ადეიშვილის თქმით, ივანიშვილის "შემოთვლით" კონკრეტულ ადამიანებს აკავებდნენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ნიკას არხი
იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის თხოვნით კონკრეტულ ადამიანებს აკავებდნენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
როგორც ადეიშვილი ამბობს, ივანიშვილის თხოვნით ისინი საქმეებს აღძრავდნენ, მაგრამ არც ერთი საქმე უსაფუძვლო არ ყოფილა და უმიზეზოდ ციხეში არავის სვამდნენ. მისივე თქმით, უშუალოდ თვითონ ივანიშვილს არასდროს შეხვედრია.
ნიკა გვარამია: ვინმე სხვა ეკონტაქტებოდა ივანიშვილს ხელისუფლებიდან?
ზურაბ ადეიშვილი: პრეზიდენტი და ვანო.
გვარამია: შენ არ გინახავს, ხო?
ადეიშვილი: არა.
გვარამია: ადამიანების დაჭერას რომ გთხოვდა, ხოლმე?
ადეიშვილი: შემოთვლით.
გვარამია: რატომ იჭერდით?
ადეიშვილი: კარგი კითხვაა. ყველა ის გვარები, რომელსაც შემოგვითვლიდა და ეს ბევრი იყო, არ იყო ცოტა, ყველა ამ ადამიანს გარკვეული [დანაშაული ჰქონდა]. არასდროს დაგვიწყია სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული ქმედება. მაგას არ დავუშვებდით. უნდა ვაღიაროთ, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც წინასწარ პატიმრობას ვიყენებდით იმის გამო, რომ მან გვთხოვა, მაგრამ, რეალურად პოლიტიკა იყოს სხვა.
გვარამია: ერთი ქეისი მაინც ივანიშვილის...
ადეიშვილი: ერთ პალმის ხის მოპარვაზე დაგვაჭერინა ვიღაცა, მაგრამ ის პალმის ხე, თითქოს 1000 ლარი ღირდა თუ რაღაცა...
გვარამია: ერთი პალმის გამო დაგაჭერინა მასთან მომსახურე ადამიანი?
ადეიშვილი: მე მგონი, ნათესავი იყო. არ მახსოვს.
ზურაბ ადეიშვილს ე.წ. ცხრაწლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ პირად განიხილავენ. წინა ხელისუფლების დროს ის სხვადასხვა დროს იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი. 2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები