ადამიანის უფლებათა სახლი ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს პოლიტიკური რეპრესიებისგან
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთვქვამენ 20 ივნისის შემდეგ თბილისში ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე გახშირებული დაკავებების და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო. მათი განცხადებით, ეს პროცესი საზოგადოებაში დასაბუთებულ კითხვებს აჩენს. ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ადამიანის უფლებების დარღვევისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთა რეპრესიებისაგან.
"ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქცია ძალის გადამეტებით დაშალა. მოქალაქეების მცირე ჯგუფის პარლამენტში შესვლის მცდელობის საპასუხოდ სამართალდამცავებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, პარლამენტის მიმდებარედ მყოფ პირთა სტატუსის განურჩევლად. არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად საჭირო გახდა 240 ადამიანის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში, მინიმუმ ორმა დაკარგა მხედველობა ცალ თვალში, რამდენიმე პირი მძიმედ დაშავდა, სხეულის დაზიანება მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა და მედიის წარმომადგენელმა. ყველაზე მძიმე დაზიანებები პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებით იყო გამოწვეული", — ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტები და დააყენოს შესაბამისი პირების როგორც პოლიტიკური, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
"20 ივნისის მოვლენების შემდგომ ხელისუფლებამ თვალსაჩინო რეპრესიული მეთოდების გამოყენება დაიწყო; 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილე 10-ზე მეტ პირს ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი). მათ შორის არიან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკანორ მელია, კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ თანამშრომელი, ბიოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძე და პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უკიდურესად ბუნდოვანი და არადამაჯერებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით", — ვკითხულობთ განცხადევაში.
მათთვის შემაშფოთებელია ისიც, რომ ამ მოვლენების ფონზე, მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საფუძვლით, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, ბრალი წარუდგინა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
ასევე, შემაშფოთებელია ბოლო დროს მედიაზე ზეწოლისა და სავარაუდო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეები. ადამიანის უფლებათა სახლი რამდენიმე საქმეს გამოყოფს:
პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სსკ-ის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისის საქმეზე გამოძიება 23 ივლისს დაიწყო, რაც საეჭვოდ დაემთხვა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 19 ივლისს გაკეთებულ განცხადებას რუსთავი 2“-ის მფლობელობაზე პრეტენზიის ქონისა და ქიბარ ხალვაშისა და პანორამას წილების დაყადაღების მოთხოვნის შესახებ.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ასევე ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც მან ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა.
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია ტვ პირველის-ის დამფუძნებელი ვატო წერეთელი დაიბარეს გამოკითხვაზე და მას აქვს ვარაუდი, რომ მამამისის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, მასზე მანიპულაციისთვის.
ადამიანის უფლებათა სახლის თქმით, ზემოთჩამოთვლილი მოვლენების ჯაჭვი აჩვენებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს მის წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო პროტესტი და წინააღმდეგობა მეთოდებით, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და მმართველ პოლიტიკურ ძალას:
- აწარმოოს გამჭვირვალე გამოძიება 20-21 ივნისის აქციის არაპროპორციული და ძალისმიერი მეთოდებით დაშლის ფაქტზე და მხოლოდ საკმარისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა;
- შეწყვიტოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების საეჭვო დაკავებები და არ შეზღუდოს მოქალაქეთა კანონიერი პროტესტი და აზრის გამოხატვის თავისუფლება;
- არ შეუქმნას საფრთხე, მათ შორის საეჭვო სისხლის სამართლის საქმეთა ინიცირებით, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ფუნქციონირებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას;
- საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიცვას კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება აწარმოოს არა შერჩევითი მართლმსაჯულების, არამედ დანაშაულის მნიშვნელობისა და სიმძიმის, ასევე სავარაუდო დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები