რა ფიქრობს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი 20 ივნისის მოვლენებზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
საკითხზე, რომლის გამოც საზოგადოების ნაწილი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვა, ახალ კანდიდატსაც იგივე მოსაზრებები აქვს.
დღეს, 5 სექტემბერს ვახტანგ გომელაურს პროგრამის წარდგენისას დეპუტატებმა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ ჰკითხეს. მან იგივე გაიმეორა, რაც მთავრობამ და განაცხადა, რომ მომხდარი სამწუხაროა, მაგრამ პოლიციის შრომა დასაფასებელია, რადგან "სახელმწიფოებრიობა დაიცვეს". მანვე, გახარიას მსგავსად, მადლობა გადაუხადა ყველა პოლიციელს იმისთვის, რომ "20 წლით უკან არ გადააგდეს მთელი ქვეყანა".
გომელაურის თქმით, როცა ყველაფერი დასრულდება მერე ადვილია საუბარი ვინ რას იზამდა იმ დროს. მისივე თქმით, გადაცდომები ცუდია, თუმცა "პოლიციელების ესმის".
"ძალიან რთული იყო ელემენტარულად. მე 26 წელია ვმუშაობ და როცა შენს მეწყვილეს ხედავ, რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, გაყავს, უკაცრავად და ფეხით თელავენ, გლიჯავენ ჩაფხუტებს, ფორმას აგლიჯავენ და ცემენ, ის ადამიანი, იქ შეიძლება, რა თქმა უნდა გადაცდომები იყო და იყო კიდევაც. პროკურატურა არსებობს, სასამართლო არსებობს და ეს მოქალაქე იქნება, თუ პოლიციელი იქნება, რა თქმა უნდა, თუ გადაცდომა იქნება, პასუხი უნდა აგოს. მაგრამ ის, რომ მოქალაქეები მართლები იყვნენ ყველა და პოილიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება ასე", — განაცხადა გომელაურმა. [სტილი დაცულია]
გომელაურმა ისაუბრა იმაზეც, რომ სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომა სპონტანური იყო, თუმცა შემდგომ განვითარებული მოვლენები და აქცია უკვე პროვოკაციული იყო. საჯარო განცხადებაში იგივეს იმეორებდა მთელი ქართული ოცნება.
"მას შემდეგ მოხდა ყველაფერი გარეთ როცა, ზოგ-ზოგიერთი ოპოზიციონერი მოუწოდებდნენ: აბა შევარდით, წავიდა. ნუ, ჩანს კადრებში ხომ, არამხოლოდ ოპერატიულში, არამედ ტელევიზიები იღებდნენ... ზოგ-ზოგიერთებს აერიათ 2003 წელი და 2019 წელი", — განაცხადა მან.
მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ძალიან მძიმე ფაქტია ხალხის დაშავება და დასახიჩრება, თუმცა პოლიციელებსაც ჰყავთ ოჯახის წევრები.
"მესმის, რა თქმა უნდა, თუნდაც იმ გოგონასი, რომ ყველას შვილები, დები და ძმები გვყავს და ყველამ ჩვენ თავზე წარმოვიდგინოთ. ძალიან მძიმეა და მიჭირს ამაზე საუბარი, ასევე გვყავს ჩვენ ძმები და დები პოლიციის თანამშრომლები და ძალოვანის თანამშრომელბი და ესეც უნდა გავითვალისწინოთ, არ შეიძლება ცალმრივი საუბარი", — აღნიშნა მან.
"გავრილოვის ღამე"
20 ივნისს რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტით გამოწვეული პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მთავრობა ამ ფაქტს ოპოზიციას აბრალებს, რასაც ოპოზიცია უარყოფს.
აქციის დაშლისას სამართალდამცავების ნაწილი დამიზნებით ესროდა აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა.
რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტით დაწყებული სირცხვილის ტალღა საზოგადოებამ გიორგი გახარიასკენ მიმართა და მისი გადადგომის მოთხოვნით უწყვეტი საპროტესტო აქციები #სირცხვილია დაიწყო. რამდენიმე ათასი, ასეული და ხანდახან ათეული ადამიანიც 76 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე რჩებოდა და ყოველდღიურად უმეორებდა გახარიას, რომ მომხდარი მისი პასუხისმგებლობაა და უნდა გადადგეს.
გახარია ამბობდა, რომ უწყებას მხოლოდ ამ საქმის გამოძიების შემდეგ დატოვებდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ის პრემიერად წარადგინეს. თავის შემცვლელად კი მან გომელაური წარადგინა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები