პუტინს უნდა რომ დაგვაჩოქოს, მაგრამ ქართველი ხალხი მუხლზე არ დადგება — კიკაბიძის ინტერვიუ ოკუპაციასა და ანექსიაზე
ფოტო: ოლეგ პანფლოვი / krymr.org / RFE/RL
ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა, ვახტანგ ბუბა კიკაბიძემ რადიო თავისუფლების ყირიმის ბიუროსთან რუსული პოლიტიკა მიმოიხილა. მსახიობმა საბჭოთა კავშირის მანკიერებები და ვლადიმერ პუტინის მიერ იმ რეალობის დაბრუნების მცდელობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მას ქართველი ხალხის დაჩოქება არ გამოუვა.
"რუსეთს 2008 წლიდან დღემდე ოკუპანტს ვეძახი. საერთოდაც მგონია, რომ ეს პუტინის ამაზრზენი სცენარია. ყველა პოლიტოლოგი იმას ამბობდა, რომ პუტინის ტვინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე იყო მომართული. მაგრამ ჩვენზე, ქართველებზე, მას ჯოხი გაუტყდა. შემდეგ ეს სცენარი მოლდოვაში გადაიტანა და ბოლოს უკრაინას მიადგა. ეს წმინდა წყლის ოკუპაცია და ინტერვენციაა", — განაცხადა მან.
კიკაბიძემ განმარტა, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს და დე-ფაქტო რესპუბლიკის ისტორია მოგონილია ისევე, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკა.
ერთხელ ამ თემაზე რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტს, ევგენი პრიმაკოვს ვესაუბრე და ვკითხე, რად უნდოდათ სამხრეთ ოსეთი, მან მიპასუხა — აფხაზეთიდან ყურადღების გადასატანად
"ეს საქართველოს ცენტრია და მას სამაჩაბლო ქვია. იქ ახლა ღობე დგას, მავთულხართი, რომელიც ყოველ 2-3 დღეში წინ მოიწევს. ეს არის მცოცავი ოკუპაცია. იქ ხალხი ცხოვრობს. ვიღაცის სახლი მავთულხლართების წინ დგას, ცოლის საფლავი კი უკანა მხარეს დარჩა...
რუსეთს რატომღაც ჰგონია, რომ აფხაზეთიც ცალკე რესპუბლიკაა. არადა ისეთივე რეგიონია საქათველოსი, როგორც კახეთი და იმერეთი. ერთხელ ამ თემაზე რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტს ევგენი პრიმაკოვს ვესაუბრე და ვკითხე, რად უნდოდათ სამხრეთ ოსეთი, მან მიპასუხა — აფხაზეთიდან ყურადღების გადასატანად".
კიკაბიძემ პუტინის იმპერიალისტურ გეგმებიც განიხილა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი დროს ჩამორჩა.
"მე მგონია, რომ ის [პუტინი] ძალიან განიცდის, რომ არ დგას იმ სახელმწიფოების პირველ რიგებში, ვინც მსოფლიოს პოლიტიკას კარნახობს. მან ისევ არასწორი პოზიცია აირჩია, როცა ყველას დაშინება დაიწყო. საერთაშორისო საზოგადოება არ შეშინდება. პირველ რიგში, ტექნოლოგიები უფრო მაღლა დგას. მეორეც, ყველაფერი უკვე დიდი ხანია სხვანაირადაა. ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, მდიდარი, საინტერესო ისტორიით, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებში უნდა იყოს. ვგულისხმობ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, მაგრამ მათთან ყველაფერი უკუღმა მუშაობს.
რატომ? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჩვეულებრივ ხალხს ისევე, როგორც მე თავში გვტენიდნენ, რომ ყველაზე ამაზრზენი ქვეყანა მსოფლიოში კაპიტალისტური ამერიკაა ან საფრაგეთი და ინგლისი. აი, ეს ძველ თაობას დღემდე შემორჩა".
რუსეთში ბევრ ადამიანს უხარია, როცა პუტინი პატარა ტერიტორიების ოკუპაციას იწყებს. მათ მოსწოთ, რომ ის დამპყრობელია. ვისაც არ მოსწონს, ასეთი ცოტაა
ქართველმა მომღერალმა ყირიმის ანექსიაზეც ისაუბრა და უკრაინელებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა.
"დიდი ხანი გვამზადებდნენ ტელევიზიები ამ თემისთვის [ყირიმის ანექსია]. მაგრამ, მაინც ვერ დავიჯერე, რაც მოხდა. გავიზარდე იმ ცნობიერებით, რომ ყირიმი უკრაინაა. მიუხედავად იმისა, რომ გვიყვებოდნენ ისტორიებს იმაზე, თუ როგორ აჩუქა ვიღაც ბაბუამ უკრაინას ეს ტერიტორია. აჰა, როგორც ორჯონიკიძე ანაწილებდა თავის დროს საქართველოს ტერიტორიებს. ეს წმინდა წყლის ოკუპაციაა და არანაირი შეხება არ აქვს ტეროტორიის სამართლიანობასთან...
უკრაინელები ბუნებით ნაციონალისტები არიან და ეს სისხლში უზით. ასე, უბრალოდ, ისინი ხელს არ აწევენ და არ დანებდებიან. ეს უნდა გაიაზრონ... ყირიმის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ისტორიების მსგავსია იმ კუთხით, რომ ყველაფერი დახმარების თხოვნით დაიწყო. ყირიმშიც ამბობდნენ, დამეხმარეოთ და აი, დაეხმარენ".
კიკაბიძემ 20 ივნისის მოვლენებსა და სამოქალაქო პროტესტზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტს ახალგაზრდობის სწორი რეაქცია მოყვა. მანვე აღნიშნა, რომ გავრილოვის მოწვევა და სხვა მიზეზები ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ქართული პარლამენტი პრორუსულია.
"ახალგაზრდობამ იცის, რომ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში საზღვარი გაუვლეს, ამიტომ ახლაგაზრდობა სწორად მოიქცა, როცა გარეთ გამოვიდა. მეც 20-30-40 წლის რომ ვყოფილიყავი დილიდან საღამომდე იქ ვიდგებოდი. ჩემი უფროსი შვილიშვილიც იქ დგას".
მისი თქმით, ყველაზე "ამაზრზენი" პუტინის ქმედებებში 20 ივნისის აქციის შემდეგ საჰაერო მიმოსვლის დახურვაა.
კრემლს აღიზიანებს, როცა ოკუპანტს ეძახიან, მაგრამ ეს რეალობაა, რომელსაც ვერ გაექცევიან
"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი მუხლებზე დაჩოქება უნდა, მაგრამ ქართველი ხალხი არ დადგება. მათგან კარგს არაფერს შეიძლება ელოდე. რუს ხალხს არ ვგულისხმობ, კრემსა და რუსულ პოლიტიკაზე ვამბობ".
კიკაბიძემ განაცხადა, რომ მიუხედვად საბჭოთა კავშირის წნეხისა ქართულ საზოგაოდებას სწორი დამოკიდებულება აქვს იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას მიმართ.
"უფროსი თაობის 90%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, ახალგაზრდობაზე კი საუბარიც ზედმეტია. მათ იციან, რომ მან [სტალინმა] საკუთარ სამშობლოს გაუკეთა ყველაფერი ცუდი, რაც კი შეეძლო. რუსეთში კი პირიქითაა. პუტინი ამბობდა, რომ სტალინი უნდა დააფასონ. მას მოსწონ ასეთი ლიდერი".
ინტერვიუს დასასრულს კი მომღერალმა რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურების გზები მიმოიხილა.
"თუ ხელისუფლება შეიცვლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. რუსეთის სათავეში ახალი სისხლი უნდა მოვიდეს და ყველაფერი სხვანაირად იქნება... თუ სათავეში ისევ ის ხალხი მოვა, მაშინ ეს უკვე მკვდარი ნომერია. რუსეთი ძალიან საინტერესო ქვეყანაა. მისით შეიძლება იამაყო, მაგრამ კრემლი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის ლანძღონ, აფურთხონ და არავის უნდოდეს მათთან ურთიერთობა. ეს საშინელებაა".
ინტერვიუს სრული ვერსია რუსულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები