რამდენიმე სიტყვით კუს ტბის შესახებ
ფოტო: aquatarkus / Shutterstock
თიხაზე დატანილი უძველესი ჩანაწერების მიხედვით, ყველა დასახლებას უნდა ჰქონდეს წყალსაცავი ან ტბა, სადაც წვიმის წყალი შეგროვდება და მაცხოვრებლებს უწყლო პერიოდებს გადაატანინებს.
ტბის ზედაპირი წვიმის წყალთან ერთად ისტორიასაც ინახავს. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, მაგრამ ტბაზე ეს არავის უთქვამს. რამდენჯერაც არ უნდა შეაბიჯო ტბაში, იმდენჯერ იგრძნობ, რომ რაღაც შენზე დიდის ნაწილი ხარ.
თბილისს ბუნებრივად, მეწყრული ქანების დაცურების შედეგად გაუჩნდა ერთი ასეთი საცავი - კუს ტბა, რომელსაც სხვაგვარად ქორქის ტბაც ჰქვია.
მცირე ზომის ბუნებრივი ტბა თავის დროზე მიწისქვეშა შენაკადებმა წარმოშვა. ზემოდან გადაღებულ სურათებს რომ უყურებ, მის რეალურობაში ეჭვიც შეიძლება შეგეპაროს: ხევის იქით არაფერია, აქეთ გამოაყოლებ მზერას და - უცებ სიმწვანეში ჩაკარგული ცისფერი ლაქა. ლანდშაფტის შეცდომა.
ფოტო: Georgian Travel Guide
სანამ აქაურობა უფრო დაჭაობებული იყო, კუებს ნამდვილად წააწყდებოდით. ახლა - შედარებით იშვიათად. კუს ტბის რეზიდენტი მეთევზეები ამბობენ, რომ აქ დიდ თევზებს იშვიათად იჭერენ, მაგრამ ეგ დიდად არ აღელვებთ, რადგან თევზაობის მთავარი მიზანი დიდი თევზის დაჭერა ყოველთვის არაა.
კუს ტბა საბჭოთა კავშირში
1960-იანი წლები კუს ტბისთვის სასიამოვნო სიახლით დაიწყო. მაშინდელმა ცენტრალური კომიტეტის მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ საბაგიროს გაკეთება გადაწყვიტა, რომელსაც ვაკე კუს ტბის შემოგარენთან უნდა დაეკავშირებინა. კილომეტრ-ნახევრიანი ბაგირი ვაკის პარკის თავზე გადაიჭიმა. ამ სიახლეს ზაფხულის სიცხეში თბილისში ჩარჩენილი მაცხოვრებლებისთვის შვება უნდა მოეგვარა.
ფოტო: კუს ტბა, 1964 წელი.
სერგეი ალიხანოვის ფოტო
ვაკიდან კუს ტბამდე მიმავალი საბაგიროს გახსნის შემდეგ თბილისელებმა კუს ტბა თავიდან აღმოაჩინეს. საბაგიროს გაკეთებამდე კუს ტბას მხოლოდ ერთეულები სტუმრობდნენ: ფეხით ასასვლელად საკმაოდ შორი და დამღლელი გზა იყო, მანქანები კი ჯერ კიდევ არ ჰყავდა ყველას. მარტივმა და იაფმა შესაძლებლობამ კუს ტბის ირგვლივ ადამიანთა აქტიურ სოციალიზაციას შეუწყო ხელი და ამ მანამდე დაკარგულ სივრცეს ახალი სუნთქვა გაეხსნა.
კუს ტბა ბუნებრივად ჩაეწერა თბილისელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოსახლეობას საშუალება მიეცა აქტიური ჯანსაღი ცხოვრების წესი დაენერგა ყოველდღიურობაში. კუს ტბის გარშემო სირბილიც სწორედ იმ დროიდან იღებს სათავეს.
კუს ტბა ხშირად მასპინძლობდა სპორტულ შერკინებებს. შეიძლება ეს ყოფილიყო ველოსიპედებით რბოლა, ან სულაც ნაოსნობა. ტბის მცირე ზომა ძალზე მოსახერხებელი იყო საცურაოდაც. მოგვიანებით პლაჟიც მოაწყვეს და კატამარანებიც დაამატეს. თბილისელებს ჩვევაში გაუჯდათ უქმე დღეებში კუს ტბის მახლობლად ოჯახებით დასვენება.
კუს ტბა, 1960-იანი წლები
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
კუს ტბა, 1970-იანი წლები
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
საბჭოთა ხუთწლედები მეტ-ნაკლებად ჰგავდა ერთმანეთს. შესაბამისად, ერთფეროვნად და მოსაწყენად ცხოვრობდა კუს ტბაც 1970-იან წლებში. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, ბრეჟნევის "ზასტოის" დასრულების შემდგომ დაძრულმა ცვლილებების ქარმა ამ წყალსატევის ნაპირებამდეც მოაღწია, ოღონდ, ეს სასიკეთო ამბებს არ მოასწავებდა.
90-იანები
ფოტო: Aleksey V
1990-იან წლებში კუს ტბაზე საცურაოდ ან დასასვენებლად თითქმის არავინ ადიოდა. ქალაქში არსებული სიტუაცია სარკისებურად აირეკლა გარემოზეც და სპორტული ფორმებით მორბენალი ადამიანები ასევე სპორტული ფორმებით მორბენალმა იარაღიანმა ბიჭებმა ჩაანაცვლეს. კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია საშიში გახდა.
ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ჩამოყალიბებულმა ელექტრონული მუსიკის მძლავრმა სცენამ ამ ტერიტორიასაც დაატყო თავისი ხელი
განუკითხაობის დასრულებასთან ერთად კუს ტბას პირვანდელი დანიშნულებაც დაუბრუნდა. მიმდებარე ტერიტორია ეტაპობრივად გამოცოცხლდა, ოღონდ ამჯერად არა მხოლოდ სპორტულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით.
ტერიტორიას დასვენების ზონების გარდა დაემატა კაფე-ბარები, რამაც კუს ტბა ქალაქის კულტურულ რუკაზე დააბრუნა. მეგობართან მშვიდად საუბრისა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის პერსპექტივა კიდევ უფრო მომხიბვლელი გახდა.
ახლა
ფოტო: ცისკარი
ეტაპობრივად კუს ტბას თბილისში ჩამოსული ახალგაზრდა ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავ ადგილად გადაიქცა. ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ჩამოყალიბებულმა ელექტრონული მუსიკის მძლავრმა სცენამ ამ ტერიტორიასაც დაატყო თავისი ხელი. წლების განმავლობაში ზაფხულობით მიმდებარე სივრცეებში ელექტრონული მუსიკა თავისკენ იზიდავდა ბეტონის შენობებისგან დაღლილ ახალგაზრდებს. ტბის გარშემო სირბილს კიდევ ერთი ტრადიცია დაემატა: კლუბში გატარებული პარასკევი ღამის შემდეგ შაბათს ყველა მეგობრის შეღვიძება და კუს ტბის სიმწვანეში "ერთად გდება".
ამჟამად კუს ტბაზე დილა-საღამოობით მოძუნძულე ადამიანებთან ბავშვებთან ერთად მოსეირნე ოჯახებსაც ხშირად შეხვდებით. მიმდებარე ტერიტორია ყველა ასაკისა და ტიპის ადამიანს თანასწორად იტევს. თითოეული მათგანი სხვადასხვა რამეს ეძებს ამ პატარა ტბის მიმდებარედ და პოულობს კიდეც: ზოგი ფიზიკურ სიჯანსაღეს, ზოგი - გრილ ჰაერს, ზოგი - ადგილს საყვარელ ადამიანთან განსამარტოებლად და ზოგიც, უბრალოდ, ქალაქის ხმაურიდან აღებულ რამდენიმეწუთიან პაუზას.
კუს ტბა კი ისევ ისეთია, როგორიც ყოველთვის იყო: თბილისისთვის - ცოტა პატარა, მაგრამ საკმარისად მშვიდი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები