მეგან მარკლი პირადი წერილის გამოქვეყნების გამო ბრიტანულ ტაბლოიდს უჩივის
ფოტო: Getty Images
სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ბრიტანული ტაბლოიდის, Mail-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. სამეფო ოჯახის წევრების თქმით, მედია გამოცემამ პირადი წერილები უკანონოდ გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებულ განცხადებაში პრინცმა ჰარიმ აღნიშნა, რომ მას და მეგანს შეუვალი პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედება უწევთ:
"მე დავკარგე დედა და ახლა ვუყურებ, როგორ აქცევენ ჩემს ცოლს მსხვერპლად იგივე გავლენიანი ძალები".
თავად ტაბლოიდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამოცემა თავისი სტატიის დაცვას აპირებს. წერილი, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, სასექსის ჰერცოგინიამ მამას, ტომას მარკლს, 2018 წელს, ჰარისთან ქორწინების შემდეგ მისწერა.
ჰარიმ მეგანისადმი მედიის დამოკიდებულება პრინცესა დაიანას მიმართ თავდასხმებს შეადარა და თქვა, რომ მისი უდიდესი ისტორიული შიში მეორებოდა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჰარი და მეგანი მიღებულ კომპენსაციას იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შესწირავენ, რომლებიც ბულინგის წინააღმდეგ მოქმედებენ.
რა თქვა პრინცმა ჰარიმ
შესაძლოა ეს ქმედება არაა უსაფრთხო, მაგრამ სწორია", — ამბობს ჰარი და დასძენს, რომ ის და მეგანი მედიის დამოუკიდებლობას პატივს სცემენ. სასექსის ჰერცოგი წერილში აცხადებს, რომ ტაბლოიდში გამოქვეყნებულ მისი ცოლის წერილში ტექსტი ისე იყო შეცვლილი, რომ ის უარყოფითად გამოჩენილიყო.
გთავაზობთ ჰარის წერილიდან მნიშვნელოვან ნაწილებს:
სამწუხაროდ, ჩემი ცოლი ბრიტანული ტაბლოიდის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია. ესაა უმოწყალო კამპანია პიროვნების წინააღმდეგ, რომელიც არ ცნობს შედეგებს და რომელიც ბოლო წლის განმავლობაში გამძაფრდა, მაშინ როცა ის ორსულად იყო და მაშინაც, როცა ის ჩვენს ახალშობილზე ზრუნავდა.
ასეთ შეუვალ პროპაგანდას ადამიანი ეწირება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის აშკარად ყალბი და ბოროტი განზრახვისაა. და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მამაცი სახით ვეგებებით, ვერ აღვწერ, თუ რამდენად მტკივნეული იყო ის.
ჩვენ საშუალება არ გვქონდა შეგვეჩერებინა უწყვეტი არასწორი ინტერპრეტაციები. ისინი ხან პოზიტიურ ჭრილში აშუქებდნენ მას, ხან პირიქით — ყოველ დღე ქმნიდნენ ახალ ცრუ ამბებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დეკრეტული შვებულების დროს ის საჯაროდ აღარ ჩანდა. თუმცა ის იყო იგივე ქალი, რომელზეც ერთი წლის წინ ვიქორწინე და იგივე ქალი, რომელიც აფრიკის ტურნეზე იხილეთ.
ორმაგი სტანდარტი მედიისთვის ის თამაშია, რომელში მონაწილეობა ჩვენ არასდროს გვსურდა. მე მისი [მეგანის] ტანჯვის მდუმარე მოწმე ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში და ახლა ჩრდილში ყოფნა და არაფრის კეთება ჩემი რწმენის ღალატი იქნება.
ჩემი უდიდესი შიში ისტორიულად მეორდება. ერთხელ უკვე ვნახე, რა დაემართა ჩემს საყვარელ ადამიანს, რომელსაც აღარ ეპყრობოდნენ, როგორც პიროვნებას. მე დავკარგე დედა და ახლა ვუყურებ, როგორ აქცევენ ჩემს ცოლს მსხვერპლად იგივე გავლენიანი ძალები.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ და შესაძლოა ეს არ ჩანს, მაგრამ ის ძალიან გვჭირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები