ჯუნ ჰო ბონგი: მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მაყურებლის მოლოდინები თავდაყირა დავაყენო
ფოტო: IMDb
ჯუნ ჰო ბონგმა Okja-ს შემდეგ ახალი ფილმი პარაზიტი გადაიღო, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო — ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა სამხრეთ კორეაშიც, სადაც ივნისის თვეში სადისტრიბუციო კომპანია CJ Entertainment-ის გამოთვლებით, ქვეყნის მასშტაბით ფილმების გაყიდვების 47% სწორედ პარაზიტზს ეკუთვნოდა.
გთავაზობთ ფილმის რეჟისორთან, ჯუნ ჰო ბონგთან ინტერვიუს.
რას ნიშნავს ფილმის სახელი: პარაზიტი?
თავიდან ყველა ელოდა, რომ პარაზიტი უნდა ყოფილიყო სამეცნიერო ფანტასტიკა, ან ფილმი რაიმე არსებაზე. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეს სახელი ლოგიკურ კავშირს ამყარებს ჩემს ძველ ფილმთან The Host (ასე მოიხსენიებენ ხოლმე იმას, ვის ხარჯზეც პარაზიტი ცხოვრობს). მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, ამ ფილმის პროტაგონისტები ოჯახის წევრები არიან, რომლებიც რეალურ სამყაროში ცხოვრობენ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ სხვებთან ერთად თანაარსებობას, ან სიმბიოტურ ურთიერთობას შეძლებენ, თუმცა ეს არ მუშაობს. სწორედ ამიტომ, ისინი იძულებულები არიან, ჰქონდეთ "პარაზიტული" ურთიერთობა. ვფიქრობ ეს ყველაფერი ტრაგიკომედიაა, რომელიც აღწერს იუმორს, საშინელებას და სევდას, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც გინდა სხვასთან ერთად შენც ცხოვრობდე წარმატებული ცხოვრებით, თუმცა, როდესაც რეალობას შეეჩეხები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია. ფილმის სახელი ირონიულია, არ ჰგავს Memories of Murder-ის შემთხვევას, როდესაც ფილმის ორიგინალ კორეულ სახელს ასეთი კონოტაცია ჰქონდა "თბილი, სასიამოვნო მოგონებები". როგორ შეიძლება გქონდეს თბილი, ნოსტალგიური მოგონებები მკვლელობაზე? სწორედ ასეთი კუთხით აღწერს ფილმი იმ პერიოდის მოგონებებს, ჰუასეონგის სერიული მკვლელის საქმით. პარაზიტსაც აქვს სახელწოდებაში ირონიული ნიუანსი.
პარაზიტს რომელ ჟანრულ კატეგორიას მიაკუთვნებდით?
ეს ადამიანური დრამაა, რომელიც გაჟღენთილია თანამედროვე ცხოვრებით. ეს ისტორია უნიკალურ და სახასიათო სიტუაციების ჯაჭვს შეიცავს. ეს ისეთი ამბებია, რომლებიც მართლა შეიძლება რეალურ ცხოვრებაში მომხდარიყო, თავისუფლად შეიძლება ასეთი ინციდენტები ახალ ამბებში, ან სოციალურ მედიაში ნახოთ. სწორედ ამიტომ, ეს რეალისტური დრამაა, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი მექნება ვინმემ რომ კრიმინალური დრამა, კომედია, ან საშინელებათა თრილერი უწოდოს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მაყურებლის მოლოდინები თავდაყირა დავაყენო და ვიმედოვნებ, რომ პარაზიტი ამ კუთხით წარმატებას მიაღწევს.
ვინ არიან ის ოჯახები, რომლებსაც პარაზიტის ცენტრში ვხედავთ?
ისინი დაბალი ფენის ოჯახის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ნახევრად სარდაფის ტიპის ბინაში ცხოვრობენ და უბრალოდ ნორმალური ცხოვრება სურთ, არაფერი განსაკუთრებული. თუმცა ამის მიღწევაც ძნელია. ოჯახის მამის ანგარიშზე რამდენიმე წარუმატებელი ბიზნესია, დედა ათლეტი იყო, რომელსაც განსაკუთრებული წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია. შვილები უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე რამდენჯერმე ჩაიჭრნენ.
პირველი ოჯახის საპირწონედ კი მისტერ პარკის ოჯახს ვხედავთ, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიის (არანაირი კავშირი არ აქვს კორეის ჩეიბოლის ბიზნეს კონგლომერატებთან) დირექტორია. კომპეტენტური, ახლად გამდიდრებული ოჯახი, რომლის უფროსიც "ვორკაჰოლიკია". მას ლამაზი და ახალგაზრდა მეუღლე ჰყავს, სკოლის მოსწავლე ქალიშვილი და უმცროსი ვაჟი. შესაძლოა ისინი თანამედროვე ურბანული ელიტის ოთხწევრიანი ოჯახის იდეალად წარმოვიდგინოთ.
ფოტო: IMDb
გვითხარით, როგორ და რა მიზეზით შეარჩიეთ მსახიობები როლებისთვის?
ამ ფილმისთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მსახიობების შეკრება, რომლებიც ერთმანეთთან კარგად შეთამაშდებოდნენ და ეფექტურ გუნდს შეკრავდნენ, დაახლოებით ისე, როგორც ფეხბურთის გუნდში. მათ პირველივე შეხედვაზე უნდა შეექმნათ ოჯახის შთაბეჭდილება, ამიტომ ამაზე ბევრი ვიფიქრე. პირველი ვინც ავარჩიე სონგ კანგ-ჰო (მამა) იყო, შემდეგ კი ჩოი ვუუ შიკ (ვაჟი), რომელიც აქამდე ოკჯაში გადავიღე. ვიფიქრე, რომ სახალისო იქნებოდა სონგ კანგ-ჰოს გამხდარი ვაჟი ეთამაშა. ამის შემდეგ პარკ სო დამი იყო, რომეილც ჩოის ჰგავდა და მისი დის როლზე დამტკიცდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი შეკრულიყვნენ, იმისთვის რომ ეჩვენებინათ ფიზიკური კავშირი ოჯახის წევრებს შორის. რაც შეეხება მსახიობ ქალს, ძალიან მომეწონა ის ყოველდღიური სიძლიერე, რომელიც ჩენგ ჰიუეი ჯინმა ფილმში ჩვენი სამყარო აჩვენა, ამიტომ, სონგ კანგ-ჰოს ძლიერ მეუღლედ დავამტკიცე.
რაც შეეხება პარკის ოჯახს, არ მინდოდა, რომ ისეთი კლიშეებით მეჩვენებინა მაღალი კლასი, როგორც კორეულ სატელევიზიო დრამებში ხედავთ ხოლმე. პირიქით, ისეთი მსახიობები მჭირდებოდა, რომლებიც კულტურულ და კეთილ სურათს შექმნიდნენ. ჩემთვის ყოველთვის შთამბეჭდავი იყო, ლი სუნ კიუნის მრავალმხრივი შარმი, ამიტომ ის მისტერ პარკის როლზე ავიყვანე. რაც შეეხება ჩოიეო ჯეონგს, ჩემთვის ის ბრილიანტის ძალიან ღრმა საბადოა, რომელიც ჯერ ბოლომდე აღმოჩენილი არ არის. ის როლზე იმ იმედით დავამტკიცე, რომ იქნებ ამ საბადოს ნაწილი მაინც გამომეტანა სააშკარაოზე. ეს ფილმი არ არის მხოლოდ ერთ პროტაგონისტზე, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ პასუხობდნენ მსახიობები ერთმანეთს. საბოლოო ჯამში მათი ძალიან მადლიერი ვიყავი, რადგან თითოეულმა საკუთარი ნაწილი ისე ითამაშა, როგორც კარგად კოორდინირებულმა ფეხბურთის გუნდმა.
ფოტო: IMDb
თანამედროვე სამყაროს როგორი ოჯახის სურათის ჩვენება გსურთ ამ ფილმით?
ვფიქრობ, რომ იმ პოლარიზაციის და უთანასწორობის აღწერისთვის, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გრძელდება, საუკეთესო გზა სევდიანი კომედიაა. ჩვენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც კაპიტალიზმი მეფობს და სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ეს მხოლოდ სამხრეთ კორეაში არ ხდება, მთელი მსოფლიო ასეთ სიტუაციაშია, როდესაც კაპიტალისტური პრინციპები ვერ იქნება იგნორირებული. ნამდვილ სამყაროში, ჩვენი ოთხი დაუსაქმებელი ადამიანის ოჯახისა და პარკის ოჯახის ბედი ალბათ არასოდეს გადაიკვეთებოდა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც მდიდარი კლასი ღარიბს ასაქმებს, აჰყავს მასწავლებლად, ან შინამოსამსახურედ. ასეთ შემთხვევებში ისინი იმდენად ახლოს იმყოფებიან ერთმანეთთან, რომ ერთმანეთის სუნთქვაც შეიძლება იგრძნონ. ამ ფილმში, იმის მიხუედავად, რომ ბოროტი განზრახვა არცერთ მხარეს აქვს, ისინი ისეთ სიტუაციაში ექცევიან, როდესაც ფეხის პატარა დაცდენამაც შესაძლოა ბზარები და ამოფრქვევა გამოიწვიოს.
ფოტო: IMDb
დღევანდელ კაპიტალისტურ სოციუმში, არის რანგები და კასტები, რომლებიც თვალისთვის უხილავია. ამ ყველაფერს კი ჩვენ ვნიღბავთ და კლასობრივ იერარქიას ზემოდან ვუყურებთ, როგორც წარსულის რელიქვიას. თუმცა, რეალობაში არსებობს კლასობრივი ხაზები, რომლებიც ვერ გადაიკვეთება. ვფიქრობ ეს ფილმი იმ ბზარებს აღწერს, რომლებიც გარდაუვალია, როდესაც ორი კლასი თანამედროვე პოლარულ საზოგადოებაში ერთმანეთს ეჯახება.
როგორია თქვენი იმედები, რას მიიღებს მაყურებელი ამ ფილმიდან?
იმედია ფილმი მაყურებელს ბევრი ფიქრის საბაბს მისცემს. ნაწილობრივ სასაცილოა, შემზარავი და სევდიანი. თუ მაყურებელი ჭიქა სასმელის ფონზე იმ იდეების და აზრების ერთმანეთთან გაზიარებას დაიწყებს, რომლებიც ამ ფილმის ნახვისას გაუჩნდათ, სანატრელი მეტი აღარაფერი მექნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები