სჭირდებათ საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს დედის მიკროფლორა?
წლებია რაც მეცნიერები და ექიმები იმაზე მსჯელობენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი გზით მშობიარობას ბავშვის შემდგომი ჯანმრთელობისათვის და რამდენად აქვს გავლენა საკეისრო კვეთას მოგვიანებით განვითარებულ ალერგიებთან. ეს სამეცნიერო პოლემიკა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა.
ფოტო: Blend Images - Kidstock / Getty Images
ბუნებრივი გზით მშობიარობის დროს ნაყოფი დედის მიკრობების "აბაზანას" იღებს. საკეისრო კვეთით დაბადებულები მსგავს ბაქტერიულ ნათლობას მოკლებულნი არიან. მეცნიერთა აზრი ორ ნაწილად სწორედ აქ იყოფა: რამდენად იზრდება ასეთი "სტერილური" დაბადებისას ქრონიკული დაავადებების (მაგ: სიმსუქნე და ასთმა) განვითარების რისკი?
კლინიკური კვლევები აღნიშნულ საკითხზე უკვე დაწყებულია. სამეცნიერო სივრცეებში დებატები აქტიურად მიმდინარეობს: სასარგებლოა თუ საზიანო ნაყოფისთვის დედის ბაქტერიები? მეცნიერთა ჯგუფები აშშ-ში, შვედეთსა და ჩინეთში უკვე მუშაობენ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ისინი კვლევის ფარგლებში საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს დედის მიკრობებით "სვრიან" და შემდგომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საკონტროლო ჯგუფს ადარებენ.
თითოეული ჯგუფი გეგმავს კვლევაში მონაწილე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას რამდენიმე წელი დააკვირდეს, რათა ამგვარად მეტი ინფორმაცია დაგროვდეს დედის მიკრობების გავლენაზე შვილის წონაზე, ალერგიის რისკ-ფაქტორებზე.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომა წაახალისებს საკეისრო კვეთის შემდგომ დედებს და ისინი თვითნებურად "დააბინძურებენ" თავიანთ შვილებს. ასეთი გზით შესაძლოა პატარები ისეთი დაავადებით დაინფიცირდნენ, რომლებიც საკეისრო კვეთის შემდგომ არ ემუქრებოდათ.
ბაქტერიული აბაზანა
ამ იდეის ავტორი მარია გლორია დომინგეს ბელო გახლავთ, რომელმაც 2010 წელს აღმოაჩინა, რომ საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს გაცილებით უფრო მცირე რაოდენობით ბაქტერია აღენიშნებოდათ ბუნებრივი გზით დაბადებულებთან შედარებით.
დომინგეს ბელომ თავის კოლეგებთან ერთად გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ბუნებრივი გზით მშობიარობის შედეგად დედის მიკროფლორის ბავშვთან კონტაქტი კავშირში ყოფილიყო მისი ჯანმრთელობის გრძელვადიან პროგნოზთან. მაშინ შესაბამისი ექსპერიმენტული კვლევები თაგვებზე ჩატარდა და გამოვლინდა, რომ საკეისრო გზით დაბადებულებს მიდრეკილება ჰქონდათ სიმსუქნისკენ, ხოლო მათი იმუნური სისტემა შედარებით სუსტი გახლდათ.
ბევრი მკვლევარი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ვაგინალური მიკროფლორის სარგებლიანობის შესახებ რაიმე სახის მყარი მტკიცებულება არ არსებობს.
"ამჟამად მთელი კონცეფცია გაურკვევლობაშია. ადვილია ლოგიკური არგუმენტებით საუბარი, მაგრამ ისინი შესაძლოა შესაბამისი მტკიცებულებით არ იყოს გამყარებული" — ამბობ დევიდ არონოვი, ინფექციური დაავადებების მკვლევარი აშშ-დან.
მკვლევარის აზრით ბუნებრივი გზით მშობიარობის შემდგომი რომელიმე ეფექტის იზოლირებისთვის აუცილებელია დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კლინიკური კვლევა — სწორედ ისეთები, უკვე რომ ტარდება.
დომინგეს ბელოს ჯგუფმა კვლევაში 50 ორსული ქალი ჩართო გასულ აგვისტოში. მკვლევარები საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს დედის მიკროფლორას სხეულზე წაუსვამენ. ისინი იმედოვნებენ, რომ კვლევის მონაწილეთა რიცხვი 600-მდე გაიზრდება. იგივე დიზაინის კვლევას ჩაატარებენ Icahn School of Medicine უნივერსიტეტის მკვლევარები, სადაც კვლევაში ოჯახურ ანამნეზში ალერგიის ისტორიის მქონე 120 ფეხმძიმე ქალის ჩართვა იგეგმება. შვედეთში მსგავს კვლევაში 100 ქალის ჩართვა იგეგმება და მეცნიერები შემდგომი 2 წლის განმავლობაში დააკვირდებიან ბავშვებში ალერგიისა და დერმატიტის განვითარების შემთხვევებს. ჩინეთში გასულ ნოემბერს 100 ქალი ჩაერთო კვლევაში და ექიმები ნაყოფის სხეულის მასის ინდექსს და ალერგიის რისკებს აანალიზებენ.
კვლევის კრიტიკა
კვლევაში ჩართული მეცნიერები ამბობენ, რომ მათი პროტოკოლების მიხედვით საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვების რაიმე ინფექციით დაავადების ალბათობა მინიმალურია. ამისათვის ისინი კარგად იკვლევენ ორსული დედის საშვილოსნოს მიკროფლორას აივ-ვირუსის და B ტიპის სტრეპტოკოკების არსებობაზე. სწორედ ეს ბაქტერიები არიან მიჩნეული ახალშობილის სასუნთქი სისტემის პრობლემების მიზეზად.
მიუხედავად ამისა, მეთოდის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს მიაჩნიათ, რომ ზოგადად დედის ბაქტერიული მიკროფლორის სარგებლიანობის შესახებ მოსაზრება მყარ მტკიცებულბებს მოკლებულია.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, აღნიშნული სამედიცინო კვლევის ირგვლივ ატეხილი აურზაური წაახალისებს დედებსა და ექიმებს თვითნებურად, სკრუპულოზური სკრინინგის გარეშე "დააბინძურონ" ბავშვები ბაქტერიებით. მსგავსი შემთხვევები აქამდეც დაფიქსირებულა.
კვლევაში მონაწილე მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ექიმ დომინგეს ბელოს მიაჩნია, რომ სწორედ ასეთი ტიპის კვლევები დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა როლი მიუძღვის დედის მიკროფლორას ბავშვის შემდგომ ჯანმრთელობაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები