ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად ცომს ზელს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტელეკომპანია პირველი
გადაცემა რეაქციის წამყვანი ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში ცომს ზელს. ამ ფორმით გააპროტესტა მან მოძრაობა ლელოს დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სექსისტური განცხადება და ზოგადი სტერეოტიპული გარემო, რომელიც ქვეყანაშია.
"მინდა მარტივად გიჩვენოთ, ბატონებო, როგორ ვმუშაობთ და როგორ ვცხოვრობთ ჩვენ ქალები. ახლა საგანგებოდ მაქვს სტუდიაში წამოღებული, ისე, უბრალოდ, ილუსტრაციისთვის. რა თქმა უნდა, წინსაფარი არ მქონდა იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რომ დღეს ამ თემაზე მომიწევდა საუბარი.
მინდა, რომ, უბრალოდ, გაჩვენოთ, როგორი მარტივია, როდესაც ქალი ჯერ ცომს მოზელს, შემდეგ ხაჭაპურს გამოაცხობს, ან რაიმე სხვას და ამის შემდეგ მოვა სამსახურში და იმ პოლიტიკოსების საქმიანობის გაშუქებას დაიწყებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი დღის განმავლობაში.
მოკლედ, ჩემი დილა იწყება ხოლმე ასე: ვიღვიძებ, ვიწყებ სახლის საქმეების კეთებას, თუ საჭიროა, ცომის ამოზელვაზეც არ ვამბობ უარს. როდესაც, სამზარეულოს საქმეებს მოვრჩები ხოლმე ვალაგებ სახლს, ვემზადები და ამის შემდეგ მოვდივარ სამსახურში, ბატონებო, რომლებსაც გგონიათ, რომ ქალი მხოლოდ "კუხნაში" უნდა იყოს. როდესაც ცომს ვზელ, ამ დროს ვფიქრობ ხოლმე ჩემი გადაცემის თემებზე და იმაზე, თუ რა კითხვა უნდა დავუსვა გადაცემის რესპონდენტებს.
სამსახურში მოვდივარ, სტუდიაში შევდივარ. მშვიდად ვარ იმით, რომ სახლში ყველაფერი წესრიგში მაქვს და ვამბობ: საღამომშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს წარმოგიდგენთ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. აი, ასეთები ვართ ქალები საქართველოდან", — განაცხადა მან.
დღეს, 3 ოქტომბერს თიბისი ჯგუფისა და მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის გასაკრიტიკებლად სექსისტური გამონათქვამი გამოიყენა.
"მაია ცქიტიშვილს, წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი მას რა გამოცდილება ჰქონდა წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ..."
პასუხად ცქიტიშვილმა თქვა, რომ ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად აცხობს ხაჭაპურს და კარგად აკეთებს მის საქმეს. მან ახალგაზრდა გოგოებს მოუწოდა, არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებსა და დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რაც უყვართ და მიხედონ თავის ოჯახსა და ქვეყანას.
ამავე თემაზე:
- თანასწორობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია — ხაზარაძე სექსისტური განცხადების შემდეგ
- გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გამოყო — წულუკიანი ხაზარაძეს
- ომბუდსმენი მოუწოდებს ხაზარაძეს, პოლიტიკური საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს
- სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებას გაემიჯნა, ირაკლი ღარიბაშვილისას — არა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები