Fast and Furious-ის გადაღებების გამო 14 სექტემბერს თავისუფლების მოედანი გადაიკეტება
Fast and Furious-ის გადაღებების გამო ამჯერად თავისუფლების მოედანი გადაიკეტება. თბილისის მერიის ცნობით, 14 სექტემბერს 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები დაიკეტება. დამატებით, 00:00-დან დღის 12:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მონაკვეთზეც ლაღიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.
14 სექტემბერს ტრანსპორტის შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს:
- კოტე აფხაზის ქუჩიდან სოლოლაკისა და მთაწმინდისკენ გადაადგილებისთვის,შალვა დადიანისა და ივანე მაჩაბლის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები ნაწილობრივ შეიცვლება. ტრანსპორტი აფხაზის ქუჩიდან იაშვილისა და ინგოროყვას ქუჩებისკენ დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს.
- ტრანსპორტი რუსთაველის გამზირიდან ავლაბარსა და ორთაჭალაში მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოხვდება, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით, ხოლო 12:00 საათის შემდგომ, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებითაც დაუკავშირდება. მელიქიშვილის ქუჩიდან სოლოლაკის მიმართულებით, როგორც კერძო ტრანსპორტისთვის, ასევე, მიკროავტობუსებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭოველიძის, ბარნოვის, კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
- 06:00-დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები: #6, N14, N33, N42, N52, N58, N87, N88 და N150, ასევე მიკროავტობუსები ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის პანდუსის მეშვეობით უკუმიმართულებით მობრუნდებიან. 12:00 საათის შემდგომ კი ისინი რუსთაველის გამზირს გაივლიან და მოძრაობას მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაასრულებენ.
- 06:00-დან 12:00 საათამდე რუსთაველის გამზირიდან ავლაბრისა და ორთაჭალისკენ მოძრავი ავტობუსები: #31, N37 N46 და მიკროავტობუსები გაივლიან ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. ხოლო 12 საათის მერე საათის შემდგომ N31 და N37 ავტობუსები მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" მობრუნდებიან, ჩაუხვევენ ჭანტურიას ქუჩაზე, გაივლიან ვირსალაძის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რის შემდეგაც, დადგენილი სქემებით განაგრძობენ მოძრაობას. უკუმიმართულებით ისინი კოსტავას ქუჩას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან. N46 ავტობუსი კი, მოძრაობას მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" დაასრულებს.
- ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი ავტორბუსების N2, N25, N39 და N43 ასევე მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება მეტრო "ავლაბარი" იქნება. ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი N44, N80 და N102 ავტობუსები ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდეგ, ჩაუხვევენ მარცხნივ, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და კვლავ ორთაჭალისკენ იმოძრავებენ. N50, N55 და N71 ავტობუსებიც კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ანალოგიურ მარშრუტს გაივლიან.
- კოჯრის გზატკეცილიდან მომავალი ავტობუსები: N4, N10, N90, N103, N106, N112
და N124 მოძრაობას ამაღლების ქუჩის N11-თან დაასრულებენ.
აქამდე თბილისში გადაღებების გამო ჩაკეტილი იყო რუსთაველის, ვაჟა ფშაველასა და ნუცუბიძის ქუცები. გადაღებები მიმდინარეობდა ქალაქ რუსთავში.
ფილმს პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში იღებენ. საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. განკარგულება 10 ივლისით თარიღდება.პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა, XM2 UK LIMITED-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა და გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდიც დარეგისტრირდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები