გიგი უგულავა

30 Sep. 2019, 15:20

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ბოლო სამ თვეში ჩვენ ვნახეთ საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირებისა და აბუჩად აგდების, მე ასე დავარქმევდი, სამი შემთხვევა. 

პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალბატონო ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე ჯვრით მომავალი ხელში — ფარისევლობა #1.

მეორე ვიხილეთ ლევან ვასაძე, რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა ისე დაიარებოდა ქუჩაში — ფარისევლობა და მავნებლობა #2. 

გუშინ ვიხილეთ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახებლად — ფარისევლობა #3.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს. მთავარი არხის ეთერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მორწმუნეა და ჯვარს ატარებს, რისი ჩვენებაც სცადა. მანვე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიასგან ფუნდამენტურად განასხვავებს და ბოკერია ტრადიციებისგან დისტანცირებაში დაადანაშაულა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…