ბახმაროს დოღი – ღონისძიება, რომელიც საქართველოს საუკეთესო ცხენოსნებს აერთიანებს
ფოტო: წყალი მარგებელია
გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ფერისცვალობის დღესასწაულზე ბახმარო საოცარი სანახაობის მასპინძელი ხდება: აქ საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდიან ცხენოსნები ტრადიციულ დოღსა და მარულაში მონაწილეობის მისაღებად.
დოღი მდინარე ბახვისწყლის კალაპოტში ღია სივრცეში იმართება. წელიწადის ამ დროს მდინარე საგრძნობლად იკლებს და მისი გადაკვეთა ადვილია. რბოლის ტრასა ორივე ნაპირს გასწვრივ მიუყვება და ორ ადგილას კვეთს მდინარეს, ბოლოს კი ბაზრის ტერიტორიაზე სრულდება, სადაც დოღის სანახავად მოსულ სტუმრებს ადგილობრივი ნაწარმის დათვალიერებისა და შეძენის საშუალება აქვთ.
დოღი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება და საკურორტო სეზონის მთავარ მოვლენას წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, არც წლევანდელი ზახფული ყოფილა გამონაკლისი. წყაროს წყალი ბახმაროსა და ნაბეღლავის მწარმოებელი კომპანიის წყალი მარგებლის ორგანიზებით, 19 აგვისტოს ბახმაროს თასი 2019 გაიმართა, რომლის საპრიზო ფონდიც 15 000 ლარი იყო.
ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, ღონისძიების პარტნიორები კი - კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი.
ფოტო: წყალი მარგებელია
სულ ოთხი გარბენი შესრულდა:
ადგილობრივი ჯიშის ცხენების გარბენში, რომელიც 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა.
მეორე გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა.
მესამე გარბენში ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ რებას ცხენოსანმა საბა ეხვაიამ "ბახმაროს თასი 2019-ში" გრან-პრი მიიღო. კლუბის ცხენმა "ლიმონამ" 4-800 მეტრიანი გარბენში გაიმარჯვა. მხედარი 2 500 ლარით დაჯილდოვდა.
2 400-მეტრიან გარბენში კლუბის კიდევ ერთმა ცხენმა "ბლექ დაიმონდმა" პირველი ადგილი მოიპოვა. მხედარი ამ შემთხვევაშიც საბა ეხვაია იყო. დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი გადაეცა.
ფოტო: წყალი მარგებელია
კომპანია გალფმა ოთხივე გამარჯვებულს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
ბახმარო
ბახმარო მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.
ნისლიანი მწვერვალებისა და ულამაზესი ალპური ზონის გამო ბახმაროს ყოველ ზაფხულს უამრავი ადამიანი სტუმრობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები