მქონე ადამიანი ზოგჯერ აკვიატებულად და საოცარი სიცხადით ხედავს სურათებს, რომლებშიც თავად ან მისთვის ძვირფას ადამიანებს რაღაც ცუდი ემართებათ. ასეთ დროს მოვლენათა ყველაზე პესიმისტურად განვითარების წარმოდგენებსა ან კოშმარული აზრების ნაკადში იძირებით.
როგორც ფარნივალი ამბობს, ეს მოვლენა რუმინაციის სახელითაცაა ცნობილი და აწმყოში მიმდინარე მოვლენებზე ფოკუსირების გაძნელების მიზეზი ხდება ხოლმე. იგი, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის გამომწვევიც იყოს, ამიტომ ასეთ დროს თერაპიის კურსის გავლა, წესით, ძალიან დაგეხმარებათ.
5. ძილის რეჟიმის დარღვევა
ფოტო: Tero Vesalainen / Shutterstock
"ზოგჯერ ხალხს ღამღამობით მოუსვენრობის შფოთვასთან დაკავშირება უჭირს", - ამბობს ასოცირებული ფსიქოთერაპევტი, კრისტენ ანდერსონი. არადა, ეს ორი მდგომარეობა ხშირად ურთიერთგადაჯაჭვულია.
თუ ღამით გონების გათიშვა გიჭირთ ან შუაღამისას გეღვიძებათ ხოლმე, რამდენიმე წამით დაფიქრდით, თვალის მოხუჭვაში შფოთვა ხომ არ გიშლით ხელს. დაძაბულობას გრძნობთ? აკვიატებული აზრები გაწუხებთ? თუ ასეა, ალბათ აჯობებს, ექიმს შფოთვის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის მიმართოთ.
6. მფლანგველობა
ფოტო: Getty
საყიდლებზე იმაზე მეტის დახარჯვა, ვიდრე აპირებდით, მრავალი მიზეზითაა ხოლმე განპირობებული. მაგრამ იცოდით, რომ ერთ-ერთი მათგანი შფოთვა შეიძლება იყოს?
"ქრონიკული შფოთვა აქვეითებს ჩვენი ტვინის უნარს, მიიღოს მშვიდი და გაანგარიშებული გადაწყვეტილებები“, - გვეუბნება თერაპევტი, ერინ კარპენტერი. ამის გამო გონებაში იმპულსური გადაწყვეტილებებისათვის რჩება ადგილი.
შედეგად, შესაძლოა, ზოგიერთ შესყიდვაზე უარის თქმა და ნივთების თაროებზე დაბრუნება თქვენთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდეს. სანაცვლოდ, ჩვენ ვიწყებთ ისეთი საგნების იმპულსურად შესყიდვას, რომლებიც ალბათ არასდროს დაგვჭირდება, ეს კი მეტ სტრესს იწვევს.
რა თქმა უნდა, თავის განებივრება არ ნიშნავს, რომ შფოთვა გჭირთ. მაგრამ თუ გადამეტებულ შოპინგს სხვა სიმპტომებიც ახლავს და ეს ყველაფერი გსტრესავთ, არის შანსი, მდგომარეობა საყურადღებო იყოს.
7. მომარაგება
ფოტო: Onur Bahcivancilar
კარპენტერის თქმით, ზოგისთვის შფოთვამ, შეიძლება, უკმარისობის მენტალობის ფორმით იჩინოს თავი. ეს კონდიცია ხასიათდება იმაზე დარდით, რომ ცხოვრებაში საკმარისი ვერასდროს ვერაფერი გექნებათ.
შესაძლოა, ამან ისეთი მომმარაგებლური ქცევა გამოიწვიოს, როგორიც კონსერვირებული პროდუქტით სარდაფის გავსება ან ქაღალდის ხელსახოცების ერთი წლის მარაგის საწოლის ქვეშ დაგროვებაა. ასევე, შეიძლება, ნივთების გადაყრა გიჭირდეთ ან ხარახურას ინახავდეთ "ყოველი შემთხვევისთვის".
შემნახველობა, იგივე ჰორდინგი, შფოთვის მქონე ყველა ადამიანს არ აღენიშნება, მაგრამ შფოთვა ბევრ შემნახველს აწუხებს.
8. იმპულსურობა
ზოგ შემთხვევაში შფოთვამ, შეიძლება, იმპულსურობა განაპირობოს, რაც ხშირად წინასწარი აწონ-დაწონვის გარეშე საკუთარი ცხოვრების თავდაყირა დაყენების სურვილს იწვევს. მგავსი იმპულსური გადაწყვეტილებათა მაგალითებია სამსახურის დატოვება, კარიერის რადიკალურად შეცვლა, ახალ ბინაში გადასვლა, უნივერსიტეტის ფაკულტეტის შეცვლა ან ჯანსაღი ურთიერთობების გაწყვეტა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამსახურის დაწყება ან ახალ ქალაქში გადასვლა სავსებით ნორმალურია, ამხელა ნახტომის დაუგეგმავად გაკეთება, შეიძლება, შფოთვის არსებობის გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს.
9. გულის აჩუყება
ფოტო: Dragana Gordic / Shutterstock
"ხალხის უმრავლესობა ტირილს დეპრესიის ნიშნებთან აკავშირებს, რაც ზოგ შემთხვევაში მართალია", - ამბობს კარპენტერი, - "მაგრამ შფოთვამაც შეიძლება, რომ მღელვარების - და არა სევდის - გამო მიგიყვანოთ ტირილამდე". ასეთ დროს, შეიძლება, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ან სახლში მისვლისას ატირდეთ ან მაშინვე, როგორც კი რაიმე ოდნავ სტრესული შეგემთხვევათ.
თუ იმდენად აღელვებული და აფორიაქებული ხართ, რომ ადვილად ტირით, სჯობს, დახმარება ითხოვოთ. ნამდვილად არაა აუცილებელი, თავს ასე ცუდად გრძნობდეთ ან შფოთვას ამ დონემდე გართულების საშუალება მისცეთ.
10. გადაუწყვეტელობა
კარპენტერის თქმით, შფოთვას შეუძლია, ადამიანი გაუბედავი გახადოს. ასეთ დროს ჩვენ გადაწყვეტილებების მიღება განსაკუთრებით გვიძნელდება. გადაწყვეტილებებს ჩვენ კოგნიტური ენერგიის ხარჯზე ვიღებთ ხოლმე და თუ შფოთვა გვაწუხებს, ტვინი უკვე გადატვირთულია სტრესული აზრებითა და დარდით. სწორედ ამიტომ გვიჭირს მცირე თუ დიდი გადაწყვეტილებების მიღება.
მაგალითისთვის, შესაძლოა, ლანჩისთვის ადგილის შერჩევა ისევე გაგიჭირდეთ, როგორც, ვთქვათ, შემოთავაზებულ სამსახურთაგან საუკეთესოს არჩევა.
11. მოუწესრიგებლობა
ფოტო: David Prado Perucha / Shutterstock
შფოთვის კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი სიმპტომი მოუწესრიგებლობაა. როგორც კარპენტერი ამბობს, "შფოთვისას ჩვენს გონებას გრძელვადიანი გეგმების დასახვა და ორგანიზება უჭირს. ტვინს საქმეების წესრიგში მოყვანა ან შესასრულებელი მოქმედებების კატეგორიზება უძნელდება".
ამას კი შეუძლია, ზოგადი არაორგანიზებულობა გამოიწვიოს, რაც თქვენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას იქონიებს. თუ შფოთავთ, ეს დიდი ალბათობით გაცდენილი შეხვედრებით, დაგვიანებებით, არეული სახლით, გადასახადების დაფარვის დავიწყებით გამოვლინდება.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობას შფოთვაზე ფიქრისას აქ ჩამოთვლილი სიმპტომები გონებაში სულაც არ ამოუტივტივდება, ისინი ნამდვილადაა ამ მდგომარეობის ნიშნები. თუ რომელიმე მათგანი თქვენთვის ნაცნობია, მისი დაძლევის რამდენიმე გზა არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი თერაპევტთან გასაუბრებაა.
ამავე თემაზე:
როგორ შევაჩეროთ არასასურველი ფიქრები? — თერაპევტების 13 რჩევა;
შფოთვითი აშლილობის ტიპები და მათი დაძლევის გზები;
შფოთვა - 4 ნიშანი, რომლითაც მიხვდებით, რომ მკურნალობა გჭირდებათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები