Mindhunter-ის სერიული მკვლელები რეალურ ცხოვრებაში VS სერიალში
სტატია შეიცავს სპოილერებს, რადგან რეალური სერიული მკვლელების ისტორიები სერიალში თითქმის სრული სიზუსტით მეორდება.
Mindhunter თრილერის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამერიკული სერიალია, რომლის პრემიერაც 2017 წელს ნეტფლიქსზე შედგა. ეს სატელევიზიო შოუ ამავე სახელწოდების მქონე წიგნის მიხედვით გადაიღეს, რომელიც 1995 წელს FBI-ს ყოფილმა აგენტმა, ჯონ დაგლასმა გამოაქვეყნა. წიგნიცა და სერიალიც ცნობილი სერიული მკვლელების შესახებ მოგვითხრობს.
ცოტა ხნის წინ კი სერიალის მეორე სეზონიც გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ახალი და უფრო შოკის მომგვრელი ბიოგრაფიის მქონე სერიული მკვლელების ისტორიების გაცნობის საშუალება მოგვცა. ჩვენ ახლა სწორედ ამ ცნობილი დამნაშავეებისა და სატელევიზიო შოუში Mindhunter მათი პროტოტიპების შემსრულებელი მსახიობების შესახებ გიამბობთ:
1. დენის რეიდერი, იგივე BTK Killer
რეალური პიროვნება: დენის რეიდერმა კანზასის შტატში 1974 წლიდან 1991 წლამდე ათი ადამიანი მოკლა. მას მკვლელობების ერთგვარი ხელწერა ჰქონდა და ყოველი დანაშაულის ადგილას მინიშნებებსაც ტოვებდა. რეიდერი საკუთარ თავს BTK-ს უწოდებდა, რაც იშიფრება, როგორც: "გაკოჭე, აწამე, მოკალი." მისი დაპატიმრება მხოლოდ 2005 წლის 25 თებერვალს შეძლეს და ის სასჯელს დღემდე იხდის ციხეში. ამერიკულმა სასამართლომ, მას შეწყალების უფლების გარეშე 175 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მსახიობი: სერიალში მის როლს სონი ვალისენტი ასრულებს, რომელიც ასევე ცნობილია ფილმებიდან The Post და Office Christmas Party.
2. დევიდ ბერკოვიცი, იგივე სემის ვაჟი
რეალური პიროვნება: 1976-77 წლებში დევიდ ბერკოვიცმა ნიუ-იორკში ექვსი ადამიანი მოკლა. როგორც თავად ამბობდა, მკვლელობების ბრძანებებს თავისი მეზობლის, სემ კარის ეშმაკით შემპყრობილი ძაღლისგან იღებდა. ერთ-ერთ წერილში კი საკუთარ თავს სემის ვაჟი უწოდა და მას შემდეგ ხშირად ამ მეტსახელითაც მოიხსენიებენ. ბერკოვიცი 1977 წლის 10 აგვისტოს დააკავეს და 150 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მსახიობი: სერიალში მის როლს სატელევიზიო შოუდან Californication ცნობილი მსახიობი, ოლივერ კუპერი ასრულებს.
3. უილიამ პირსი
რეალური პიროვნება: 1970-71 წლებში ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინას შტატებში უილიამ პირსმა ცხრა ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. ის ჯორჯიაში დღემდე იხდის სასჯელს.
მსახიობი: მის როლს მსახიობი მაიკლ ფილიპოვიჩი ასრულებს, რომელიც ასევე სერიალებში 24 და The Oath თამაშობს.
4. უილიამ ჰენრი ჰენსი
რეალური პიროვნება: ჰენსი 1977-78 წლებში სამი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და 1994 წლის 31 მაისს ელექტროსკამზე სიკვდილით დასაჯეს.
მსახიობი: მისი პროტოტიპის როლს სერიალში სატელევიზიო შოუების Power და Manhattan ცნობილი მსახიობი, კორი ელენი ასრულებს.
5. ელმერ უეინ ჰენლი
რეალური პიროვნება: ელმერ უეინ ჰენლი ცნობილ სერიულ მკვლელს, დინ კორილს თინეიჯერი ბიჭების გატაცებაში, წამებასა და გაუპატიურებაში ეხმარებოდა. 1970 წლიდან 1973 წლამდე მათ 28 ბიჭი მოკლეს. ჰენლი დღემდე 99 წლიან საჯელს იხდის ციხეში.
მსახიობი: სერიალში მის როლს მსახიობი რობერტ არამეიო ასრულებს, რომელიც თავის დროზე GOT-ში ახალგაზრდა ნედ სტარკის როლზე ვიხილეთ.
6. ედ კემპერი
რეალური პიროვნება: ედ კემპერმა კალიფორნიის შტატში ექვსი ახალგაზრდა ქალი და ასევე თავისი ოჯახის წევრები, ბებია-ბაბუა და დედა მოკლა. ის თავის მსხვერპლებს თავს აჭრიდა და სხეულს ნაწილებად ჩეხდა. მას 1973 წელს თითქმის 200 წელი მიუსაჯეს და ამ სასჯელს ციხეში დღემდე იხდის.
მსახიობი: მის როლს სერიალში კამერონ ბრიტონი თამაშობს, რომელსაც ასევე ვიცნობთ სატელევიზიო შოუებიდან The Umbrella Academy და Barry.
7. ჩარლზ მენსონი
რეალური პიროვნება: ჩარლზ მენსონი ტრადიციული გაგებით სერიული მკვლელი არ ყოფილა. ის მის მიერ დაარსებული მენსონების ოჯახის კულტის მეთაური იყო, რომლის წევრებმაც 1969 წლის აგვისტოში ცხრა ადამიანი მოკლეს. მას თავიდან სიკვდილით დასჯა შეუფარდეს, თუმცა, 1972 წელს, სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. მენსონი 2017 წელს, ციხეში გარდაიცვალა.
მსახიობი: სერიალში მის როლს დეიმონ ჰერიმენი ასრულებს, რომელიც ასევე ჩარლზ მენსონის როლს თამაშობს კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში ერთხელ ჰოლივუდში.
8. ტექს უოტსონი
რეალური პიროვნება: ტექს უოტსონი იყო სწორედ მენსონის კულტის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, რომელმაც შვიდი ადამიანი მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა - მათ შორის ყველაზე გახმაურებული ტეიტების ოჯახის ხუთი წევრის დახოცვაში. ამ დანაშაულებისთვის ის სასჯელს დღემდე იხდის ციხეში.
მსახიობი: მის როლს მსახიობი კრისტოფერ ბეკუსი ასრულებს, რომელიც ასევე ცნობილ სერიალში დიდი პატარა ტყუილები თამაშობს.
9. პოლ ბეიტსონი
რეალური პიროვნება: 1979 წელს, პოლ ბეიტსონი ჟურნალისტის მკვლელობის გამო დააპატიმრეს, თუმცა ის მანჰენტენში მომხდარი კიდევ რამდენიმე ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. მას 20 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა 2003 წელს ციხიდან თავდებით გაათავისუფლეს. მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
მსახიობი: მის როლს მორგან კელი ასრულებს, რომელიც ასევე ოსკაროსან ფილმში წყლის ფორმა თამაშობს.
10. უეინ უილიამსი
რეალური პიროვნება: უეინ უილიამსი ორი ადამიანის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ და ამავდროულად კიდევ რამდენიმე ბავშვის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. ის დღემდე ჯორჯიის შტატში 50 წლიან სასჯელს იხდის.
მსახიობი: მის როლს ფილმიდან Service to Man და სატელევიზიო შოუდან Unforgettable ცნობილი მსახიობი, კრისტოფერ ლივინგსტონი ასრულებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები