ობმუდსმენი: ციხეებში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკი არსებობს
ომბუდსმენი: აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციები პრაქტიკაში ზედმიწევნით შესრულდეს
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / on.ge
"პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკი კვლავაც არსებობს"-ამის შესახებ ომბუდსმენმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს, 5 მაისს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშისა და რეკომენდაციების წარდგენისას განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიების დაწყების მიუხედავად, 2015 წელს პენიტენციური დაწესებულებების არცერთი თანამშრომლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა, რის გამოც დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემის შექმნის მნიშვნელობა კვლავ დღის წესრიგშია:
"უცვლელია სახალხო დამცველის პოზიცია, რომ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას".
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ციხეებში წესრიგის დაცვა, პატიმრების მიერ ერთმანეთზე ძალადობის პრევენცია და მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების მდგომარეობასაც:
"ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მათი [პატიმრობაში მყოფი ადამიანების] კავშირი გარე სამყაროსთან უკიდურესაც შეზღუდულია, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს ეწინააღმდეგება".
კომიტეტის სხდომაზე ნანუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში გატარებული რეფორმებისა, ქვეყანაში მთავარ პრობლემად უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის არარსებობა რჩება.
ომბუდსმენმა ისაუბრა სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაზეც და იქ არსებული უმძიმესი სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის გამო მისი დახურვის რეკომენდაცია კიდევ ერთხელ გასცა.
მან ასევე განმარტა, რომ 2014 წელთან შედარებით 2015 წელს შემცირებულია პატიმრების სუიციდისა და გარდაცვალების მაჩვენებელი:
"ეს მეტყველებს პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესზე, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ მრავალი რამაა გასაკეთებელი".
გარდა ამისა, ომბუდსმენმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის არსის შეცვლა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა:
"აღარ არსებობს უწყებათა განუსაზღვრელი წრე, საიდანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განუსაზღვრელი სახისა და მოცულობის ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2016 წლის მარტში სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია ე.წ. ოდეერების არსებობის შესახებ. ამიტომ, აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციები პრაქტიკაში ზედმიწევნით შესრულდეს".
ომბუდსმენმა 2015 წელს სახალხო დამცველის ოფისში მოქალაქეების მიღებასა და მათი პრობლემების განხილვა მაღალ აქტივობად შეაფასა. მისი თქმით, აპარატმა 7 ათასამდე განცხადება დაუშვა, რაც საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელია და სახალხო დამცველის ოფისისადმი გაზრდილ მოლოდინებზე მეტყველებს.
აღნიშნული ანგარიში საქართველოს პარლამენტს 31 მარტს წარედგინა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები