Bolt-ის მწვანე გეგმით ევროპაში გადაადგილება ნახშირბად-ნეიტრალური ხდება
ტრანსპორტირების წამყვანი ევროპული პლატფორმა, გამონაბოლქვის კომპენსირების გზით, ევროპაში Bolt მგზავრობებს ნახშირბად-ნეიტრალურს ხდის. ეს გახლავთ Bolt-ის გარემოს დაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი — მწვანე გეგმა.
ნახშირბად-ნეიტრალური პროექტი გულისხმობს რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტირებას, რაც კომპანიის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. ამ გზით, Bolt ევროპაში ყველაზე დიდი სატრანსპორტო პლატფორმა გახდება, რომელიც საკუთარი ინიციატივით იღებს პასუხისმგებლობას, რომ მისი მგზავრობები ნახშირბად-ნეიტრალური გახადოს.
Bolt მოახდენს გამონაბოლქვის კომპენსირებას შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ხორვატია, კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველი, უნგრეთი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
Bolt-ის მწვანე გეგმა მოიცავს გარემოს დაცვის შემდეგი მიზნების განხორციელებას:
- 2025 წლისთვის ევროპული ტრანსპორტირების სექტორში მინიმუმ 5 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის კომპენსირება;
- 2020 წლისთვის ევროპაში ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად მეტი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის კატეგორიების დამატება და მსოფლიოში Bolt-ის ოფისებთან დაკავშირებული გამონაბოლქვის კომპენსირება;
- ელექტრო სკუტერების დამატება უფრო მეტ ქალაქში და Bolt-ის მგზავრებისთვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, მოახდინონ დონაცია აპლიკაციიდან და საკუთარი წვლილი შეიტანონ აღნიშნულ ეკოლოგიურ წამოწყებაში.
რამდენიმე ესტონურ ტექნიკურ კომპანიასთან ერთად, რომლებიც დღეს ტალინის ციფრულ სამიტზე ე.წ. მწვანე ფიცს (Tech Green Pledge) დებენ, Bolt უერთდება დაპირებას შეამციროს თავისი უარყოფითი ზეგავლენა ეკოლოგიაზე და უფრო დიდი წვლილი შეიტანოს გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაწყვეტაში. ეს მოიცავს მომხმარებლების ინფორმირებას, თუ რა ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ქმედება გარემოზე.
"დავიწყოთ ფაქტებით — კლიმატის ცვლილება ჩვენი რეალობაა და სითბური გაზების ემისია ამის გამომწვევი ყველაზე დიდი მიზეზია. დღეისათვის ევროპის სითბური გაზების ემისიის 20%-ს ტრანსპორტირება ქმნის. რადგან Bolt ამ ეკოსისტემის ნაწილია, ჩვენც გვეკისრება პასუხისმგებლობა წვლილი შევიტანოთ გარემოს გაჯანსაღებაში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის რომ შემცირდეს გამონაბოლქვის გამოყოფა და ეფექტიანად მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება — იქნება ეს მგზავრობის გაზიარება, ელექტრო ავტომობილები, ველოსიპედები თუ სკუტერები. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ რომ ამ ცვლილებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ნახშირბადის კომპენსირება კი ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური გზაა, რათა ვებრძოლოთ გამონაბოლქვს. ჩვენ საშუალება გვაქვს ვიმოქმედოთ, როგორც ცვლილებების მამოძრავებელმა ძალამ ჩვენს ინდუსტრიაში და ასევე, მის გარეთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი სხვა კომპანიებისთვის, რათა ყველამ ერთად შევიტანოთ წვლილი გარემოს დაცვაში", — აცხადებს Bolt-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკუს ვილიგი.
ნახშირბადის განეიტრალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე Bolt თანამშრომლობს ისეთ ექპერტებთან, როგორიცაა Natural Capital Partners. ეს კომპანია ნახშირბად ნეიტრალური პროტოკოლის (CarbonNeutral Protocol) მეშვეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს კომპანიებისთვის უზრუნველყოფს გარანტიას, რომ მათი ნახშირბად-ნეიტრალურ ინიციატივებთან დაკავშირებული აქტივობები, ისევე როგორც თავად ბიზნესი, ოპერაციები და პროდუქტები იქნება სუფთა, გამჭვირვალე და ხარისხიანი.
"იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს გამონაბოლქვის შემცირება და გლობალური დათბობის 1.5 გრადუსამდე დაყვანა, ნახშირბად-ნეიტრალური ინიციატივა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყველა სექტორში. მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა დადებითი ზემოქმედება მოახდინოს კლიმატის ცვლილებაზე", — აცხადებს Natural Capital Partners-ის მმართველი დირექტორი საგარეო საქმეთა საკითხებში ჯონათან შოფლი.
Bolt მომსახურებას უწევს 25 მილიონ მომხმარებელს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ლიდერია ევროპასა და აფრიკაში. გასულ წელს Bolt იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც ავტომობილით და სკუტერით მომსახურება ერთ აპლიკაციაში გააერთიანა.
Bolt ტრანსპორტირების პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანია ურბანული გადაადგილება გახადოს უფრო მარტივი, სწრაფი და საიმედო.
Bolt 2013 წელს დაარსდა მარკუს ვილიგის მიერ. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტრანსპორტირების პლატფორმაა ევროპასა და აფრიკაში. კომპანიის ინვესტორები არიან: Daimler, Didi Chuxing, Korelya Capital და TransferWise-ის თანადამფუძნებელი ტაავეტ ჰინრიკუსი.
Bolt-ს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 25 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები