რა არ უნდა გააკეთო, თუ ნარკოტიკით ზედოზირებას შეესწარი
ფოტო: Ciril Cyriac
ნარკოტიკული ზედოზირება ინტოქსიკაციის სახეა, რომლის დროსაც ადამიანი იმაზე მეტ ნარკოტიკს იღებს, ვიდრე ამის ატანა მის ორგანიზმს შეუძლია. იგივე ეფექტი შესაძლოა ჰქონდეს არა მხოლოდ ერთი სახეობის ნივთიერების დიდი დოზით მიღებას, არამედ მის შერევას სხვა მომწამვლელ ნივთიერებებთან (მაგ. ჰეროინის მიღება ალკოჰოლთან ერთად). რა თქმა უნდა, სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას განსხვავებული ზედოზირების სიმპტომები აქვს. ეფექტური დახმარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ნივთიერების გადაჭარბებულმა გამოყენებამ გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
ყველაზე ხშირად სასიკვდილო ზედოზირების შემთხვევები ოპიოიდური ნარკოტიკული საშუალებების (ჰეროინი, მეტადონი, მორფი, კოდეინი, ფენტანილი, სუბუტექსი, სუბოქსინი, "კრაკადილი") მოხმარებისას ვითარდება. ასეთ დროს ყველაზე ეფექტური ნალოქსონის (იგივე "ნარკანის") ინექცია ან ნაზალური (ცხვირის) სპრეის გამოყენებაა. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე ხელმისაწვდომი მხოლოდ საინექციო საშუალებაა და საქართველოს კანონმდებლობით, ეს უკანასკნელიც მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციაა აღნიშნულ საშუალებაზე წვდომის გამარტივება, რაც სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ოპიატებით ინტოქსიკაციის/ზედოზირების ნიშნები
• მკვეთრად შევიწროვებული თვალის გუგები
• სუნთქვა - ნელი (10-ჯერ წუთში ან ნაკლები) და ზედაპირული, ან სუნთქვის გაჩერება
• პულსი - ნელი გულისცემა (40-ჯერ წუთში ან ნაკლები), ან გულის გაჩერება
• მკრთალი და წებოვანი კანი
• გალურჯებული ტუჩები და ფრჩხილები
• ძლიერი ძილიანობა
• გულისრევა და ღებინება
• გონების დაკარგვა - ადამიანი არ რეაგირებს ხმამაღალ მიმართვაზე
თუ ზედოზირების ფაქტს შეესწარი, აუცილებლად უნდა იცოდე, რა არ უნდა გააკეთო ასეთ დროს!
არ გადადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება!
ხშირ შემთხვევაში ზედოზირების დროს სასწრაფოს გამოძახებისგან თავს იკავებენ. მიზეზი მარტივია: პოლიციისა და შემდგომი გამოძიების შიში. 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული ექიმები განთავისუფლდნენ ზედოზირების შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებისაგან. ადრე, მიმღები განყოფილების ექიმს ამის შესახებ პოლიციისთვის უნდა ეცნობებინა. წესით აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას ზედოზირების შემთხვევებისას სასწრაფო დახმარების დროული გამოძახება უნდა წაეხალისებინა, მაგრამ პრაქტიკაში საქმე სხვაგვარადაა: სასწრაფო დახმარების მანქანას შემთხვევის ადგილზე მოსვლას ხშირად პოლიცია ასწრებს.
თუ ხედავ, რომ ზედოზირებული ადამიანი გონებას კარგავს, ჩაძახილზე არ რეაგირებს, მისი სუნთქვის სიხშირე იკლებს და იგი ზედაპირული ხდება — აღარ დააყოვნო! გამოიძახე 112!
მიუხედავად ყველაფრისა, თუ საქმე არჩევანზე მიდგება, გახსოვდეთ: სასწორის ერთ მხარეს ადამიანის სიცოცხლე დევს და მეორე მხარეს შესაძლო პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან. არჩევანი, რა თქმა უნდა, უპირობოდ ადამიანის სიცოცხლეზე უნდა გაკეთდეს.
არ დაუჭირო ენა!
ენა არავის "ეყლაპება". რეალურად ამ ტერმინით იმ მდგომარეობას აღწერენ, როდესაც მოდუნებული ენა სასუნთქ გზებს ახშობს. ასეთ დროს პირის ძალით გაღება და ენის ხელით დაჭერა არამარტო რთული, არამედ საზიანოც კი არის — შესაძლოა არასაჭირო ტრავმა მიაყენო ადამიანს და თავიც დაიზიანო.
გადაუწიე ადამიანს თავი უკან და წამოუწიე ნიკაპი — ამ დროს ენა წინ იწევა და იგი სასუნთქ გზებს ვეღარ ახშობს. ზედოზირებული ადამიანი ყბის და კბილების ტრავმას გადაურჩება, ხოლო შენ — თითებზე კბენას.
არ ჩაუდო კბილებს შორის მყარი ნივთები!
როგორც წესი, ეს ეტაპი "ენის დაჭერას" მოსდევს ქრონოლოგიურად. ხშირად ამისთვის იყენებენ დანას (სწორედ აქედან მოდის გამოთქმაც "დანა პირს არ უხსნიდა"), კოვზს, ტყავის ქამარს ან სულაც ნებისმიერ მყარ საგანს. ამ ქმედების არსი ხშირად იმით იხსნება, რომ პირღებინების შემთხვევაში ზედოზირებულმა ადამიანმა თავისუფლად შეძლოს სუნთქვა. იგივე შედეგის მისაღწევად საკმარისია მისი გვერდზე გადაბრუნება და მისი ე.წ. "უსაფრთხო პოზაში" მოთავსება.
ასეთ დროს პირნაღები მასა თავისუფლად დატოვებს პირის ღრუს და იმის ალბათობა, რომ იგი სასულე გზებში მოხვდება ძალზე მცირეა.
არ გაუკეთო კუნთში მარილწყალი!
მცდარი მოსაზრებით, ძლიერ მტკივნეულ გამღიზიანებელს ზედოზირებული ადამიანის გამოფხიზლება შეუძლია. სწორად ამ მიზანს ემსახურება კუნთში მარილწყლის გაკეთება. ეს პრაქტიკა ძალზე გავრცელებულია, თუმცა იგი სრულიად არაეფექტურია. პირიქით, ეს მანიპულაცია დიდი რისკების შემცველია — ხშირად ვითარდება ჩირქოვანი ინფექციები, რის გამოც ქირურგიული ჩარევა ხდება აუცილებელი.
არ დაალევინო ალკოჰოლი და არ მისცე სხვა ნარკოტიკული საშუალება!
ზედოზირების მართვა ალკოჰოლით და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებით მცდარად აპრობირებული მეთოდია. რეალურად ასეთ დროს ისედაც მოწამლულ ორგანიზმს კიდევ უფრო მეტად წამლავ. ამასთანავე, თუ დაზუსტებით არ იცი, რა ნივთიერების ზედოზირებასთან გაქვს საქმე, შესაძლოა ამგვარად ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად დაამძიმო, გამოიწვიო ღებინება და შემდგომ ამ ყველაფრის მართვა კიდევ უფრო მეტად გაგიძნელდეს.
მარტივად რომ ვთქვათ, ზედოზირების სამკურნალოდ ალკოჰოლის ან სხვა ნარკოტიკული საშუალების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია.
რაც უნდა გახსოვდეს!
არ დატოვო ზედოზირებული ადამიანი მარტო, აკონტროლე მისი ცნობიერება: ესაუბრე და არ მისცე დაძინების საშუალება. ყურადღება მიაქციე მისი სუნთქვის სიხშირეს და პულსს. გადაიყვანე მშვიდ და წყნარ გარემოში. მზად იყავი ყველაზე ცუდისთვის — შესაძლოა გულ-ფილტვის რეანიამაციის ჩატარების აუცილებლობის წინაშე დადგე. ამ სიცოცხლის გადამრჩენელი მანიპულაციის შესწავლა უფასოდ შეგიძლია.
გახსოვდეს, ნარკოტიკების მოხმარება სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და მათი თავიდან აცილების ყველაზე მარტივი გზა უბრალოდ ნარკოტიკის მოხმარებაზე უარის თქმა არის!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები