მთავრობამ დაადასტურა, რომ აბასთუმნის ცაზე ფრენების მარშრუტები შეიცვლება
ფოტო: Reuters
მთავრობამ დაადასტურა, რომ აბასთუმანში, სადაც ბიძინა ივანიშვილს აქვს ინტერესები, საჰაერო მარშრუტები შეიცვლება. 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მარშრუტების "მცირედი კორექტირება" მოხდა, ამის საფუძვლად კი აბასთუმნის ობსერვატორიის მიმართვა დაასახელა.
"აქ არ არის საუბარი არანაირ საერთაშორისო მარშრუტებზე. იმდაგვარად, რომ დროებით შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო, თან იმდაგვარად, რომ არცერთი თეთრი არ იკარგება ამით, არცერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის, რასაკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი", — ამბობს მინისტრი.
ერთი კვირის წინ აბასთუმნის საჰაერო ტრასის გადაკეტვის შესახებ მთავარ არხზე გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით: "ივანიშვილის გადაკეტილი ცა". მათთან საუბარში ქართული ოცნების დეპუტატმა რომან კაკულიამ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ეს ინიციატივა ეკოლოგიას უკავშირდება:
"მე, როგორც ვიცი, ეკოლოგიასთან დაკავშირებული თემებია, კურორტის სტატუსიდან გამომდინარე და მის მიმზიდველობასთან დაკავშირებით, სამომავლოდ".
ოპოზიცია ამ ინიციატივას "ივანიშვილის ახირებად" აფასებს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ "ფეოდალურ მმართველობასთან" გვაქვს საქმე:
"ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რასაც მართლა ფეოდალი მართავს. ცოტა ხნის წინ ადამიანმა ზღვა მიიერთა, აღარ ვსაუბრობ იმ მილიონობით კვადრატულ მიწაზე, რომელიც მიტაცებული აქვს, ახლა კი გადაწყვიტა ჰაერიც მიიერთოს".
ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ თუ ასეთი მოთხოვნა მართლაც შევიდა ავიაციის სააგენტოში, დადასტურდება რომ "ხელისუფლება ივანიშვილის ხუშტურებზე დადის".
"თუ რაღაც სერიოზული არგუმენტი არ აქვს ქვეყანას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები, მნიშვნელოვანი პროცესები, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის გადაფრენებს, ამის გარდა რაიმე სხვა არგუმენტით თუ მოითხოვენ... მე ასეთი რამ არ მსმენია".
2 ოქტომბერს მთავრობის დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აბასთუმნის ობსერვატორიის მართვის უფლება ჩამოერთმევა. მთავრობის გადაწყვეტილებით ილიაუნის სტრუქტურაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება. ობსერვატორიაზე სახელმწიფო კონტროლს განათლების სამინისტრო განახორციელებს.
ბიძინა ივანიშვილმა მისი ინტერესები აბასთუმნის მიმართ ერთი წლის წინ ინტერვიუს დროს დაადასტურა, როდესაც თქვა, რომ სურს "ჩაატაროს ექსპერიმენტი და აბასთუმანი ელექტრომანქანების რეგიონად აქციოს".
2018 წლის აგვისტოში ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ოჯახთან ერთად იყო ჩასული. როგორც მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ის კურორტზე ადგილობრივ მდგომარეობას ეცნობოდა. მან აბასთუმნის ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათავლიერა. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილს აბასთუმანში ახალი პროექტების განსახორციელებლად ჩავიდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები