ირინა ფრუიძე გენდერულ დისბალანსზე: ხშირად ქალი თვითონ არის ნაკლებად გამბედავი
ფოტო: ქართული ოცნება
პროექტის იკითხე პოლიტიკა ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ქართული ოცნების ახალ სახესთან, ირინა ფრუიძესთან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იმაზე, რომ მის საარჩევნო პროგრამაში არაფერია ნათქვამი იმ გენდერულ დისბალანსზე, რომელიც კარიერული წინსვლის გზაზე ქალებსა და მამაკაცებს ხვდებათ და მაღალ თანამდებობებზე, კაცები უფრო ხშირად გვხვდებიან და ასევე იმაზე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე ქალების ხელფასი ხშირ შემთხვევაში მამაკაცების ხელფასზე გაცილებით დაბალია, ირინა ფრუიძემ უპასუხა, რომ ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და ამის მიზეზი ისაა, რომ ხშირად ქალი თვითონაა ნაკლებად გამბედავი:
"სამწუხაროდ მარტო საქართველოში არ არის ეს პრობლემა, მთელს მსოფლიოში იგივე მდგომარეობაა. მთელს მსოფლიოში პარლამენტარი ქალები მხოლოდ 23%- ს შეადგენენ. დაგეთანხმებით იმაში, რომ ქალები ნაკლებად გვხვდებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მაშინ როდესაც დაბალ რგოლებზე ისინი ბევრად მეტი არიან. აქაც კომპლექსური სამუშაოა საჭირო. ხშირად ქალი თვითონ არის ნაკლებად გამბედავი, ნაკლებად იცავს თავის პოზიციებს.
კანონით ამ ყველაფრის რეგულირების საჭიროებას ვერ ვხედავ. თუ განვიხილავთ კვოტირებას, ამაზე შეიძლება საუბარი. დადებითი ეფექტები ვიცით, მაგრამ აქვს ნეგატივიც: ბევრი ქალი და მათ შორის მეც, ამას პოზიტიურ დისკრიმინაციად განვიხილავთ. ასევე, ეჭვქვეშ დგება დემოკრატიის პრინციპი, რამდენად თანაბარი არჩევანი აქვს მოსახლეობას კვოტირების შემთხვევაში და კითხვის ნიშანს უსვამს კომპეტენციის საკითხსაც, იმიტომ მოხვდა ეს კონკრეტული ადამიანი პარლამენტში, რომ ქალია, თუ იმიტომ რომ კომპეტენტურია. ეს მსჯელობის საკითხია. შეიძლება დროებითი ეფექტისთვის შემოვიღოთ კიდეც, მაგრამ ხანგრძლივვადიანი შედეგისთვის ჩვენ განათლების, ეკონომიკის და სხვა დარგების განვითარება გვჭირდება".
ირინა ფრუიძე ქართული ოცნების პროპორციული სიის მეათე ნომერია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები