აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობოებს მიმართავს
ფოტო: აჭარის ტელევიზია
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა სპეციალური განცხადებით აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. მათი განმარტებით, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დგას.
განცხადებაში განხილულია ტელევიზიის ყოფილი დირექტორის გადაყენება და ახალის არჩევის რამდენიმე უშედეგო მცდელობა. თანამშრომლები აცხადებენ, რომ 6 თვე, სანამ ეს პროცესები გრძელდებოდა, მათ შეძლეს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, თუმცა ახლა განსხვავებული ვითარებაა.
ამის ერთ-ერთი არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ დირექტორის შესარჩევი კონკურსი დაინტერესებული მხარის, გიორგი კოხრეიძის მიმართვის გამო შეაჩერა სასამართლომ, მაშინ, როცა ნათია კაპანაძის იგივე მიმართვა არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა გასდის, თანამშრომლები აცხადებენ, რომ ახალ საბჭოში უმრავლესობა ქართული ოცნების კვოტით შევა, რაც ხელისუფლების მიმართ ლოიალობას გაზრდის.
"მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორის შესარჩევ სამივე კონკურსში იგრძნობოდა პოლიტიკური ძალების ინტერესი. მეოთხე კონკურსი შესაძლოა დასრულებულიყო შედეგით, რადგან მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილმა არ გამორიცხა დირექტორის არჩევის შესაძლებლობა. მისი შეჩერებით პროცესის დასრულებამდე მიყვანას ხელი შეუშალეს, ინსტრუმენტად, ჩვენი აზრით, სასამართლო ხელისუფლება გამოიყენეს", — აცხადებენ ისინი.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე თანამშრომლები მოუწოდებენ დიპლომატიურ კორპუსს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეს ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი 24 სექტემბერს შეაჩერა. კონკურსის შეჩერების განჩინება სასამართლომ გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე გამოსცა. ის ასაჩივრებს ერთ-ერთი მრჩეველის, ბეჟან გობაძის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას.
"ის მიიჩნევს, რომ ხმათა უმრავლესობა, მრჩეველების 2 ხმა, განმეორებით კენჭისყრაზე მან მიიღო და ბათილად უნდ გამოცხადდეს გადაწყვეტილება, კონკურსის ჩაშლის თაობაზე", — ვკითხულობთ აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე.
ბოლო მცდელობისას საბჭოს ერთმა წევრმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ერთი წევრი კი არ ესწრებოდა. შედეგად ხმები ორივე ტურში ასე გადანაწილდა: გიორგი კოხრეიძე — 2 და თინა ცისკარაძე —1. ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო დამსწრეთა ნახევარზე მეტის ხმა, ამიტომ კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
აღსანიშნია ისიც, რომ გიორგი კოხრეიძე მანამდე გამოცხადებულ ორივე კონკურსში მონაწილეობდა, მაგრამ საბჭოს არცერთ წევრს მისთვის ხმა არ ჰქონდა მიცემული.
ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში
არხის დირექტორი სამი თვეზე მეტია ვერ შეარჩიეს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ პროცესს ფარსი უწოდა და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო პოლიტიკურად მართულობაში დაადანაშაულა.
მისივე განცხადებით, ყოფილი დირექტორის გადაყენებიდან მალევე მიუგზავნეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ურჩევდნენ დირექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.
ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად კონკურსი მეოთხედ იყო გამოცხადებული. წინა სამ მცდელობაზე მრჩეველთა საბჭოს ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.
19 აპრილს ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.
იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა. პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში.
ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები