ნახეთ Breaking Bad-ის ფილმის, El Camino-ს პირველი შეფასებები
ფოტო: Netflix
შენიშვნა: სტატია არ შეიცავს ეპიზოდურ სპოილერებს, თუმცა კინოკრიტიკოსების შეფასებებმა, შესაძლოა, ფილმზე წარმოდგენა წინასწარ შეგიქმნან.
Breaking Bad სატელევიზიო შოუების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩული სერიალია და მან მილიონობით მაყურებელს შეაყვარა თავი. ეს საკულტო სატელევიზიო შოუ ბოლო, მეხუთე სეზონით 2013 წელს დასრულდა და მას შემდეგ ერთგული მაყურებლები მუდმივად ელოდნენ ნებისმიერ იმედისმომცემ სიახლეს.
ერთგული ფანების მოლოდინი 2019 წლის ზაფხულის ბოლოს გამართლდა და Breaking Bad-ის შემქმნელებმა სასიხარულო სიახლე გვაუწყეს: უკვე ყველასთვის ნაცნობი სიუჟეტის განვითარებას ერთ ფილმად გადაიღებდნენ. მართლაც, სულ რამდენიმე დღის წინ, 11 ოქტომბერს ნეტფლიქსზე ნანატრი ფილმის, El Camino-ს პრემიერა შედგა და მის შესახებ მთელს მსოფლიოში უკვე აქტიურად ლაპარაკობენ.
ახლა სწორედ რამდენიმე კინოკრიტიკოსის შეფასებას შემოგთავაზებთ, რაც მეტ-ნაკლებად წარმოდგენას შეგიქმნით ფილმის მიმართ მაყურებლების ზოგად დამოკიდებულებაზე:
პოლ მაკინსი, The Guardian: "რეჟისორი კვლავ წარმატებულად ახერხებს, რომ მაყურებლების ყურადღება ეკრანებზე არ მოადუნოს"
"ფილმის სიუჟეტური თხრობა საინტერესო სტრუქტურითაა აგებული და ის ერთი მხრივ აცამტვერებს იმ მოლოდინებს, რასაც ფილმის გამოსვლამდე მარკეტინგული კამპანიით გვიქმნიდნენ. ვინს გილიგანი, რომელიც ერთდროულად ამ ფილმის სცენარისტი და რეჟისორია, კვლავ წარმატებულად ახერხებს, რომ მაყურებლების ყურადღება ეკრანებზე არ მოადუნოს. თუმცა, თავისი სტილისა და შინაარსის მიუხედავად, El Camino სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდს უფრო ჰგავს და ვიდრე დამოუკიდებელ, სრულყოფილ ფილმს. მისი სიუჟეტი ძალიან ფრაგმენტულია, რის გამოც თუ მანამდე Breaking Bad-ის ჯამში 62 საათის ხანგრძლივობის ხუთი სეზონი არ გინახავთ, ამ ფილმით გაგიჭირდებათ სიამოვნების მიღება".
ფოტო: Netflix
ჰიუ მონტგომერი, BBC: "ეს არის ყველაზე მოსაწყენი და სულელური რამ, რისი ნახვაც კი ეკრანზე შეიძლება"
"ამ ფილმმა სერიალს რეპუტაცია შეულახა და მხოლოდ მისი ცუდი ასპექტების მოსაგონებლად თუ გამოდგება. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ის არც დამოუკიდებელი კინოა - ის უბრალოდ ერთმანეთზე გადაბმული ორი მოსაწყენი ეპიზოდია. ეს სრული არარაობაა და მისი ყურება კიდევ - დროის ფუჭად ხარჯვა. თუ ბოლო პერიოდში ტელევიზია "ახალ კინოდ" მოგვევლინა, ხოლო კინომ ძირითადად სუპერგმირებისა და დისნეის სამყაროში გადაინაცვლა, El Camino სულ სხვა განზომილებას გვთავაზობს: ეს არის ყველაზე მოსაწყენი და სულელური რამ, რისი ნახვაც კი ეკრანზე შეიძლება".
ფოტო: Netfix
სონია სარაია, Vanity Fair: "სერიალში ჯესი პინკმენი ვოლტერ ვაითის ისტორიის ერთგვარი დანამატი იყო, ამ ფილმში კი მთავარი ფოკუსი სწორედ ჯესისკენაა მიმართული"
"გილიგანმა კვლავ დაამტკიცა, რომ ამ სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელია და თუ Breaking Bad-ს დასრულების შემდეგ ერთგვარი ეპილოგი უნდა ჰქონოდა, El Camino მშვენიერი ფინალური აკორდი გამოდგა. სერიალში ჯესი პინკმენი ვოლტერ ვაითის ისტორიის ერთგვარი დანამატი იყო, ამ ფილმში კი მთავარი ფოკუსი სწორედ ჯესისკენ იყო მიმართული - მშობლებისგან დაშორება, მეგობრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და უსაზღვრო ემპათია უმწეო ადამიანების მიმართ. ეს ყველაფერი კი აარონ პოლს დაეხმარა, რომ თავისი როლი შესანიშნავად შეესრულებინა".
ფოტო: Netflix
ლიზ შენონ მილერი, The Verge: "ეს არის ისტორია ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც გზიდან არასწორად გადაუხვია"
"ჯესი პინკმენს, ალბათ, არასდროს მიეცემოდა შესაძლებლობა, რომ სარკეში შეეხედა საკუთარი თავისთვის და რაც წარსულში ჩაიდინა, ყველაფერი სრულად გახსენებოდა. თუმცა, ის იმედი მაინც არსებობს, რომ, შესაძლოა, ჯესის წარსულში ვიღაცამ მაინც შეძლოს მისი მომავლის შეცვლა. El Camino-ში რეჟისორმა და სცენარისტმა, გილიგანმა, მართალია, შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც სწორედ ეს იდეა გააჟღერა. ეს ერთი შეხედვით სპეციფიკური ისტორიაა ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც გზიდან არასწორად გადაუხვია, თუმცა, ამავდროულად, მისი სათქმელი საყოველთაო და უნივერსალურია".
ფოტო: Netflix
დენიელ ფინბერგი, Hollywood Reporter: "კი, ის გადარჩა, მაგრამ რის ფასად?"
"ამ ფილმის გადაღების საჭიროება იმაში მდგომარეობდა, რომ Breaking Bad ძირითადად მხოლოდ ვოლტერ ვაითის ისტორიაზე იყო ორიენტირებული და ფინალიც მისი ამბის დასასრულით შემოიფარგლა. როგორც ჩანს, ერთხელაც გილიგანმა გააცნობიერა, რომ სერიალის სიუჟეტი ვაითის ისტორიით იკვრება, მაგრამ მისი ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ნამდვილად ეკუთვნის ჯესის. ამას კი მხოლოდ მაშინ მიხვდები, როცა სერიალს სრულად ნახავ ან შემდეგ კიდევ ხელახლა უყურებ. ჯესი პინკმენმა ეს ნამდვილად დაიმსახურა. კი, ის გადარჩა, მაგრამ რის ფასად?"
ფოტო: Netflix
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები