კიმ კარდაშიანმა რეკლამაში გადაიღო ქალი, რომელსაც ციხიდან გამოსვლაში დაეხმარა
ფოტო: MICHAEL BUCKNER / VARIETY
რეალითი შოუს ვარსკვლავმა და ბიზნესმენმა კიმ კარდაშიანმა 64 წლის ქალი სხეულის მაკორექტირებელი საცვლების რეკლამაში გადაიღო. ელის მარია ჯონსონს ნარკო-ტრეფიკინგის ორგანიზაციის საქმეებში მონაწილეობის გამო სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა მისი დანაშაული არაძალადობრივი იყო.
1996 წელს დაპატიმრებული ჯონსონი 2018 წლის ივნისში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კარდაშიანთან აუდიენციის შემდეგ შეიწყალა.
კიმ კარდაშიანი 10 სექტემბერს სხეულის მაკორექტირებელი საცვლების ხაზს, Skims-ს უშვებს. ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში კი ელის მარია ჯონსონი მონაწილეობს.
"საუკეთესო მოდელი", — დაწერა კარდაშიანმა ტვიტერზე.
მომხმარებლების ნაწილი კიმს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის იმ ქალს იყენებს საკუთარი ბიზნესის რეკლამაში, რომელსაც ციხიდან გათავისუფლებაში დაეხმარა, ნაწილი კი ამბობს, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა და ამ კამპანიაში მონაწილეობით თავად ჯონსონიც მოგებული რჩება.
"კიმ კარდაშიანმა ჩემი ისტორია გაიგო და თქვა, რომ უსამართლოდ მექცეოდნენ. მე შეწყალების შეტანის უფლებაც კი არ მქონდა და მან ჩემი თავისუფლებისთვის იბრძოლა, მე კი ისიც არ ვიცოდი, თუ ვინ იყო კიმ კარდაშიანი", — ამბობს ჯონსონი რეკლამაში. ვიდეო რგოლის ბოლოს კი დასძენს, რომ სარეკლამო პროდუქტი მას თავისუფლებას ანიჭებს.
2019 წლის დასაწყისში კიმ კარდაშიანი არაძალადობრივი, ნარკოდანაშაულის გამო დაკავებული 17 ადამიანის შეწყალებაში მონაწილეობდა.
კარდაშიანის პირადმა იურისტმა და Buried Alive Project-ის დამფუძნებელმა ბრიტანი ბარნეტმა მაშინ თქვა, რომ ამ პატიმრების გათავისუფლებაში კარდაშიანის როლი გადამწყვეტი იყო:
"კიმი ამ პროექტს აფინანსებს და ის ჩვენი კამპანიის 90 Days of Freedom [თავისუფლების 90 დღე] უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ამ კამპანიის ნაწილში, დონალდ ტრამპმა მასთან შეხვედრისას მოაწერა ხელი პირველი ნაბიჯის აქტს. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდივართ სასამართლოებში და მოსამართლეებისგან ამ პატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ".
კიმ კარდაშიანმა აპრილში, ვოგთან ინტერვიუში თქვა, რომ აპირებს იურისტი გახდეს. ამისთვის ის სხვადასხვა კურსებს გადის.
ახალ, სხეულის მაკორექტირებელი საცვლების ბრენდს კარდაშიანმა თავდაპირველად Kimono დაარქვა, რასაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან კიმონო ჰქვია იაპონიის ტრადიციულ სამოსსაც. მას შემდეგ, რაც იაპონიელმა პოლიტიკოსებმა კარდაშიანი კულტურულ მიუღებლობაში დაადანაშაულეს, მან ბრენდს სახელი შეუცვალა და Skims დაარქვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები