კურტ ვოლკერი

22 Aug. 2019, 22:12

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ბორდერიზაცია უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს.

პირველ რიგში, ეს საშინელი ტრაგედიაა ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობს. ეს არის, რაც ჩემი აზრით ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხალხი საკუთარ სოფლებში, საკუთარ სახლებში, სადაც ოჯახური საფლავები აქვთ, ვერ უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. რუსეთის მიერ სასაზღვრო ბოძებისა და ღობეების აღმართვამ მოწყვიტა ისინი საკუთარ სახლებს, საკუთარ ოჯახურ საფლავებს. ადამიანები უბრალოდ უვლიან საკუთარ ფერმებს და ეს არის საშინელება, ძალიან ცუდი. მეორე – ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სულისკვეთების და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რისთვისაც ჟენევის მოლაპარაკებები შეიქმნა. ვფიქრობ, ტრაგედიაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა დაივიწყა ამის შესახებ და ეს საკითხი აღარ არის მთავარი თემების ჰედლაინებში.

ამის შესახებ მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის დირექტორმა, კურტ ვოლკერმა ლიეტუვაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…