სამსუნგმა ახალი Note 10 და Note 10 Plus წარადგინა — მახასიათებლები და სიახლეები
ფოტო: 9TO5Google
გუშინ სამსუნგმა ორი ახალი ფლაგმანი, Note 10 და Note 10+ წარადგინა. Note 10+ შეგიძლიათ Note სერიის ტრადიციულ სმარტფონად წარმოიდგინოთ — დიდი ეკრანი და ელემენტი, სტილუსი, მაქსიმალური სიმძლავრე და ყველა ის ტექნოლოგია, რომლის ჩაშენებაც დღეს ტელეფონშია შესაძლებელი. Note 10 კი ახალი მიდგომაა, სამსუნგმა სცადა, რომ Note-ის სტილუსი და დამახასიათებელი სიძლიერე Galaxy S10-ის მსგავს ზომებში მოექცია.
Note 10-ის ფასი $949-დან იწყება და ის მხოლოდ ერთი კონფიგურაციით იყიდება: 8GB ოპერატიული მეხსიერება და 256GB მოცულობა. Note 10 Plus კი $1 099-დან იწყება, 12GB ოპერატიული მეხსიერებითა და 256GB, $100-ის დამატების შემთხვევაში 512GB მოცულობით. აღსანიშნავია, რომ microSD-ის ბარათის მხარდაჭერა მხოლოდ Note 10 Plus-ს აქვ
Note 10-ის ორივე მოდელი, რა თქმა უნდა, მეტალისა და მინის სენდვიჩია. ორივე ფლაგმანი Snapdragon 855-ითაა აღჭურვილი, ეკრანი კი Dynamic AMOLED (HDR 10+) ტექნოლოგიას იყენებს, თუმცა Note 10 Plus-ის 6,8-ინჩიანი ეკრანის გარჩევადობა 3040 x 1440, Note 10-ის 6,3-ინჩიანის კი 2280 x 1080-ია. ამ უკანასკნელს 3 500-მილიამპერიანი ელემენტი აქვს, Note 10 Plus-ს კი 4 300-იანი.
აღსანიშნავია, რომ ყურსასმენის ჯეკი არც ერთ მოდელს არ აქვს. თუმცა, Galaxy Buds-ის გამოსვლასთან ერთად, ეს მოსალოდნელიც იყო. Galaxy Buds-ის უსადენოდ დასატენად ყურსასმენების სმარტფონზე დადებაც საკმარისი. ასევე გაქრა Bixby-ს ღილაკიც. Bixby-ს გააქტიურება ახლა მთავარ ღილაკზე ხანგრძლივი დაჭერითაა შესაძლებელი. მთავარი ღილაკის ზემოთ კი ხმის აწევის და დაწევის ღილაკებია. Note 10 Plus-ს 45-ვატიანი დატენვის მხარდაჭერაც აქვს, მისი საშუალებით ტელეფონი დაახლოებით ნახევარ საათში პრაქტიკულად სრულად დაიტენება.
დაიხვეწა კამერებიც, ვიდეოს გადაღების რეჟიმს უწყვეტი ფოკუსი დაემატა, ასევე შეძლებთ სუბიექტის ფონიდან პირდაპირ რეჟიმში გამოცალკევებას. კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია მიკროფონის ზუმია. ტელეფოტო ლინზის გამოყენებისას კადრის მიახოების გარდა სმარტფონი "მიკროფონის მიახლოებასაც" შეეცდება, რა დროსაც, მაგალითად, შორს მყოფი ადამიანის საუბარს უკეთ ჩაიწერთ. დაემატა სტაბილიზაციის ახალი, ბევრად უფრო ეფექტური სისტემაც.
ახალი ფუნქციები აქვს Note 10-ის სტილუსსაც. მასში გიროსკოპი და აქსელერომეტრია ჩაშენებული და სტილუსის ჰაერში გაქნევისას სმარტფონის სხვადასხვა მახასიათებლების კონტროლი შეგიძლიათ, მაგალითად, კამერის.
სამსუნგმა Microsoft-თან ინტენსიური თანამშრომლობის ხარჯზე ახალი ფლაგმანი Windows-თან მაქსიმალურად თავსებადი გახადა. კომპიუტერში შეერთებისას ვინდოუსი Note 10-ს ავტომატურად აღიქვამს და მობილურში არსებულ კონტენტზე შეუფერხებელ წვდომას გაძლევთ, იქნება ეს ფოტოები, ვიდეოები, თუ ნებისმიერი სხვა რამ. ვინდოუსიდან ტელეფონით ტექსტური შეტყობინებებისა და ზარების განხორციელებასაც შეძლებთ.
ახალი სმარტფონი ოთხ სხვადასხა ფერშია ხელმისაწვდომი, პირველ შეკვეთებს მომხმარებლები 23 აგვისტოს მიიღებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები