უსუფაშვილი: შეგვიძლია ვენდოთ ქართულ სახელმწიფოსა და საარჩევნო ადმინისტრაციას
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მიმართა. უსუფაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, რომ ენდოს საარჩევნო ადმინისტრაციას, რადგან მისივე თქმით, პოლიტიკური თავისუფლების კუთხით, საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ:
"პარლამენტი ასრულებს დღეს საქმიანობის 4 წლიან ვადას და სულ მალე ამ შენობაში ადგილს დათმობს თქვენს მიერ არჩეულ ახალ პარლამენტს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძირითადმა მოთამაშემ, ყველა ძირითადმა სუბიექტმა ამ პროცესის მაღალ დონეზე, კანონის შესაბამისად და ჩვენი მდიდარი ეროვნული ტრადიციების შესაბამისად გავართვათ თავი ჩვენს ამოცანებს. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პოლიტიკურმა პარტიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების თუ საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უპირობოდ შეგვიძლია ნდობა გამოვუცხადოთ ქართულ სახელმწიფოს და საარჩევნო ადმინისტრაციას ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ პოლიტიკური თავისუფლებისთვის, საარჩევნო დემოკრატიისთვის."
უსუფაშვილმა, ასევე, ისაუბრა ამომრჩევლის პასუხისმგებლობაზეც. მისი შეფასებით, არჩევნებში მონაწილეობა სახელმწიფოებრივი ცხოვრების "უმნიშვნელოვანესი აქტია":
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოქალაქეებმა, ხალხმა პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ იგი ტარდება უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები იმისათვის, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. მაგრამ მეტი თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ თავისუფალ არჩევანს ჩვენ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებებმა შექმნა ის ვითარებაც, როდესაც ჩვენი მოქალაქეების სერიოზული ნაწილი ბოლო წუთებამდე, ბოლო დღეებამდე ვერ აკეთებდა თავის არჩევანს. დიახ, სწორია. ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ, იმიტომ, რომ პასუხს ვაგებთ ჩვენს არჩევანზე. ხვალ ყველა მართალი ვიქნებით, ვინც საკუთარი სინდისის და საკუთარი გონების კარნახით გავაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ვიქნებით მართალი ერის წინაშე და ღვთის წინაშე. ჩვენ თავისუფალი არჩევნები მოგვეთხოვება ხვალ და ეს არის ჭეშმარიტება."
ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობისკენ მოუწოდა უსუფაშვილმა სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო მოხელეებს:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა, ყველამ და არა მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიუკერძოებლად შეასრულონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნქცია. ემსახურონ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მის ლიდერს, ან სხვა მოსაზრებებს და ინტერესებს. თითოეული მათგანი, ვინც დღეს აღჭურვილია სახელმწიფო ძალაუფლებით, პოლიციელი იქნება, გამგებელი თუ სხვა მოხელე, არის თავისუფალი თავის არჩევანში, როგორც ინდივიდი. მას აქვს საშუალება მივიდეს და დააფიქსიროს თავისი არჩევანი, მაგრამ, როდესაც ისინი ახორციელებენ საჯარო ძალაუფლებას, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და იყვნენ აბსოლუტურად ნეიტრალურნი და მიუკერძოებელნი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს და ხვალ ეს იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი."
უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნები ხვალ არ მთავრდება. მისი თქმით, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტურის ჩატარება და ამ პერიოდში სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს:
"ამ არჩევნებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს. ჩვენი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე და პოლიტიკური ბალანსიდან გამომდინარე პოლიტიკურ ძალებს შორის, ხვალ საარჩევნო პროცესი არ მთავრდება. ხვალ ჩვენ ვიწყებთ არჩევნებს და არჩევნები დამთავრდება, როგორც ჩანს, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ საღამოს მდგომარეობით, შესაძლოა ცხადი არ იყოს მომავალი პარლამენტის პოლიტიკური კომპოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ყველას, სახელმწიფოს, მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი, იმისათვის, რომ 8 ოქტომბრიდან მეორე ტურის გამართვამდე ჩვენ ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია. არ დავუშვათ არანაირი სპეკულაციები. არ დავუშვათ არანაირი მცდელობები იმისა, რომ გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოჩენას შეეცადოს ვინმე."
"8 ოქტომბრიდან შემდგომი პერიოდის გავლა ეს იქნება თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე იმისთვის, რომ ეს არჩევნები დავასრულოთ მშვიდობიანად, სამართლიანად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ."
ბოლოს, უსუფაშვილის შეფასებით, ხვალინდელ არჩევნებს დამატებითი დატვირთვა აქვს, რადგან, მისივე თქმით, პარლამენტის ფორმირება პირდაპირ კავშირშია აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებასთან:
"ჩვენ 26 წლის განმავლობაში პირველად მივდივართ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც წყდება არა მხოლოდ ის საკითხი, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არამედ ეს იქნება გადამწყვეტი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებისთვისაც. ჩვენ მანამდე საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში და შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი წყდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხოლო პრეზიდენტი არ იყო ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. დღეს ჩვენ პირველად მივდივართ ისეთ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები უშუალოდ და პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება, საით წავა ეს ქვეყანა და რა იქნება ჩვენი უახლოესი შედეგები ქვეყნის აღმშენებლობის საკითხზე. ამიტომ დამატებითი დატვირთვა აქვს ხვალინდელ არჩევნებს. ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება იმისათვის, რომ გავაკეთოთ არჩევანი აღმშენებლობის მიმართულებით. ავირჩიოთ ხალხი, ვინც ქვეყნის გაძღოლას შეძლებს. ვინც მშენებლობას შეძლებს. გავაკეთოთ პოზიტიური არჩევანი. ის ვინც უკეთესს გააკეთებს ქვეყნისთვის. და არა ნეგატიური არჩევანი რაც გულისხმობს იმას, თუ ვინ გააგრძელებს უკეთესად ოპონენტებთან გამკლავებას ქვეყნის დაყოფას და დაშლას და ა.შ. მე მინდა გისურვოთ წარმატება. მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც თქვენ იამაყებთ ზეგ. დღეს სიტყვა თქვენზეა."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები