ჯერემი კლარკსონი გრეტა თუნბერგს "ტუტუც ბავშვს" უწოდებს, რომელიც " სკოლაში უნდა დაბრუნდეს"
მას შემდეგ, რაც 16 წლის აქტივისტი გრეტა თუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა, მის შესახებ საუბარი ერთი წამითაც არ შემწყდარა.
"როგორც ჩანს, ის ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც ნათელ მომავალზე ფიქრობს. როგორი სასიამოვნო სანახავია!", — დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
კლიმატის ცვლილებების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პრეზიდენტის სიტყვები კი გრეტამ ტვიტერის აღწერაში დაიმატა.
გრეტამ საკუთარ გამოსვლაში პლანეტის მომავალზე პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანს დააკისრა, ვინც სხდომას ესწრებოდა. მისი აზრით, პოლიტიკოსები საკმარისს არ აკეთებენ იმისთვის, რომ რეალური ცვლილებები დავინახოთ. Top Gear-ის ყოფილი წამყვანის, ჯერემი კლარკსონის აზრით კი, თინეიჯერმა გრეტამ უნდა გადაიაზროს ყველაფერი, რაც მას წინა თაობებმა მისცეს.
"ჩვენ მოგეცით მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და ინტერნეტი. ჩვენ შევქმენით სოციალური მედია, რომელსაც ყოველდღიურად იყენებ და ჩვენ გამოვყავით ამისათვის ფინანსები. გათამამებულო ბავშვო, როგორ ბედავ და ლექციებს გვიკითხავ", — განაცხადა BBC-ის ყოფილმა წამყვანმა.
"როგორ ბედავ, რომ აშშ-ში იახტით მოცურავ, რომლის აგებაც ის 15 მილიონი ფუნტი დაჯდა, რომელიც შენ არ გამოგიმუშავებია და რომელსაც სარეზერვოდ დიზელის ძრავიც ჰქონდა, რომელიც არ გიხსენებია", - თქვა ტელეწამყვანმა The Sun-თან, - "ცოტა ხნით დაფიქრდი, რა მშვიდად გძინავს ღამით, როცა იცი, რომ უფროსები შვედეთის სამხედრო თვიმფრინავებს აგებენ და აუმჯობესებენ იმისთვის, რომ შენ იყო უსაფრთხოდ".
კლარკსონს კლიმატურ ცვლილებებში ეჭვი არ შეაქვს. მისი აზრით, პლანეტა ნამდვილად საფრთხის ქვეშაა და რაიმე უნდა მოხერხდეს, სანამ წარმოუდგენელი კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით. ამის მიუხედავად, მისი აზრით, გრეტა სკოლაში უნდა დაბრუნდეს და უკეთ მოუსმინოს საბუნებისმეტყველო საგნებს.
"საბოლოოდ ამ პრობლემებს მეცნიერება გადაჭრის და არა მოღუშვა და ყოველ ხუთ წუთში ბრალდებების სროლა. ათასობით ადამიანი, რომელსაც ბრალი დასდე, სწორედ იმის გაკეთებას ცდილობს ყოველდღიურად, რაც შენ გინდა", - მიმართავს კლარკსონი თუნბერგს, - "ასე რომ, კარგი გოგო იყავი, კეთილი ინებე და სკოლაში დაბრუნდი".
გრეტას გამოსვლა გაეროში:
"ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში გაკვეთილებს უნდა ვესწრებოდე. თქვენი ფუჭი საუბრით მომავალი და ბავშვობა წამართვით. მასობრივი გადაშენება იწყება, მაგრამ ერთადერთი რაზეც საუბრობთ, ფული და ზღაპრებია უსასრულო ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ!"
აღსანიშნავია, რომ ჯერემი კლარკსონი 2002 წლიდან გადაცემა Top Gear-ის წამყვანი იყო. თუმცა, 2015 წელს, მას შემდეგ, რაც კლარკსონმა ერთ-ერთ პროდიუსერს შეურაცხყოფა მიაყენა, BBC-იმ ის სამსახურიდან გაუშვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები