სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები — როგორ დავიცვათ თავი სწორად?
ერთი შეხედვით ყველამ ვიცით, რომ აქტიური სქესობრივი ცხოვრების პირობებში, ვენერიული დაავადებებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება პრეზერვატივის გამოყენებაა. თუმცა, კონდომის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც კი სრულად დაცული არავინ არის. აქ ჩვენ მოგიყვებით, თუ რა სხვადასხვა გზები არსებობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის დასაცავად.
მამაკაცის პრეზერვატივი
მამაკაცის პრეზერვატივი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი კონდომია. ის ეფექტიანია ისეთი ვენერიული დაავადებებისგან თავდასაცავად, როგორიცაა გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი და აივ-ინფექცია. აღნიშნული დაავადებები სპერმითა და ვაგინალური სითხის მეშვეობით გადაეცემა პარტნიორს. თუმცა, არსებობს ვენერიული დაავადებები, რომლებიც ასევე კანიდან – კანზე უშუალო კონტაქტით გადაეცემა. მათგან მამაკაცის პრეზერვატივი სრულყოფილად ვერ იცავს. სწორედ ამგვარად შეიძლება დაგემართოს გენიტალური ჰერპესი, ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ინფექცია (HPV), სიფილისი და რბილი შანკრი (შანკროიდი).
როგორ უნდა მოიქცე სქესობრივი აქტის დაწყებამდე?
პრეზერვატივი სწორად უნდა შეარჩიო
- უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ლატექსზე ალერგია არ გაქვს — პრეზერვატივების უმრავლესობა სწორედ ამ მასალისგან არის დამზადებული.
- სწორად უნდა გქონდეს შერჩეული კონდომის სისქე. მაგალითად: ანალური სექსისას თხელი პრეზერვატივი არაპრაქტიკულია და მისი დაზიანების რისკი საკმაოდ მაღალია.
- სწორად უნდა გქონდეს შერჩეული კონდომის ზომა. პრეზერვატივის სიგრძეზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი მისი სიგანეა — ვიწრო კონდომით სექსი უსიამოვნოა, ხოლო განიერით — არაპრაქტიკული.
უნდა დარწმუნდე, რომ კონდომი ვადაგასული არ არის
აუცილებლად შეამოწმე ვადა შეფუთვაზე — ვადაგასული პრეზერვატივი არაეფექტიანია და მისი დაზიანების რისკი საკმაოდ მაღალია.
მზად უნდა გქონდეს ლუბრიკანტი
პრეზერვატივები ლუბრიკანტით ისედაც არის გაპოხილი, მაგრამ ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. ამის გამო მისი დაზიანების ალბათობა იზრდება. აუცილებლად გქონდეს მარაგში წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებ.
როგორ უნდა მოიქცე სექსის დროს?
სწორად გაიკეთე პრეზერვატივი
ფოტო: NSW
- შეფუთვა აუცილებლად ხელით უნდა გახსნა (კბილებით და მაკრატლით გახსნისას შეიძლება კონდომი დაზიანდეს).
- პრეზერვატივი სრულად ერეგირებულ პენისზე უნდა გაიკეთო.
- თუ წინდაცვეთა გაკეთებული არ გაქვს, კანი უნდა გადაიწიო ნახევრად ან მთლიანად და კონდომი ისე გაიკეთო.
- სპერმისთვის საჭირო რეზერვუარს უნდა მოუჭირო თითები და ამგვარად გამოდევნი ჰაერს. პრეზერვატივში ჰაერის შეპარვა მისი გახევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
- კონდომი ბოლომდე, პენისის ფუძემდე, მთელს სიგრძეზე უნდა ჩამოიცვა.
რა უნდა გააკეთო კონდომის დაზიანების შემთხვევაში?
თუ ეჭვი გაქვს, რომ სექსის დროს პრეზერვატივი დაზიანდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტო აქტი და გამოცვალო პრეზერვატივი.
უნდა გამოიყენო ლუბრიკანტი
პრეზერვატივი მუდმივად გაპოხილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ადვილად ზიანდება და სექსი არაკომფორტული ხდება.
რა უნდა გააკეთო სექსის შემდეგ?
სწორად უნდა მოიხსნა პრეზერვატივი
დიახ, პრეზერვატივის სწორად მოხსნას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება აქამდე ყველაფერი სწორად გქონდეს გაკეთებული, მაგრამ ამ ეტაპზე არასწორმა მოქმედებამ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან ვერ დაგიცვას. უპირველესად, პენისის ფუძეზე, პრეზერვატივის ძირს მჭიდროდ იჭერ ხელით, რათა თავიდან აიცილო კონდომის წაძრობა და სპერმის დაღვრა. პრეზერვატივის მოხსნა იწყება სწორედ ძირიდან (და არავითარ შემთხვევაში თავიდან!) — ესაა ის ადგილი, რომელიც ყველაზე ნაკლებად "ისვრება" სექსის დროს. ამის შემდგომ, რეკომენდირებულია ხელების დაბანა ანტიბაქტერიული საპნით.
არ უნდა დაგავიწყდეს გენიტალური ჰიგიენა
სექსის შემდეგ შხაპი (და არა აბაზანა!) ყველაზე პრაქტიკული ჰიგიენაა.
ქალის პრეზერვატივი
ქალის კონდომები არც ისე მარტივად ხელმისაწვდომია. თუმცა ვინ იცის, იქნებ ხელში მაინც ჩაგივარდეს? ამიტომ იცოდე, რომ ეფექტურობის თვალსაზრისით იგი არაფრით ჩამოუვარდება მამაკაცის პრეზერვატივს. თუმცა, მისგან განსხვავებით, კონდომის ეს ტიპი ქალმა შეიძლება სექსამდე გაცილებით ადრე გაიკეთოს და არა უშუალოდ აქტის წინ.
ქალის კონდომის მორგება ტამპონის მოთავსების მსგავსია.
ფოტო: Avert
კონდომის შიგნითა, მცირერგოლიანი ნაწილი ღრმად შედის ვაგინაში, ხოლო გარეთა, დიდრგოლიანი მხარე გარეთ რჩება. სექსის შემდეგ, გარეთა, დიდრგოლიანი ნაწილი გადაკეცე, რომ თავიდან აიცილო სპერმის გადმოღვრა, მოკიდე ხელი დიდრგოლიან ნაწილს და ფრთხილად გამოქაჩე.
მამაკაცის პრეზერვატივთან შედარებით, ქალის კონდომის დაზიანების ალბათობა შედარებით მცირეა.
ლატექსის საფენები
ლატექსის დენტალურ საფენებს (იგივე "რაბერდამი/კოფერდამი") სტომატოლოგები თავიანთ საქმეში აქტიურად იყენებენ, თუმცა იგი ასევე მოწოდებულია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისათვისაც. საქმე ეხება როგორც ორალურ სექსს (კუნილინგუსი/ანილინგუსი) ასევე ქალებს შორის ვაგინალურ სექსსაც.
ფოტო: healthline
ლატექსის საფენების გამოყენების დროს პარტნიორები მეტ-ნაკლებად დაცულნი არიან ისეთი დაავადებების გადადებისგან, როგორიც არის გენიტალური ჰერპესი და პაპილომა ვირუსით გამოწვეული ინფექცია. მისი დამზადება სახლის პირობებში, ჩვეულებრივი პრეზერვატივისგანაც შეიძლება.
ფოტო: healthline
იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგება და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრების შესახებ, ამ სტატიის წაკითხვის შემდგომ მეტი გეცოდინება. ჩვენ კი, მომავალში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციას ცალ-ცალკე და ამომწურავად მოგაწვდით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები