10 ყველაზე უჩვეულო მცენარე დედამიწაზე
ფოტო: Edithe Beutler
ამჟამად დაახლოებით 391 000 სხვადასხვა სახეობის მცენარეა ცნობილი. ეს, რა თქმა უნდა, სრული სია არ არის. სიცოცხლე წარმოუდგენლად მრავალფეროვანია და მეცნიერები ყოველწლიურად დაახლოებით 2 000-მდე ახალ მცენარეს აღწერენ.
ამ სტატიაში კი განსაკუთრებით გამორჩეულ, იშვიათი უნარების მქონე მცენარეებს წარმოგიდგენთ.
1. ღამით მოყვავილე კაკტუსი
ფოტო: Aswin Krishna Poyil
ღამით მოყვავილე კაკტუსები წაგრძელებული სხეულის მქონე კაკტუსების (ceroid cacti) ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ ზოგჯერ ღამის პრინცესას ან ღამის დედოფალსაც უწოდებენ. ამ კაკტუსების დიდი ნაწილი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ერთი ღამით ყვავილობს. ყვავილი, როგორც წესი, შუაღამით იხსნება, დილით კი ის უკვე ლპობის პროცესშია. ღამით მოყვავილე კაკტუსების ყვავილი თითქმის ყოველთვის თეთრი, ან ძალიან მკრთალად შეფერადებულია. მათ ასევე ძლიერი სურნელი ახასიათებთ. ერთ გეოგრაფიულ არეალში არსებული კაკტუსები კი, როგორც წესი, ერთ ღამეს ყვავილობენ.
2. ალბინოსი სეკვოია
ალბინოს სეკვოიებს ჩვეულებრივი სეკვოიებისგან განსხვავებით ქლოროფილის წარმოქმნა არ შეუძლიათ, რის შედეგადაც მათი წიწვები არა მწვანე, არამედ თეთრია. ფოტოსინთეზის ნაცვლად ეს ორგანიზმები საკვებ ნივთიერებებს მეზობელი, ან მშობელი (რომლიდანაც თავად წარმოიქმნენ) სეკვოიების ფესვებიდან იღებენ.
ფოტო: CARLA BRENNAN
ამჟამად ჯამში ალბინოსი სეკვოიას 400 ინდივიდია ცნობილი, ისინი კალიფორნიაში იზრდებიან. მათი ზუსტი ადგილმდებარეობა მათივე უსაფრთხოების გამო არ სახელდება.
3. ვუდის ციკასი
Encephalartos woodii
დურბანის ბოტანიკურ ბაღში დარგული ერთ-ერთი თავდაპირველი ღერო.
ფოტო: Purves, M.
ფოტო: Karl Gercens.
ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მცენარეა. ის ბუნებაში სრულად გადაშენებულია, ყველა არსებული ინდივიდი კი ერთი ორგანიზმის კლონია, რომელიც ჯონ მედლი ვუდმა 1895 წელს აფრიკაში, კვაზულუ-ნატალის რეგიონში აღმოაჩინა. ვუდმა, კოლეგებთან ერთად ხის ღეროები შეაგროვა და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ბოტანიკურ ბაღებში გაგზავნა. ეს კონკრეტული ციკასი ორსახლიანი მცენარეა, რაც ნიშნავს, რომ მდედრობითი და მამრობითი მცენარეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. სამწუხაროდ, მდედრ მცენარეს (და ვეღარც სხვა მამრს) მრავალი ექსპედიციის მიუხედავად ვეღარ მიაგნეს.
4. ცოცხალი ქვები
ლითოპსები სუკულენტების გვარს მიეკუთვნებიან და მათი ბუნერივი გავრცელების არეალი სამხრეთ აფრიკაა. ამ მცენარეების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მათი გარეგნობაა. ისინი ქვებს წააგავენ, რითაც მტაცებლებისგან ინიღბებიან და თავის გადარჩენას ახერხებენ.
ლითოპსები საკუთარი გარეგნობის გამო საკმაო პოპულარობით სარგებლობენ, რის გამოც მას სახლში მრავალი ადამიანი ზრდის. შემოდგომაზე მცენარე ყვავის, რა დროსაც ის თეთრი, ან ყვითელი ფერის ლამაზ ყვავილს იკეთებს.
5. მორცხვი მიმოზა
მორცხვი მიმოზა მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეა. მას ერთი უჩვეულო თვისება ახასიათებს, ხელით შეხებისას ის საკუთარ ფოთლებს კეცავს, ამით მიმოზა საკუთარი თავის დაცვას ცდილობს. რამდენიმე წუთში კი ფოთლები საწყის მდგომარეობას უბრუნდება.
6. Lomatia tasmanica
ფოტო: Natalie Tapson
Lomatia tasmanica საკუთარი სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელია. ის სიმაღლეში 8 მეტრს აღწევს, ზაფხულში კი წითელ ყვავილებს ისხამს, თუმცა, ის არც ხილს წარმოშობს და არც თესლებს.
მცენარის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ სახეობის ყველა ინდივიდი გენეტიკურად იდენტურია. ამ მცენარეს ქრომოსომების სამი წყვილი აქვს, ის არც მდედრობითია და არც მამრობითი, ის სტერილურია. მას გამრავლება მხოლოდ ვეგეტატიურად შეუძლია: ტოტი ვარდება, რომელიც ახალ ფესვებს იბამს, შედეგად კი მშობლის იდენტურ მცენარეს ვიღებთ.
მეცნიერების ვარაუდით, ეს მცენარე, შესაძლოა, ორი სხვადასხვა სახეობის სტერილური ჰიბრიდი იყოს, თანაც ძალიან წარმატებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Lomatia tasmanica ბოლო 43 600 წელია საკუთარი თავის კლონებს ქმნის.
7. ნეპენტესი
Nepenthes ampullaria
Nepenthes ampullaria დოქისებრ მწერიჭამია მცენარეების რიგებს მიეკუთვნება, თუმცა მას საკუთარი გვარის სხვა ყველა წარმომადგენლისგან ერთი რამ განასხვავებს. მან მწერების ჭამაზე უარი თქვა და ფოთლების შემგროვებლად გადაიქცა. Nepenthes ampullaria საკუთარ "დოქში" ჩამოცვენილ ფოთლებს აგროვებს და ინელებს, რისთვისაც მას სპეციფიკურები, სხვა მწერიჭამია მცენარეებისგან განსხვავებული ადაპტაციებიც გააჩნია.
8. სკუნსი კომბოსტო
Symplocarpus foetidus
მყრალი კომბოსტო ჩრდილოეთ ამერიკის ნესტიან ფერდობებზე იზრდება. მისთვის სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ. თუ მის ფოთოლს გადატეხავთ ან დააზიანებთ, მცენარე განსაკუთრებით მყრალ სუნს წარმოშობს. გამოყოფილი სუნით ის თავს იმ დიდი ზომის ცხოველებისგან იცავს, რომლებიც მისი გავრცელების არეალში ბინადრობენ.
სკუნსი კომბოსტო ცნობილი იმიტომაა, რომ მას სითბოს წარმოქმნა და გარემოში არსებულ ტემპერატურასთან შედარებით საკუთარი თავის გარშემო 15-35 გრადუსი ცელსიუსით უფრო მაღალი ტემპერატურის შენაჩუნება შეუძლია. ამის გამო ის თერმოგენური მცენარეების მცირერიცხვოვან რიგს მიეკუთვნება. სკუნსი კომბოსტო მაშინ ყვავის, როდესაც გარშემო ჯერ კიდევ თოვლი და ყინულია. ის გარშემო არსებული თოვლის გასადნობად სწორედ სითბოს წარმოქმნის უნარს იყენებს.
9. ჭინჭრის ხე
Dendrocnide moroides
ფოტო: Cgoodwin
ჭინჭრის ხის განსაკუთრებული თვისება ციცქნა შხამიანი ბუსუსებით დაფარული ფოთლებია. ეს მცენარე, რა თქმა უნდა, ავსტრალიაში გვხვდება და ადგილობრივად გავრცელებულ შხამიან მცენარეებს შორის მას ყველაზე ძლერმოქმედი ნეიროტოქსინი გააჩნია.
ტოტებსა და ფოთლებთან უბრალო შეხებაც კი გაუსაძლის ტკივილს იწვევს, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს.
საინტერესო ისაა, რომ დასუსხული ადგილი მგრძნობიარე თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში რჩება. ტკივილი კი წყლის მოხვედრისას, შეხებისა და ტემპერატურის ცვლილებისას კვლავ ახლდება.
10. ტრაქიანდრა
ტრაქიანდრა აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული მცენარეა. მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი უცნაურად ჩახვეული ფოთლებია, რის გამოც ის მცენარეების შემგროვებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტრაქიანდრა საკმაოდ იშვიათი მცენარეა და მისი მოპოვება მარტივი არ არის. მის გაზრდას და დამახასიათებელი ხვეულების მიღებას კი წლები სჭირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები