რას ამბობენ GUCCI-ს ახალ ჩვენებაზე — საზღვარგარეთ VS საქართველოში
მილანის მოდის კვირეულზე გამართულ GUCCI-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებამ საზოგადოებისგან ორაზროვანი გამოხმაურება მიიღო. მათ შორის ამ ფაქტმა დიდი დაინტერესება საქართველოშიც გამოიწვია, თუმცა განსხვავებული აქცენტებით.
რამ მიიქცია საერთაშორისო მედიის ყურადღება?
ჩვენებაზე ერთ-ერთი წამყვანი ხაზი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებისთვის დამახასიათებელი უნიფორმები იყო - თეთრი კოსტიუმები, შემბოჭავი პერანგები და მჭიდროდ მოჭერილი ქამრები. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა საჯაროდ მოდელმა აეშა ტან-ჯოუნსმა, როდესაც პოდიუმზე გამოსვლისას მაყურებლების წინ ხელები აღმართა და ხელისგულებზე დატანილი წარწერა გამოაჩინა:
"ფსიქიკური ჯანმრთელობა მოდა არ არის".
ფოტო: Jacopo Raule
ჩვენების შემდეგ მოდელმა თავის ინსტაგრამ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც უფრო ვრცლად ახსნა თავისი ქმედების მიზანი:
"როგორც ხელოვანისთვისა და მოდელისთვის, რომელსაც თავადაც გამოუცდია მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები; ასევე, როგორც იმ ადამიანების ოჯახის წევრისთვისა და ახლობლისთვის, რომლებზეც დეპრესიამ, შფოთვამ, ბიპოლარულმა აშლილობამ და შიზოფრენიამ დიდი გავლენა იქონია, ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც ისეთმა დიდმა სამოდელო სახლმა, როგორიცაა GUCCI, წუთიერი ყურადღების მისაქცევად მსგავს ხერხს მიმართა".
ამ განცხადებას მედიაში იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მალევე სამოდელო სახლის კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემაც გაავრცელა განცხადება, რომელიც ირიბად სწორედ მოდელის პროტესტის ერთგვარი პასუხი იყო:
"კონცეფციაზე მუშაობისას ადამიანებსა და უნიფორმებზე ვფიქრობდი. უნიფორმა გბოჭავს და გზღუდავს - ის გართმევს პიროვნულობას და გაიძულებს დინებას მიჰყვე".
ფოტო: Victor Boyko / Getty Images
მიკელემ ისიც განაცხადა, რომ ეს უნიფორმები მხოლოდ ერთგვარი პოლიტიკური გზავნილისთვის შექმნა და ისინი არ გაიყიდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებაზე ოთხმოცდაათამდე კოსტიუმი იყო წარმოდგენილი.
რაზე წერდა ქართული მედია?
ამ ერთი მხრივ სკანდალურმა მოვლენამ, რომელმაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მსგავსი მნიშვნელოვანი პრობლემის კომერციალიზაციის საფრთხეზე გააკეთა აქცენტი, მოდის ინდუსტრიის ფარგლებს გარეთაც გამოიწვია მწვავე განხილვები. ამ ფაქტით ქართული მედიაც დაინტერესდა, თუმცა არანაკლები ყურადღება დაუთმო სხვა დეტალსაც - შოუში სომეხი გოგოს გამოჩენას.
ფოტო: Filippo Fior
არმინე არუთინიანი 23 წლის დიზაინერი და მხატვარია, რომელიც ერევანში ცხოვრობს. ის არ არის პროფესიონალი მოდელი და GUCCI-ს ჩვენებაზეც პირველად წარსდგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტით საერთაშორისო მედია დიდად არ დაინტერესებულა და სხვათა შორის, არც სომხურ გამოცემებს მიუქცევიათ დიდი ყურადღება (რაშიც მარტივად დარწმუნდებით, თუ მის შესახებ ინტერნეტში სანდო წყაროების მოძიებას ეცდებით), მის შესახებ ბოლო დღეებში ქართულ ონლანგამოცემებსა თუ სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ.
განხილვის მთავარი საგანი არმინეს "უჩვეულო" გარეგნობა აღმოჩნდა: ბევრის აზრით, ის არანაირად არ შეეფერებოდა სილამაზის სტანდარტებს და ამასთან დაკავშირებით სიამაყით არაერთი ხუმრობაც მოიფიქრეს. ამ შეფასებების შთამაგონებელი პირველ რიგში სწორედ მოდის ინდუსტრიაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ამკვიდრებდა სილამაზის ხშირ შემთხვევაში სრულიად მიუღწეველ ტენდენციებს, რის გამოც ადამიანების უმეტესობისთვის ბუნებრივად დამახასიათებელი სხეულის განხვავებული ფორმები, ნაკვთები თუ ზომები ავტომატურად "სიმახინჯედ"' ითვლებოდა. ამას ცხადყოფს კიდეც ბოლო წლებში ბულემიის, ანორექსიისა თუ სხვა კვებითი დარღვევებისა და პლასტიკური ქირურგიის წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელი: ადამიანებს აღარ აკმაყოფილებთ საკუთარი სხეული და ყველაფერს აკეთებენ, რომ სილამაზის სტანდარტების მიხედვით აღიარებული სასურველი ფორმები შეიძინონ.
მოდელები GUCCI-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე.
ფოტო: Getty Images Europe
ამის მიუხედავად, ვისაც მოდის ბოლოდროინდელი ტენდენციებისთვის ერთხელ მაინც შეუვლია თვალი, იცის, რომ მოდის სამყარომ საკუთარი თავის უარყოფა დაიწყო: ახლა მოდური სწორედ მანამდე მკაცრად შექმნილი წესების რღვევა და დაუნდობელ სტანდარტებთან დაპირისპირებაა.
დღეს დიზაინერისა და მოდის სახლის გაბედულ ხედვაზეა დამოკიდებული, თუ რა ჩაითვლება "სილამაზედ": პოდიუმისთვის უკვე მანამდე უპირობოდ აკრძალული ჭარბწონიანი მოდელებიც კი აღარ არის გასაკვირი. თუმცა, მოდის ინდუსტრია მაინც არ გამხდარა ყველასა და ყველაფრის მიმართ სოლიდარული და ასეც რომ ყოფილიყო, ასე უცებ ვერ გაქრებოდა წარმოუდგენელი ძალაუფლების მქონე მჩაგვრელი წარმოდგენები მხოლოდ იმ "ერთადერთ" და "ჭეშმარიტ" სილამაზეზე, რომლის ფლობის უფლებაც რჩეული უმცირესობის ხვედრია. სწორედ ამის ნათელი მაგალითია არმინე არუთინიანის ირგვლივ ქართულ მედიაში ატეხილი ისტერია, რომელსაც არმენოფობიაც შეერწყა: სტანდარტული ფემინური სილამაზისთვის არადამახასიათებელი ნაკვთები სომხური წარმოშობის "ულამაზობას" დაბრალდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები