რეალური ადგილები ევროპიდან, რომლებიც დისნეის ანიმაციებში ვნახეთ
თუ დისნეის ფანი ხართ, მაშინ ევროპის ქვეყნები აუცილებლად უნდა მოინახულოთ, რადგან ამერიკაში შექმნილი ზღაპრული ანიმაციების უკან, ხშირად სხვა კონტინენტზე არსებული ადგილებია.
გთავაზობთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც თქვენს მოგზაურობას ჯადოსნურს გახდის.
მონ-სენ-მიშელი, საფრანგეთი / რაპუნცელი
ფოტო: Getty Images
ფოტო: Disney
ალბათ გსმენიათ, რომ საფრანგეთის საინტერესო ადგილები პარიზში არ სრულდება და ეს სნობების მოგონილი ტყუილი სულაც არაა. ციხე-სიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვანი კუნძული მონ-სენ-მიშელი ერთ-ერთი მათგანია და აუცილებლად მოგაგონებთ სასახლეს, რომელშიც რაპუნცელი 17-წლიანი ტყვეობიდან თავის დახსნის შემდეგ ბრუნდება.
ანიმატორებმა ინტერვიუში დაადასტურეს, რომ რაპუნცელზე მუშაობისას მთავარი ინსპირაცია სწორედ ეს სასახლე გახდა. იქ მისაღწევად გრძელთმიანი პრინცესა არ დაგჭირდებათ — მატარებელი პარიზიდან ციხე-სიმაგრის კარიბჭემდე 3 საათში მიგაცილებთ, გიდი კი შიგნით შეგიძღვებათ.
სეგოვია, ესპანეთი / ფიფქია და შვიდი ჯუჯა
ფოტო: Flickr
ფოტო: Disney
ფიფქიას სასახლე, სადაც ის ბოროტ დედოფალთან ერთად ცხოვრობდა, ესპანეთში მდებარეობს. ალკაზარის სასახლე ახლა მუზეუმადაა ქცეული და იქამდე მადრიდიდან მატარებლით 2 საათში მიხვალთ. მუზეუმის დამთვალიერებლებს 152-საფეხურიან კიბეზე ასვლის საშუალებაც ეძლევათ, საიადანაც გადმოხედვისას თავს დისნეის სამყაროში იგრძნობთ.
რიკვირი, საფრანგეთი / მზეთუნახავი და ურჩხული
ფოტო: Alamy
ფოტო: Disney
ეს ადგილიც საფრანგეთში მდებარეობს და იქ მისვლა მანქანით პარიზიდან 6 საათში შეიძლება. სოფელი რიკვირის მთავარი ქუჩა გახდა იმ ადგილის ინსპირაცია, სადაც ანიმაციაში ბელი მღერის, თუ როგორ დაღალა "პროვინციალურმა ცხოვრებამ". თუმცა, თუ ინსტაგრამისთვის ლამაზი სურათების გადაღება და ცოტა ხნით დისნეის ყველაზე ჭკვიანი პრინცესის ცხოვრებაში შეღწევა გსურთ, აუცილებლად მოინახულეთ რიკვირი.
წმინდა ოლაფის ეკლესია, ნორვეგია / გაყინული
ფოტო: Wikimedia
ფოტო: Disney
დიახ, ნორვეგია Frozen-ის ანიმატორების მთავარი შთაგონებაა და იმ ეკლესიასაც, რომელშიც ელზა არენდელის მეფედ აკურთხეს, წმინდა ოლაფის ეკლესია ჰქვია. ადგილს, სადაც ეკლესიაა, ბალესტრანდი ჰქვია და თუ თვითმფრინავით მგზავრობას აირჩევთ, ოსლოდან იქ 1 საათში ჩაფრინდებით.
შილონის ციხე-სიმაგრე, შვეიცარია / პატარა ქალთევზა
ფოტო: Flickr
ფოტო: Disney
სასახლე, რომელშიც არიელის დიდი სიყვარული, პრინცი ერიკი ცხოვრობდა, შვეიცარიაში, ჟენევის ტბაში მდებარეობს. სასახლესთან ახლოს პატარა სანაპიროა, ისევე როგორც დისნეის ანიმაციაში. ადგილზე ციურიხიდან 3 საათში მიაღწევთ.
დანოტარის ციხე, შოტლანდია / მამაცი
ფოტო: Flickr
ფოტო: Disney
ელინორის სამეფოში მდებარე მამაცი მერიდას სასახლის ინსპირაციას დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში იპოვით. მე-15 საუკუნეში აგებული დანოტარის ციხე-სიმაგრიდან ჩრდილოეთის ზღვის ულამაზესი ხედი იშლება. ადგილამდე ედინბურგიდან მატარებლით 2-3 საათში მიაღწევთ.
ბიგ ბენი, ინგლისი / პიტერ პენი
ფოტო: James Stringer / Flickr
ფოტო: Disney
ალბათ მხოლოდ ბიგ-ბენის სანახავად ლონდონს ცოტა თქვენგანი ეწვევა, მაგრამ იქ ყოფნისას, თუ ვეება საათს ახედავთ და ზედ ვენდის, პიტერ პენს, ჯონს, მაიკლსა და ტინკერ ბელს წარმოიდგენთ, ვინ იცის, ნევერლენდშიც კი შეიძლება მოგინდეთ წასვლა.
და თუ მაინც წახვალთ ლონდონში მხოლოდ ბიგ-ბენისთვის, გაითვალისწინეთ, რომ 2021 წლამდე ინგლისის ღირსშესანიშნაობა რესტავრაციის გამო დახურულია.
რიჯენტის პარკი, ინგლისი / 101 დალმატინელი
ფოტო: Luke Abrahams / Getty Images
ფოტო: Disney
ამ პარკში სიყვარულს ადამიანებიც პოულობენ და ძაღლებიც. გაიხსენეთ თავიდან 15 და შემდეგ 101 დალმატინელის მშობლების, პონგოსა და პერიტას და მათი პატრონების, როჯერისა და ანიტას გაცნობის სახალისო ისტორია. ასე რომ, თუ ლონდონში მხოლოდ ბიგ-ბენის სანახავად არ წახვალთ, შეძლებთ, რომ ეს ადგილიც მოინახულოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები