როგორ შეგიძლია გახდე ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2019
ფოტო: MDF
თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის მოძიება პრობლემას აღარ წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყოდით ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტირებაზე. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რეალური და გამოგონილი ამბების გარჩევა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. ამ გამოწვევამ კი გააჩინა გარკვეული ცოდნით "შეიარაღების" აუცილებლობა. ამ ცოდნას მედიაწიგნიერება ჰქვია.
"სოციალურმა მედიამ წაშალა ზღვარი ტრადიციულ ჟურნალისტიკასა და ახალ ჟურნალისტიკას შორის, დღეს, პრაქტიკულად, ყველა არის ჟურნალისტი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველამ გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება არასანდო, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ასეთი შინაარსის მასალების აკრძალვის ალტერნატივა არის მედიის მომხმარებლების მომზადება, როგორ გაფილტრონ ყალბი ინფორმაცია, რომელიც აღვივებს შუღლს ადამიანებში და შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტებიც კი, როგორც ვნახეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ან პოსტსაბჭოთა სივრცეში", - ამბობს მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი.
მედიაწიგნიერება ახალგაზრდებს ეხმარება, გახდნენ მედიის აქტიური, ჩართული მომხმარებლები.
ფოტო: Jane Song
მედიის განვითარების ფონდი MDF უკვე წლებია, მედიაწიგნიერების ამაღლებაზე მუშაობს: ტრენინგები საქართველოს მასშტაბით, გრძელვადიანი სასწავლო კურსი თბილისში და სასწავლო თუ პროფესიული ლიტერატურის შექმნა - ეს ორგანიზაციის საქმიანობის არასრული ჩამონათვალია.
ახლა კი იმ ახალგაზრდების წახალისების დროც მოვიდა, რომლებმაც უკვე გაიღრმავეს ყალბი ამბების აღმოჩენის უნარები. წელს MDF და ფაქტების გადამოწმების პორტალი მითების დეტექტორი 2019 წლის "ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდას" ქვიზების კონურსის გზით გამოავლენენ.
"ეს კონკურსი იქნება ერთგვარი სტიმული, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ და გამოსაცდონ თავისი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით. ქვიზები მეტ მოტივაციას აძლევს ადამიანს და დამოუკიდებლად შეუძლიათ შეამოწმონ თავისი თავი და ასე ფართო აუდიტორიაზე შეგვიძლია გასვლა", - აცხადებს On.ge-სთან საუბარში თამარ კინწურაშვილი.
როგორ შეგიძლია გახდე 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა?
ფოტო: Jane Song
- პირველ რიგში, დარწმუნდი, რომ შენი ასაკი 17-დან 28 წლამდეა;
- 27 ოქტომბრამდე დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე შემდეგ მისამართზე: millab.ge
- 27 ოქტომბერს, 12 საათზე მონაწილეობა მიიღე ქვიზების კონკურსში, რომელიც დისტანციურად, ონლაინ გაიმართება;
- უპასუხე შეკითხვებს და დაელოდე შედეგების გამოცხადებას.
კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 3 გამარჯვებულს გამოავლენს:
ფოტო: MEG
- 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ახალგაზრდა ანაზღაურებად, ერთთვიან სტაჟირებას მითების დეტექტორის რედაქციაში გაივლის;
- მე-2 ადგილზე გასული კი - On.ge-ს რედაქციაში.
- მე-3 ადგილზე გასული ForSet-ისგან DataFest-ის ბილეთს მიიღებს საჩუქრად.
საუკეთესო შედეგის მქონე სამივე ახალგაზრდას საჩუქრად ციფრული ტექნიკა და სერტიფიკატები გადაეცემათ.
2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის დასახელება და გამარჯვებულთა დაჯილდოება ნოემბერში სპეციალურ საზეიმო ცერემონიალზე მოხდება, რომელზეც MDF-სა და ForSet-ის ერთობლივი ახალი ონლაინ თამაშის პრეზენტაციაც გაიმართება.
კონკურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით იმართება. კონკურსის პროგრამულ მხარდაჭერას ForSet-ი, ხოლო საინფორმაციოს - On.ge უზრუნველყოფენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები