დღეს ქამინგ აუთის საერთაშორისო დღეა
11 ოქტომბერი ქამინგ აუთის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1988 წელს ორი აქტივისტის რობერტ აიჩბერგისა და ჯეინ ოლირის მიერ დაარსდა.
აიჩბერგის სიტყვები: "ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ არავის იცნობს გეის ან ლესბოსელს, თუმცა რეალურად ეს ასე არაა. აუცილებელია, რომ გავაკეთოთ ქამინგ აუთი და გავაგებინოთ ხალხს თუ ვინ ვართ. ასე გავათავისუფლებთ მათ თავიანთივე შიშებისა და სტერეოტიპებისგან", დღევანდელი დღის სიმბოლოდ იქცა.
წარმოგიდგენთ ბოლო წლების მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ქამინგ აუთებს, რომლებმაც ლგბტ თემის სხვა წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ისინი მარტო არ არიან.
სარა რამირესი
გრეის ანატომიის ვარსკვლავმა სარა რამირესმა ქამინგ აუთი გუშინ ლოს ანჯელესში, True Colors Fund's 40 to None Summit-ზე გააკეთა. ასევე ამ თემას საკუთარი ინსტაგრამის გვერდზეც გამოეხმაურა.
“ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი თავს მარტოსულად გრძნობს. ისინი, ვის ცხოვრებასაც უამრავ ნაწილად ყოფენ - გენდერული იდენტობა, გენდერული გამოხატულება, რასა, კლასი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, მოქალაქის სტატუსი და ასე შემდეგ. ასეთი დაყოფა ჩემს ცხოვრებაშიც არსებობს: ქალი, მრავალრასიანი ქალი, ფერადკანიანი ქალი, უცნაური, ბისექსუალი, მექსიკელ-ირლანდიელი ამერიკელი, იმიგრანტი, რომელიც ორივე - მექსიკური და ირლანდიული მხრიდან ღრმად მორწმუნე კათოლიკეების ოჯახში გაიზარდა. მე ჩართული ვარ პროექტებში, რომლებიც ახალგაზრდობის ხმის გაჟღერებას ემსახურება”
კრისტენ სტიუარტი
საკუთარი ორიენტაციის შესახებ საუბარი კრისტენმაც სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. ბინდის საგის ვარსკვლავი, რომლის პირადი ცხოვრებაც აქამდე საჯარო არ ყოფილა, ღიად იწყებს საუბარს საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ჟურნალ Elle-სთან ინტერვიუში, 26 წლის მსახიობმა პირველად განიხილა და გაასაჯაროვა საკუთარი ურთიერთობა ვიზუალური ეფექტების პროდიუსერ ალისია კარჯილთან.
"მე უბრალოდ მართლა ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი გოგო", ამბობს სტიუარტი. "ჩვენ რამდენჯერმე დავშორდით, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ვრიგდებოდით ყოველთვის ვფიქრობდი, როგორც იქნა!" კრისტენ სტიუარტის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები წლების განმავლობაში განიხილებოდა. როგორც სტიუარტი ამბობს, კარჯილთან ურთიერთობაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ხალხს არ ეფიქრა, თითქოს მას ქალთან ურთიერთობის რცხვენია: "რეალურად, ამის დამალვა წარმოშობს აზრს, რომ არ მომწონს ან მრცხვენია იმის, რასაც ვაკეთებ, ამიტომ აუცილებლად უნდა შემეცვალა საზოგადოებასთან ურთიერთობა", - განაცხადა მან.
“როდესაც ბიჭს ვხვდებოდი, ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ვმალავდი, რადგანაც ყველაფერი პირადული მაშინვე გაცვეთილი ხდებოდა და ეს არ მომწონდა. ჩვენ ფილმის პერსონაჟებად გადავიქეცით და ამ სასაცილო კომიქსების წიგნში მოგვათავსეს, ამ დროს ვფიქრობდი - ეს ჩემია. ჩემს ურთიერთობას ისეთს ხდით, როგორიც არ არის. მე ეს არ მომწონს", თქვა სტიუარტმა. როგორც სტიუარტი ამბობს, გულწრფელი ურთიერთობა მასზე კარგად მუშაობს: "ამან მთელი ჩემი ცხოვრება ღია გახადა და მეც ბედნიერი ვარ”.
ელენ პეიჯი
მსახიობმა საკუთარი სექსუალურ ორიენტაციის შესახებ ლგბტ პირების უფლებადამცველი ერთ–ერთი მსხვილი ამერიკული ორგანიზაციის Human Rights Campaign (HRC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ისაუბრა: "დავიღალე მალვით და დუმილით, წლების მანძილზე ვიტანჯებოდი, რადგან მეშინოდა ამის თქმის, მაგრამ მე დღეს თქვენთან ერთად ვარ და მე ეს გადავლახე’’, განაცხადა ელენ პეიჯმა. მსახიობი ასევე შეეხო ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტობის თემას და თქვა:" დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ სიყვარულს, სირცხვილისა და კომპრომისების გარეშე."
იან თორპი
ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავის, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის იან თორპის ქამინგ აუთი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებლი და შთამაგონებელი გახდა ლგბტ თემის წევრებისთვის, რადგან იანი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა და ამბობდა, რომ ის ჰეტეროსექსუალია და ცოლის მოყვანასაც აპირებს. თუმცა ბრიტანელი ჟურნალისტის, მწერლისა და ტელეწამყვანის, სერ მაიკლ პერკინსონის შოუში, ბოლოს და ბოლოს, თორპმა განაცხადა, რომ ის გეია და მიუხედავად იმისა, რომ მას ქალებთან ურთიერთობა მართლაც ჰქონდა, ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა.
მეთიუ მიტჩემი
ავსტრალიელმა ჩემპიონმა წყალში ხტომაში, მეთიუ მიტჩემმა ქამინგ აუთი 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადის წინ გააკეთა, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა.
კეტლინ ჯენერი
კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც ქამინგ აუთი გააკეთა ბრუს ჯენერია, რომელსაც საზოგადოება ახლა კეტლინ ჯენერის სახელით იცნობს. ცნობილი ტელევარსკვლავის, კიმ კარდაშიანის 65 წლის მამინაცვლის ქალად გარდასახული ფოტოების გამოჩენამ ინტერნეტში დიდი ინტერესი გამოიწვია, ჟურნალი Vanity Fair-ის გარეკანზე დაბეჭდილი ფოტოზე ეწერა, რომ 65 წლის ასაკში, ბოლოს და ბოლოს, მას შეუძლია თავისი ნამდვილი ცხოვრებით იცხოვროს.
კოლტონ ჰაინესი
სერიალ Arrow-ს ვარსკვლავმა კოლტონ ჰაინესმა 2016 წლის იანვარში საჯაროდ თქვა, რომ გეია. "ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ამის ხმამაღლა თქმის საშუალება მაქს და ვიცი, რომ ამას ყველა კარგად მიიღებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს ქამინგ აუთს უარყოფითად შეხვდებიან, მათი აზრი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ჩემი მეგობრები, დედაჩემი და მამაჩემი ჩემთან არიან, მათ კარგად იციან, რომ სამარცხვინო არაფერია იმაში როდესაც გიყვარს", ამბობს ჰაინესი.
ლილი და ლანა ვაჩოვსკები
საკულტო ფილმ "მატრიცას" რეჟისორები. რომლებიც ტრანსგენდერებად დაქამაუთდნენ და შესაბამისი ოპერაციით სქესიც შეიცვალეს.
სარა პაულსონი და ჰოლად ტეილორი
ამერიკული კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავებმა საკუთარი ურთიერთობის შესახებ წელს გაასაჯაროეს ინფორმაცია. "დიახ, მე და სარა ერთმანეთს ვხვდებით და დიახ, ეს იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ მეგობრობა", ამბობს ტეილორი.
ელიზაბეტ ჯილბერტი
2006 წელს წიგნის მაღაზიებში ელიზაბეტ ჯილბერტის წიგნი ჭამე, ილოცე, შეიყვარე გამოჩნდა. რომელიც თავად ავტორის მემუარებია და მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ნერვული აშლილობის ზღვარზე, ცხოვრების თავიდან დასაწყებად ერთწლიან მოგზაურობას იწყებს. წიგნი დღემდე პოპულარობით სარგებლობს და ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიაშია შესული. მოგვიანებით, 2010 წელს კი რეჟისორი რაიან მერფი, წიგნის ეკრანიზაციას გვთავაზობს. სადაც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, ხავიერ ბარდემი და ჯეიმს ფრანკო ასრულებენ. წიგნის ავტორმა, ელიზაბეტ ჯილბერტმა კი სულ ცოტა ხნის წინ ქამინგ აუთი გააკეთა და თქვა, რომ ქალთან ერთად ცხოვრობს.
რა თქმა უნდა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, ვინც წელს ან წლების წინ ქამინგ აუთი გააკეთეს და სხვა ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როცა ერთ ადამიანს უყვარს მეორე.
გახსოვდეთ, სიძულვილზე უფრო მარტივი სიყვარულია!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა










კომენტარები