ბავშვის სექსუალიზება მშობლების მიერ — რა საფრთხეები არსებობს და როგორ მოიქცევა სახელმწიფო
სოციალურ ქსელში სკოლის მოსწავლე 7 წლის გოგოს ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც ის მაკიაჟით, საქორწინო კაბითა და გვირგვინით არის და ცეკვავს. მშობლების ფეისბუქგვერდიდან, რომელზეც ფოტოები საჯაროდ არის გამოქვეყნებული, ირკვევა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არასრულწლოვანი მაკიაჟითა და უფროსი ასაკისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლით დადის.
გარდა ამისა, ფოტოებში ჩანს, რომ დედა შვილს იმის მსგავს ტანისამოსს, აქსექსუარებსა და მაკიაჟს უკეთებს, რაც მას აქვს. ფოტოგადაღებებში მონაწილეობს მამაც.
ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მასალაში არ არის გამოყენებული არც ერთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.
On.ge-სთვის ბავშვის ფოტოების შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როცა ფეისბუქის დახურულ ჯგუფებში მშობლების ქცევის კრიტიკულად შეფასება დაიწყეს. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ბავშვის სექსუალიზება ხდება, ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებს.
ოჯახის ახლობლები საზოგადოების კრიტიკას კომენტარებში ირონიით პასუხობენ და ჰგონიათ, რომ შფოთვის მიზეზი არ არსებოს. "მხარდასაჭერი" პოსტებით ისინი არასრულწლოვანის ფოტოების დამატებით ტირაჟირებას ახდენენ. ეს კადრები უკვე რამდენიმე ფეისბუქგვერდზე გამოჩნდა, რომელსაც ათიათასობით გამომწერი ჰყავს.
საფრთხე ბავშვისთვის
ბავშვთა უფლებადამცველი ანა აბაშიძე და ფსიქოლოგი მაია ცირამუა მშობლის მსგავს ქცევაში საფრთხეს ხედავენ და მიიჩნევენ, რომ, შესაძლოა, ბავშვი გახდეს ონლაინ და ოფლაინ პედოფილების სამიზნე. ცირამუა განმარტავს, რომ ბავშვი ინსტრუმენტი ან სათამაშო არ არის და მსგავსი ქცევა მის ფსიქიკას აზიანებს.
"ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა, გაუკეთოს მაკიაჟი, რაც ყველაზე შემზარავია, "გაასექსუალუროს" და მერე ფეიბუქზე გამოჭიმოს მისი ვიდეო, რომელსაც 150 000-ზე მეტი ნახვა აქვს — ანუ კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის. ბავშვის ასეთ საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლება, სულ რომ გალიაში გამოკეტოთ და დაცული გყავდეთ. აზიანებთ, სერიზოულად აზიანებთ მის ფსიქიკას და ამას გარდა ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას", — წერს ცირამუა ფეისბუქგვერდზე.
აბაშიძე განმარტავს, რომ ბავშვს მშობლებმა მიაწოდეს ასაკის გათვალისიწინებით დაუშვებული სექსუალური შინაარსის ინფორმაცია. მისი თქმით, მსგავსი ქცევა არ ეხმარება ბავშვის ფსიქო-ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებას და აზიანებს მას.
ფსიქოლოგი და უფლებადამცველი მიიჩნევენ, რომ საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მანდატურის სამსახური უნდა ჩაერთოს და ერთობლივად უნდა აუხსნან მშობლებს ის რისკები, რასაც მსგავსი ქცევა შეიცავს.
"ეს არის აუცილებელი პრევენციული ქცევა. თუ განმეორდება მსგავსი რამ უკვე უწყებების უშუალო ჩარევის საფუძველი გახდება", — წერს აბაშიძე.
სახელმწიფოს როლი
სოციალური მუშაკის მაია ჯაშის თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქიდან გაიგეს, ბავშვის დედას დაუკავშირდნენ და რამდენიმე საათში შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. მისივე თქმით, ოჯახს არასრულწლოვანი სამოდელო სააგენტოში დაჰყავს და მსგავს ფოტოსესიებს "მოდელის კარიერით" ხსნიან.
სოც მუშაკი განმარტავს, რომ მშობელს იმ რისკებზე გაესაუბრებიან, რომელსაც მსგავსი ქცევა ბავშვის ფსიქიკისთვის შეიცავს. ასევე, აუხსნიან, რომ არსებობს პედოფილიისა და ბულინგის საფრთხე.
"გავესაუბრებით იმაზე, რა იარლიყები შეიძლება დაუმკვიდრდეს ბავშვს სკოლასა და სამეზობლოში. რადგან, როდესაც ბავშვის ქცევა არ შესაბამება მის ასაკს, საზოგადოება ამას აღიქვამს ასოციალურ ქცევად. ამის გამო ბავშვი შეიძლება სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდეს", — ამბობს ჯაში On.ge-სთან საუბრისას.
თუ ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას დათანხმდება, არასრულწლოვანს ფსიქოლოგი გაესაუბრება და სოც. მუშაკები მონიტორინგს დაიწყებენ. უარის შემთხვევაში კი სააგენტოს მოუწევს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს, რადგან კონსულტირების გარდა სხვა მექანიზმი არ აქვს.
ამ ეტაპზე შსს-ში ფიქრობენ, რომ არასრულწლოვანის ფოტო-ვიდეომასალა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მათი თქმით, ამ საკითხზე ხანგრძლივვადიანი და მულტიდისციპლინური მუშაობაა საჭირო, რომელშიც სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორი იქნება ჩართული. მათივე თქმით, ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი გეგმავს ქეის-კონფერენციას შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და მონაწილეობით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები